მალაიური ფრთამატყლიანა

მალაიური ფრთამატყლიანა[1] (ლათ. Galeopterus variegates) — ძუძუმწოვარი ცხოველი ფრთამატყლიანების რიგისა. გვარში ერთადერთი სახეობაა.[2] მისი სხეულის სიგრძეა 33–42 სმ, კუდისა — 17–22 სმ, კიდურებისა — 70–120 სმ. წონა — 1–1,7 კგ. ზურგი შეფერილი აქვს მოწითალო-ნაცრისფრად და აყრია თეთრი ლაქები, რაც კარგად ნიღბავს ხის ქერქის ფონზე. მუცლის საფარველი შედარებით ღიაა და არც ლაქები აქვს. თვალები დიდია, ყურები პატარა, თავი კი ძალიან ფართო. გავრცელებულია ტაილანდში, მალაკის ნახევარკუნძულზე და მალაის არქიპელაგის მრავალ კუნძულზე, მათ შორის სუმატრაზე, იავაზე და ბორნეოზე, აგრეთვე ბევრ პატარა კუნძულზე. უპირატესობას ანიჭებს ჯუნგლებში ცხოვრებას და ძირითადად მთიან რაიონებში გვხვდება, მაგრამ საცხოვრებლად ბანანისა და ქოქოსის პლანტაციებსაც იყენებს. ცხოვრობს ხეებზე, მიწაზე ნებაყოფლობით არასდროს ჩადის. მარტოსული ცხოველები არიან, იშვიათად შეინიშნება ერთ ხეზე მცხოვრები რამდენიმე ინდივიდი. ერთი ხიდან მეორეზე პლანირების საშუალებით გადადიან. ძირითადად ფრენენ 50–70 სიმაღლეზე, რეკორდული სიმაღლეა 136 მ. აქტიურია ღამით, დღეს თავის თავშესაფარშე ატარებს. მალაიური ფრთამატყლიანა ბალახისმჭამელი ცხოველია, იკვებება ყვავილებით, ფოთლებით, კვირტებითა და ნაყოფებით. მაკეობა 60 დღე-ღამემდე გრძელდება. შობს 1, იშვიათად 2 ნაშიერს, რომელიც 35 -ს იწონის. გადაადგილების დროს დედა თავის ნაშიერს მუცლის ნაკეცში, ერთგვარ ჩანთაში სვავს.

მალაიური ფრთამატყლიანა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Galeopterus variegatus (Audebert, 1799)
სინონიმები
Cynocephalus variegatus (Audebert, 1799)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 41502
გავრცელება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • T. S. Kemp: The Origin & Evolution of Mammals. Oxford University Press, Oxford 2005, ISBN 0-19-850761-5.
  • Erwin Kulzer: Dermoptera. Riesengleiter, Flattermakis, Colugos. In: W. Westheide und R. Rieger: Spezielle Zoologie. Teil 2: Wirbel- oder Schädeltiere. Spektrum Akademischer Verlag, München 2004, S. 574—575, ISBN 3-8274-0307-3.
  • Kathy MacKinnon: Riesengleiter. In: David W. Macdonald (Hrsg.): Die große Enzyklopädie der Säugetiere. Könemann Verlag, Königswinter 2004, S. 432—433, ISBN 3-8331-1006-6 (deutsche Übersetzung der Originalausgabe von 2001).
  • Ronald M. Nowak: Walker’s Mammals of the World. 2. Auflage. The Johns Hopkins University Press, Baltimore 1999, S. 250—252, ISBN 0-8018-5789-9.
  • Thomas Schultze-Westrum: Die Riesengleiter. In: Bernhard Grzimek et al. (Hrsg.): Grzimeks Tierleben. Bd. 11. Säugetiere 2. Kindler Verlag, Zürich 1969, S. 80-82.
  • Don E. Wilson, DeeAnn M. Reeder (Hrsg.): Mammal Species of the World. 3. Auflage. The Johns Hopkins University Press, Baltimore 2005, ISBN 0-8018-8221-4.
  • Erich Thenius und Richard Kraft: Riesengleiter in: Bernhard Grzimek (Hrsg.): Grzimeks Enzyklopädie, Band 1: Säugetiere, S.634-639, Kindler 1988, ISBN 3-463-42101-1
  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 400.
  2. Genus Galeopterus. Bucknell Univesity..