ღორტავასებრნი — ზღვისა და მტკნარი წყლის უხერხემლოების რიგი უმაღლესი კიბოსნაირების ქვეკლასისა. სხეული გვერდებიდან შებრტყელებული აქვთ, ცალსქესიანი არიან. ცნობილია მათი 7 ათასამდე სახეობა. ფართოდ არიან გავრცელებული ზღვრებში, თუმცა არიან მტკნარ წყალსატევებშიც. ცურავენ გვერდულად. ღორტავასებრთა შორის არიან მავნე ფორმებიც, რომლებიც ხის ნაგებობებს აზიანებენ.

ლიტერატურა

რედაქტირება