ქვაქვეშიასებრნი

(გადამისამართდა გვერდიდან Cottidae)

ქვაქვეშიასებრნი (ლათ. Cottidae) — თევზების ოჯახი სკორპენისნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 5–6-დან 90 სმ-მდე; შეფერილი არიან მორუხო-მწვანედ ან კაშკაშა ფერებში, თეთრი, ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი ან შავი ლაქებითა და ზოლებით. სხეული ჩვეულებრივ შიშველი ან ნაწილობრივ დაფარულია ძვლოვანი ფირფიტებითა და ეკლებით. აქვთ დიდი და გაბრტყელებული თავი, ზოგჯერ ეკლებით; დიდი პირი, რომელიც ხშირად დინგის წვერზეა განლაგებული; ყბებზე — კბილები. ზურგის წინა ფარფლი უკანაზე პატარაა; მუცლის ფარფლში ერთი ეკლიანი სხივია. მკერდის დიდი მარაოსებრი ფარფლების ქვედა სხივები გამსხვილებული და დამოკლებული; მათი საშუალებით თევზებს შეუძლიათ ფსკერის გრუნტზე ნელა გადაადგილება. კუდის ფარფლის სხივები დატოტვილია. საცურავი ბუშტი არ აქვთ.[1]

ქვაქვეშიასებრნი

ჩვეულებრივი ქვაქვეშია (Cottus gobio)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  სკორპენისნაირნი
ოჯახი:  ქვაქვეშიასებრნი
ლათინური სახელი
Cottidae (Bonaparte, 1831)

ბინადრობენ მტკნარ წყალსატევებში (ყვითელფარფლა, ქვაქვეშია და განიერშუბლები), ატლანტისა და წყნარი ოკეანეების ჩრდილოეთ ნაწილებში, ასევე ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში; 1 სახეობა — ახალი ზელანდიის ნაპირებთანაც.[1] ცნობილია ქვაქვეშიასებრთა დაახლოებით 300-მდე სახეობა. ზღვის ქვაქვეშიათა წარმომადგენელია ევროპული ქვაქვეშია (Myoxocephalus scorpius). დედალი ქვიშიან ფსკერზე ყრის ქვირითს, რომელსაც იცავს მამალი. მტკნარ წყლებში ბინადართა წარმომადგენელია ჩვეულებრივი ქვაქვეშია ანუ ფართოშუბლა (Cottus gobio), რომელიც გავრცელებულია ევროპის მდინარეებსა და ტბებში. ხშირ შემთხვევაში პატარა ზომისა არიან (ძირითადად 10 სმ-მდე).[2]

იკვებებიან ფსკერის უხერხემლოებითა და თევზით (შეუძლიათ თავისი ზომის მსხვერპლის გადაყლაპვა); მრავალი სახეობა ჩასაფრებით ნადირობს და დიდად არ მოძრაობს. სარეწაო მნიშვნელობა აქვს მუზარადოსნებს, Myoxocephalus-ის გვარის თევზებს.[1]

 
Chitonotus pugetensis
 
Artedius corallinus
 
Myoxocephalus scorpius

ოჯახში შედის შემდეგი გვარები:[3][4]

  1. 1.0 1.1 1.2 Решетников Ю. С. Керчаковые // Большая российская энциклопедия. т. 13. — М., 2009. — стр. 608.
  2. ელანიძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 506.
  3. J. S. Nelson; T. C. Grande; M. V. H. Wilson (2016) Fishes of the World, 5th, Wiley, გვ. 467–495. ISBN 978-1-118-34233-6.  დაარქივებული 2019-04-08 საიტზე Wayback Machine.
  4. Eschmeyer, William N.; Fricke, Ron; van der Laan, Richard. Species in the genus Cottidae. Catalog of Fishes. California Academy of Sciences. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2023