ფრთამატყლიანები

(გადამისამართდა გვერდიდან Dermoptera)

ფრთამატყლიანები (ლათ. Dermoptera) — ძუძუმწოვრების რიგი. მათი სხეულის სიგრძე 40 სმ, კუდისა დაახლოებით — 25 სმ, მასა 1—1,7 კგ აღწევს. სხეული და საფრენი აპკი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს კისერს, კიდურებს და კუდს, დაფარული აქვთ რბილი და ხშირი ბალნით. გავრცელებული არიან ფილიპინებზე, სამხრეთ ინდოჩინეთში და მალაის არქიპელაგის კუნძულებზე; ტყის მეხეური ცხოველებია. აქტიური არიან ღამით. იკვებებიან მცენარეულობით (ფოთლები, კვირტები, ნაყოფები). მაკეობა 60 დღე-ღამემდე გრძელდება. შობენ 1, იშვიათად 2 ნაშიერს. რიგში 2 გვარის 2 სახეობაა: ფილიპინური ფრთამატყლიანა (ლათ. Cynocephalus volans) და მალაიური ფრთამატყლიანა (ლათ. Galeopterus variegates). ზოგ კუნძულებზე ფრთამატყლიანები ნადირობის ობიექტია. იყენებენ ხორცსა და ტყავს.

ფრთამატყლიანები

მალაიური ფრთამატყლიანა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Dermoptera
გავრცელება

ლიტერატურა

რედაქტირება