Guns N' Roses/Metallica Stadium Tour
Guns N' Roses/Metallica Stadium Tour იყო ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფების, მეტალიკისა და Guns N' Roses-ის 1992 წელს გამართული ერთობლივი საკონცერტო ტურნე. იგი წარმოადგენდა, ერთი მხრივ, მეტალიკის შავი ალბომის მხარდამჭერ Wherever We May Roam და, მეორე მხრივ, Guns N' Roses-ის Use Your Illusions I და Use Your Illusions II ალბომების მხარდამჭერ Use Your Illusions ტურნეთა თანაკვეთას. ტურნეს გამხსნელი ჯგუფები იყვნენ Faith No More, Motörhead და Body Count.[1][2][3] ექსლ როუზს სურდა როკ-ჯგუფი ნირვანაც მათ შორის ყოფილიყო, მაგრამ ნირვანას ვოკალისტი კურტ კობეინი არ დათანხმდა.
Guns N' Roses/Metallica Stadium Tour | ||||
---|---|---|---|---|
ტურნე, გამართული Guns N' Roses-ისა და მეტალიკის მიერ | ||||
ჩატარების ადგილები | ჩრდილოეთი ამერიკა | |||
დაკავშირებული ალბომი |
Use Your Illusion I Use Your Illusion II Metallica | |||
დაწყების თარიღი | 17 ივლისი, 1992 | |||
დასრულების თარიღი | 6 ოქტომბერი, 1992 | |||
კონცერტების რაოდენობა | 25 | |||
Guns N' Roses-ისა და მეტალიკის კონცერტების ქრონოლოგია | ||||
|
ისტორია
რედაქტირება1992 წლის 8 აგვისტოს მონრეალის ოლიმპიურ სტადიონზე კონცერტის დროს ჯეიმზმა მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობები მიიღო პიროტექნიკის ეფექტებისგან სახეზე, მხარზე, ხელებზე და ფეხებზე პიროტექნიკის ეფექტების გამო Fade to Black-ის შესრულებისას.[1] მეტალიკა იძულებული გახდა კონცერტის მეორე საათი გაეუქმებინა, მაგრამ პირობა დადო, რომ ამ ქალაქს კვლავ ესტუმრებოდა სხვა დროს. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ Guns N' Roses სცენაზე გამოჩნდა. ამ პერიოდში მსენელები სულ უფრო იძაბებოდნენ და მოსვენებას კარგავდნენ. ტექნიკური პრობლემების გამო მუსიკოსებს საკუთარი ხმა არ ესმოდათ. გარდა ამისა, ექსლს, როგორც თავად განაცხადა, ვოკალთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა, შედეგად ჯგუფს სცენა შედარებით ადრე დაატოვებინა. ამან ხალხში ბუნტი გამოიწვია, რომელიც ძალიან ჰგავდა ერთი წლის წინ მომხდარ ინციდენტს Guns N' Roses-ის კონცერტზე სენტ-ლუისის მახლობლად. ფანებმა არეულობა მოაწყვეს მონრეალის ქუჩებში — ატრიალებდნენ მანქანებს, ამტვრევდნენ შუშებს, ადგილობრივ მაღაზიებს ანგრევდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ძლივს დაიმორჩილა უკმაყოფილო ფანები. კადრები ამ არეულობიდან მოგვიანებით აისახა მეტალიკის დოკუმენტური ფილმში A Year and a Half in the Life of Metallica.
ტურნე განახლდა არიზონაში, მაგრამ ჰეტფილდი დამწვრობების გამო ვეღარ უკრავდა გიტარაზე, მხოლოდ მღეროდა, ხოლო გიტარაზე მის მაგივრად ჯონ მარშალი უკრავდა.[1]
ტურნემ დიდი ფინანსური სარგებელი მოუტანა მეტალიკას, თუმცა Guns N' Roses-ს — მხოლოდ მცირე. სლეშის ავტობიოგრაფიის მიხედვით, ექსლ როუზი ძალიან ექსტრავაგანტური იყო ხარჯებთან მიმართებაში: ქირაობდა ძვირადღირებულ კულისებს, აწყობდა თემატურ საღამოებს ყოველი შოუს შემდეგ. ჯგუფს ასევე დააკისრეს დიდი ჯარიმები შემდგომი გამოსვლებისას.
სიმღერების სია
რედაქტირება(აღებულია 1992 წლის 25 ივლისის შოუდან)
- მეტალიკა
- Creeping Death
- Harvester of Sorrow
- Fade to Black
- Sad but True
- Wherever I May Roam
- Of Wolf and Man
- For Whom the Bell Tolls
- The Unforgiven
- The Shortest Straw
- Welcome Home (Sanitarium)
- Master of Puppets
- Seek & Destroy
- Whiplash
- Nothing Else Matters
- Am I Evil? (დაიმონდ ჰედის ქავერი)
- Last Caress (Misfits-ის ქავერი)
- One
- Enter Sandman
- Guns N' Roses
- Nightrain
- Mr. Brownstone
- Live and Let Die (პოლ მაკ-კარტნის ქავერი)
- Attitude (Misfits-ის ქავერი)
- Bad Obsession
- Double Talkin' Jive
- Civil War
- Wild Horses (როლინგ სტოუნზის ქავერი)
- Patience
- It's So Easy
- Welcome to the Jungle
- You Could Be Mine
- It's Alright (Black Sabbath-ის ქავერი)
- November Rain
- Sweet Child o' Mine
- Knockin' on Heaven's Door (ბობ დილანის ქავერი)
- Don't Cry (ორიგინალი)
- Paradise City
პერსონალი
რედაქტირება- მეტალიკა
- ჯეიმზ ჰეტფილდი — წამყვანი ვოკალი, რიტმული გიტარა;
- კირკ ჰემეტი — წამყვანი გიტარა, დამატებითი ვოკალი;
- ლარს ულრიხი — დასარტყმელი საკრავები;
- ჯეისონ ნიუსტედი — ბას-გიტარა, დამატებითი ვოკალი;
- ჯონ მარშალი — რიტმული გიტარა (25 აგვისტო - 6 ოქტომბერი).
- Guns N' Roses
- ექსლ როუზი — წამყვანი ვოკალი, პიანინო, სასტვენი, სტვენა, ტამბურინი;
- სლეში — მთავარი გიტარა, დამატებითი ვოკალი, ტოკ ბოქსი;
- დაფ მაკ-კეგენი — ბას-გიტარა, დამატებითი ვოკალი, წამყვანი ვოკალი;
- მეტ სორუმი — დასარტყმელი საკრავები, პერკუსია, დამატებითი ვოკალი;
- გილბი კლარკი — რიტმული გიტარა, დამატებითი ვოკალი;
- დიზი რიდი — კლავიშებიანი საკრავები, ორგანი, სინთეზატორი, პერკუსია, ტამბურინი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მეტალიკა 1992 წლის 9 აგვისტოდან – 1993 წლის 23 ნოემბრამდე. MTV.com. MTV Networks. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-02. ციტირების თარიღი: 2007-12-01.
- ↑ სხვა შემსრულებელთა გამოსვლები მეტალიკის კონცერტებზე - Metallica/Guns N' Roses Stadium Tour. Setlist.fm. ციტირების თარიღი: 2011-07-11.
- ↑ Attempt to Bar Ice-T From Stadium Fails. Los Angeles times.