ფლემინგ რასმუსენი
ფლემინგ რასმუსენი (დ. 1 იანვარი, 1958, კოპენჰაგენი) — დანიელი ხმის ინჟინერი, მუსიკალური პროდიუსერი სტუდიის Sweet Silence Studios (კოპენჰაგენი, დანია) და დამაარსებელი და მფლობელი.
ბიოგრაფია
რედაქტირებასაკუთარი კარიერის განმავლობაში ფლემინგ რასმუსენი ძირითადად მძიმე მეტალის სფეროში მუშაობდა. ინჟინრისა და პროდიუსერის რეპუტაცია შეიქმნა და სახელი მოიხვეჭა მეტალიკის ალბომებზე Ride the Lightning (1984),[1] Master of Puppets (1986)[2] და ...And Justice for All (1988).[3][4] მუშაობით.
მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსების მიერ დადებითად იქნა შეფასებული მისი ჩატარებული სამუშაო პირველ ორ ალბომზე, ალბომმა ...And Justice for All დაიმსახურა დიდი კრიტიკა, რაც ძირითადად განპირობებული იყო ალბომიდან ბას-გიტარის თითქმის ამოგდებით. რასმუსენის პროდუსირებითაა შექმნილი ჯგუფის Morbid Angel ალბომი Covenant,[5] Blind Guardian-ის ალბომები Imaginations from the Other Side,[6] The Forgotten Tales[7] და Nightfall in Middle-Earth,[8] Artillery-ის By Inheritance,[9] Ensiferum-ის Iron,[10] და სხვები.
რასმუსენმა მიიღო გრემი მეტალიკის მუსიკალური ვიდეოს One პროდუსირებისათვის 1989 წელს. 1994 წელს დანიურმა გრემიმ წლის საუკეთესო პროდიუსერად დაასახელა მისი ჩატარებული სამუშაოსთვის Sort Sol-ის ალბომზე Glamourpuss.
უკანასკნელად რასმუსენი მუშაობდა ჯგუფთან Evile მათ სადებიუტო ალბომზე Enter the Grave 2007 წელს.[11]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ავტორები: Ride the Lightning. Allmusic. ციტირების თარიღი: 16 მარტი 2010.
- ↑ ავტორები: Master of Puppets. Allmusic. ციტირების თარიღი: 16 მარტი 2010.
- ↑ ავტორები: ...And Justice for All. Allmusic. ციტირების თარიღი: 16 მარტი 2010.
- ↑ სტივ ჰიუი. სიმღერის მიმოხილვა: One. Allmusic. ციტირების თარიღი: 16 მარტი 2010.
- ↑ ავტორები: Covenant. Allmusic. ციტირების თარიღი: 16 მარტი 2010.
- ↑ სტივ ჰიუი. მიმოხილვა: Imaginations from the Other Side. Allmusic. ციტირების თარიღი: 16 მარტი 2010.
- ↑ ავტორები: Forgotten Tales. Allmusic. ციტირების თარიღი: 16 March 2010.
- ↑ ავტორები: Nightfall in Middle-Earth. Allmusic. ციტირების თარიღი: 16 მარტი 2010.
- ↑ ავტორები: By Inheritance. Allmusic. ციტირების თარიღი: 16 მარტი 2010.
- ↑ ედუარდო რივადავია. მიმოხილვა: Iron. Allmusic. ციტირების თარიღი: 16 მარტი 2010.
- ↑ ედუარდო რივადავია. მიმოხილვა: Enter the Grave. Allmusic. ციტირების თარიღი: 16 მარტი 2010.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება