Wherever We May Roam Tour
Wherever We May Roam Tour იყო ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის 1991-1992 წლებში გამართული საკონცერტო ტურნე. იგი ჩატარდა მათი სტუდიური ალბომის, Metallica, მხარდასაჭერად, რომელიც გამოვიდა 1991 წლის 13 აგვისტოს. ტურნეს სახელწოდება აღებულია აღნიშნულ ალბომში შემავალი სიმღერიდან Wherever I May Roam. ხშირად, ჯგუფის წევრები ცალკეულ ინტერვიუებში მთლიანად ტუნესაც ასე მოიხსენიებდნენ.
Wherever We May Roam Tour | ||||
---|---|---|---|---|
ტურნე, გამართული მეტალიკის მიერ | ||||
ჩატარების ადგილები | აზია, ევროპა, ჩრდილოეთი ამერიკა | |||
დაკავშირებული ალბომი | Metallica | |||
დაწყების თარიღი | 12 ოქტომბერი, 1991 | |||
დასრულების თარიღი | 18 დეკემბერი, 1992 | |||
კონცერტების რაოდენობა | 174 | |||
მეტალიკის კონცერტების ქრონოლოგია | ||||
|
ტურნეს მსვლელობისას, 1992 წლის 20 აპრილს მეტალიკა გამოვიდა სიმღერების შემცირებული სიით ფრედი მერკურისადმი მიძღვნილ საღამოზეც უემბლის სტადიონზე, ინგლისში. 1992 წლის 17 ივლისიდან 6 ოქტომბრამდე ჩრდილოეთ ამერიკაში ყოფნისას ტურნე დაემთხვა Guns N' Roses-ის ტურნეს Use Your Illusion Tour და ჩამოყალიბდა ცალკე ტურნედ სახელწოდებით Guns N' Roses/Metallica Stadium Tour. 1992 წლის 13 და 14 იანვრის შოუები სან დიეგოში მოგვიანებით გამოიცა სასაჩუქრე ყუთის სახით სახელწოდებით Live Shit: Binge & Purge,[1] ხოლო ტურნე და ალბომის შექმნის პროცესი აისახა დოკუმენტურ ფილმში A Year and a Half in the Life of Metallica.[2]
სიმღერების სია
რედაქტირება(აღებულია 1992 წლის 9 მაისის შოუდან კალიფორნიაში)
- Enter Sandman
- Creeping Death
- Harvester of Sorrow
- Welcome Home (Sanitarium)
- Sad but True
- Wherever I May Roam
- სოლო ბას-გიტარაზე
- Through the Never
- The Unforgiven
- პოპური ალბომიდან ...And Justice for All
- Eye of the Beholder
- Blackened
- The Frayed Ends of Sanity
- ...And Justice for All
- Blackened
- სოლო დასარტყამ ინსტრუმენტებზე
- სოლო გიტარაზე
- Nothing Else Matters
- For Whom the Bell Tolls
- Fade to Black
- Whiplash
- Master of Puppets
- Seek & Destroy
- One
- Last Caress (Misfits-ის ქავერი)
- Am I Evil? (დაიმონდ ჰედის ქავერი)
- Battery
- Stone Cold Crazy (Queen-ის ქავერი)
პერსონალი
რედაქტირება- ჯეიმზ ჰეტფილდი — წამყვანი ვოკალი, რიტმული გიტარა;
- კირკ ჰემეტი — წამყვანი გიტარა;
- ლარს ულრიხი — დასარტყმელი საკრავები;
- ჯეისონ ნიუსტედი — ბას-გიტარა, დამატებითი ვოკალი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Live Shit: Binge & Purge. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-02. ციტირების თარიღი: 2011-07-11.
- ↑ მეტალიკა 1990 წლის თებერვლიდან – 1991 წლის 13 აგვისტომდე. MTV.com. MTV Networks. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-17. ციტირების თარიღი: 2007-12-02.