ჯუნგლი

(გადამისამართდა გვერდიდან ჯუნგლები)

ჯუნგლი (ინგ. jungle<ჯანგალი, ჰინდი და მარათულ ენებზე — ტყე, რაყა) — ხეებისა და ბუჩქების რაყა, რომელშიც შერეულია უხეშღეროიანი მარცვლოვანნი. ჯუნგლს უწოდებენ აგრეთვე გაუვალ, ხშირ ტყესა და ბუჩქნარს ხემაგვარი ლიანებით. ტიპური ჯუნგლი გავრცელებულია ინდოეთში ტენიანი, ტროპიკული და სუბტროპიკული ჰავის პირობებში, დაჭაობებულ ნიადაგზე, მდინარე განგის გაყოლებაზე ჰიმალაის ძირში, აგრეთვე ინდოჩინეთში და ზონდის კუნძულებზე. ჯუნგლისთვის დამახასიათებელია სალი (Shorea rubusta), სისუ (Dalbergia sissoo), აკაციები, სტერკულია, როტანგის პალმა, გიგანტური ბამბუკი და სხვა. ბალახოვანი მცენარეებიდან — მაღალი მარცვლოვანები, მაგ:, ველური შაქრის ლერწამი, სპილოს ლელქაში, ერიანთუსი და სხვა.

ჯუნგლების გავრცელება მსოფლიოში

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება