Eye of the Beholder (სიმღერა)
„Eye of the Beholder“ — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის პირველი სინგლი და მესამე სიმღერა მათივე მეოთხე სტუდიური ალბომი ...And Justice for All.
„Eye of the Beholder“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — მეტალიკა | ||||
ალბომიდან ...And Justice for All | ||||
B-მხარე | Breadfan | |||
გამოსვლის თარიღი | 30 ოქტომბერი, 1988[1] | |||
ჩაიწერა | იანვარი–მაისი, 1988, სტუდიაში One on One, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია | |||
ჟანრი | თრეშ მეტალი | |||
ხანგრძლივობა | 6:25 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Elektra | |||
ავტორ(ებ)ი |
ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი, კირკ ჰემეტი | |||
პროდიუსერი |
მეტალიკა, ფლემინგ რასმუსენი | |||
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია | ||||
| ||||
აუდიომაგალითი | ||||
yes |
ტექსტი და მუსიკა
რედაქტირებაEye of the Beholder გამოვიდა სინგლის სახით Harvester of Sorrow-ს მაგივრად ამერიკაში (სინამდვილეში მეტალიკის სინგლის One შემდეგ), მაგრამ მარცხი განიცადა ჩარტებში. ამ სინგლის B-მხარეზე Budgie-ის სიმღერის Breadfan ქავერია.
სიმღერის ტექსტი ეხება სიტყვის თავისუფლებაზე დაწესებულ შეზღუდვებს,[2][3] შეზღუდულ თავისუფლებას სასამართლო სისტემებში, არჩევანის თავისუფლებას.[4][5] მასში გამოთქმულია პროტესტი კანონის მიერ თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ.[6] აღსანიშნავია, რომ სათაური არ გვხვდება ტექსტში. იგი მომდინარეობს ფრაზიდან „Beauty is in the eye of the beholder“, რაც ნიშნავს, რომ სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვაგვარად აღიქვამს სიტუაციას.[2][5]
საკონცერტო შესრულება
რედაქტირებაპირველად სიმღერა ცოცხლად სრულად შესრულდა 1988 წლის 11 სექტემბერს ბუდაპეშტში, უნგრეთი.[7] Eye of the Beholder ყოველთვის შეადგენდა მეტალიკის პოპურების ნაწილს ალბომიდან ...And Justice for All და ხშირად იკვრებოდა მეტალიკის კონცერტებზე 1990-იანების განმავლობაში როგორც სრული სიმღერების დაკვირის ალტერნატივა.[6] ერთ-ერთი ასეთი პოპური Justice Medley ჩაწერილია მათ 1993 წლის საკონცერტო ალბომში Live Shit: Binge & Purge.
ტრიბუტ ვერსიები
რედაქტირება- ჯგუფმა In Flames ჩაწერა ამ სიმღერის ქავერი მეტალიკისადმი მიძღვნილი ალბომისთვის A Tribute to the Four Horsemen. ეს ვერსია შეტანილია ასევე ამ ჯგუფის ხელახლა გამოცემულ მეორე ალბომში Subterranean.
- ამ სიმღერის ქავერი გამოჩნდა ასევე მეტალიკისადმი მიძღვნილ ალბომში Metallic Attack: Metallica - The Ultimate Tribute, შესრულებული ჯგუფ Life After Death-ის მიერ, ჯგუფის, რომელიც ჩამოაყალიბა ფილ სანდოვალმა მას მერე, რაც წამოვიდა ჯგუფიდან Armored Saint.
სიმღერების სია
რედაქტირებააშშ 7" სინგლი | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Eye of the Beholder“ | 6:25 |
2. | „Breadfan“ | 5:44 |
პერსონალი
რედაქტირება- ჯეიმზ ჰეტფილდი — წამყვანი ვოკალი, რიტმული გიტარა
- კირკ ჰემეტი — წამყვანი გიტარა
- ჯეისონ ნიუსტედი — ბას-გიტარა, დამატებითი ვოკალი
- ლარს ულრიხი — დრამები, დასარტყმელი საკრავები
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სინგლი Eye of the Beholder. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-17. ციტირების თარიღი: 2011-06-22.
- ↑ 2.0 2.1 Eye of the Beholder. Songfacts.com. ციტირების თარიღი: 2011-06-22.
- ↑ Eye of the Beholder. Last.fm. ციტირების თარიღი: 2011-06-22.
- ↑ Eye of the Beholder. Songmeanings.net. ციტირების თარიღი: 2011-06-22.
- ↑ 5.0 5.1 Eye of the Beholder. Lyricinterpretations.com. ციტირების თარიღი: 2011-06-22.
- ↑ 6.0 6.1 Eye of the Beholder. Encyclopedia Metallica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-16. ციტირების თარიღი: 2011-06-22.
- ↑ მეტალიკის სიმღერების სტატისტიკა. Metlists.com. ციტირების თარიღი: 2011-06-22.