კაგუანი
(გადამისამართდა გვერდიდან ფილიპინური ფრთამატყლიანა)
კაგუანი (ლათ. Cynocephalus volans) — ძუძუმწოვარი ცხოველი ფრთამატყლიანთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე (კუდით) 60 სმ აღწევს, წონა — 1,7 კგ. გვერდებზე კისრიდან კუდამდე გადაჭიმული აქვს ფართო საფრენი აპკი, რომლის საშუალებითაც საშუალოდ 70 მ-მდე შეუძლია გადაიფრინოს. გავრცელებულია ზონდის, მოლუკის, ფილიპინის კუნძულებსა და მალაკის ნახევარკუნძულზე. მეხეური ცხოველია. აქტიურია ღამოთ. იკვებება ნაყოფებით. იყენებენ მის ხორცსა და ბეწვს.
კაგუანი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Cynocephalus volans | ||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 6081 | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 294.