ყვითელფარფლა

(გადამისამართდა გვერდიდან Cottocomephorus)

ყვითელფარფლა[1] (ლათ. Cottocomephorus) — მტკნარი წყლის თევზების გვარი ქვაქვეშიასებრთა ოჯახისა. სხეული გვერდებიდან შებრტყელებულია, სიგრძით 15–17 სმ. მკერდის ფარფლები დიდია (გაშლილ მდგომარეობაში ფრთებს წააგავს), ხშირად ყვითელი ფერის (აქედან სახელწოდება), გარდიგარდმო ზოლებით, ზურგის ფარფლი ამოკვეთილია. ცნობილია 3 სახეობა: ჩრდილობაიკალური ყვითელფარფლა (C. alexandrae), ყვითელფარფლა განიერშუბლა (C. grewingkii) და გრძელფარფლა განიერშუბლა (C. inermis). ბაიკალის ტბის ენდემებია; გვხვდებიან 500 მ სიღრმემდე, ფსკერზე ან წყლის სიზრქეში. იკვებებიან პლანქტონით, ღორტავებითა და ლიფსიტებით. ტოფობენ თებერვლიდან აგვისტომდე. მამალი ბუდეს იცავს, მკერდის ფარფლების ქნევით კი უზრუნველყოფს მისკენ ჟანგბადით მდიდარი წყლის მიდენას; მამლის დაღუპვას მთელი ბუდის დაღუპვა მოსდევს.[2]

ყვითელფარფლა

ყვითელფარფლა განიერშუბლა (Cottocomephorus grewingkii)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  სკორპენისნაირნი
ოჯახი:  ქვაქვეშიასებრნი
ქვეოჯახი:  ქვაქვეშიები
გვარი:  ყვითელფარფლა
ლათინური სახელი
Cottocomephorus (Pellegrin, 1900)

სახეობები

რედაქტირება
  1. გოგმაჩაძე თ., თევზების ნომენკლატურა : ლექსიკონი, ბათუმი: გამომც. „აჭარა“, 2018. — გვ. 116, ISBN 978-9941-460-45-6.
  2. Решетников Ю. С. Желтокрылки // Большая российская энциклопедия. т. 10. — М., 2008. — стр. 21.