სკორპენისნაირნი[1][2] (ლათ. Scorpaeniformes) — ძვლოვანი თევზების რიგი. ცნობილი არიან პალეოცენიდან. ქორჭილასნაირთა ნათესავები არიან. სხეულის სიგრძე 5–100 სმ-ია. საცურავი ბუშტი ან არ აქვთ, ან არ არის შეერთებული საყლაპავ მილთან. ფარფლები ეკლიანია, ზურგის ფარფლი, ჩვეულებრივ, 2 აქვთ, მუცლისა — 6 ცალი სხივით. სხეული დაფარულია ქტენოიდური ქერცლით; იშვიათად ციკლოიდურით, ძვლოვანი ფირფიტებით ან შიშველია. როგორც წესი, თავზე ეკლები აქვთ.[3] მუცლის ფარფლი მომრგვალებულია, სხივებს შორის აპკები ხშირად ამოკვეთილია; კუდის ფარფლიც უფრო მეტად მომრგვალებულია (ზოგჯერ წაკვეთილი, იშვიათად ამოკვეთილი).[4]

სკორპენისნაირნი

Pterois antennata
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
ზერიგი: Acanthopterygii
რიგი:  სკორპენისნაირნი
ლათინური სახელი
Scorpaeniformes (Greenwood et al., 1966)

ითვლება, რომ სკორპენისნაირნი ევოლუციურად ქორჭილასნაირთაგან განვითარდნენ, ამიტომ რიგი ავტორები მას ქორჭილასნაირთა რიგის ქვეერთეულად მიიჩნევენ. დღეისათვის რიგში გაერთიანებულია 6 ქვერიგი: Scorpaenoidei, Platycephaloidei, Normanichthyoidei, Zoarcoidei, Gasterosteoidei და Cottoidei. ცნობილია 40-მდე ოჯახი, 400-მდე გვარი და 2000-ზე მეტი სახეობა. სკორპენისნაირთა რიგისადმი ზოგიერთი ოჯახის კუთვნილება აზრთა სხვადასხვაობის საგანია.[4]

უმეტესობა ფართოდ გავრცელებული ზღვის თევზია; რამდენიმე ათეული მტკნარი წყლის სახეობა ბინადრობს ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. შავ ზღვაში გვხვდება ზღვისმამლისებრთა და სკორპენისებრთა ოჯახის წარმომადგენლები. უმეტესობა ფსკერის და ფსკერისპირეთის თევზია; არის ღრმა წყლის სახეობებიც, მაგალითად, Pseudoliparis amblystomopsis. იკვებებიან უხერხემლოებით, უმეტესად — კიბოსნაირებით, და თევზით. ზოგიერთი სახეობა ცოცხლადმშობია (ზღვის ქორჭილა, ტლუ თევზი) ან ქვირითს იცავს (პინაგორი). რიგ სახეობებს ეკლების (ქიცვების) ძირში შხამიანი ჯირკვლები აქვთ, რომლებიც ადამიანისათვის საშიშ ტოქსინებს გამოყოფენ (მაგ., ლომთევზა). ზღვის ქორჭილები, ქლიბათევზები და ნახშირთევზი რეწვის მნიშვნელოვანი ობიექტებია.[3]

კლასიფიკაცია

რედაქტირება

რიგში შედის შემდეგი ტაქსონები:[4][5]

  1. გოგმაჩაძე თ., თევზების ნომენკლატურა : ლექსიკონი, ბათუმი: გამომც. „აჭარა“, 2018. — გვ. 304, ISBN 978-9941-460-45-6.
  2. Scorpaeniformes — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  3. 3.0 3.1 Котляр А. Н. Скорпенообразные // Большая российская энциклопедия. т. 30. — М., 2015. — стр. 366.
  4. 4.0 4.1 4.2 Nelson, Joseph S.; Grande, Terry C.; Wilson, Mark V. H. (2016) Fishes of the World, 5-th, Hoboken, New Jersey: Wiley, გვ. 467–468. DOI:10.1002/9781119174844. ISBN 978-1-118-34233-6.  დაარქივებული 2019-04-08 საიტზე Wayback Machine.
  5. Richard van der Laan; William N. Eschmeyer & Ronald Fricke (2014). „Family-group names of Recent fishes“. Zootaxa. 3882 (2): 001–230. doi:10.11646/zootaxa.3882.1.1. PMID 25543675.
  6. Hyuck Joon Kwun; Jin-Koo Kim (2003). „Molecular phylogeny and new classification of the genera Eulophias and Zoarchias (PISCES, Zoarcoidei)“. Molecular Phylogenetics and Evolution. 69 (3): 787–795. doi:10.1016/j.ympev.2013.06.025. PMID 23845463.
  7. Catherine W. Mecklenburg (2003). „ოჯახი Anoplopomatidae Jordan & Gilbert 1883 sablefishes“ (PDF). California Academy of Sciences Annotated Checklists of Fishes. 2.
  8. Catherine W. Mecklenburg & William N. Eschmeyer (2003). „ოჯახი Hexagrammidae Gill 1889 Greenlings“ (PDF). California Academy of Sciences Annotated Checklists of Fishes. 2.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  9. Catherine W. Mecklenburg (2003). „ოჯახი Trichodontidae Bleeker 1859 — sand fishes“ (PDF). California Academy of Sciences Annotated Checklists of Fishes. 15.
  10. Mamoru Yabe (1985). „Comaprative Osteology and Myology of the ზეოჯახი Cottoidea OPisces:Scorpaeniformes), and its Phylogenetic Classification“. Memoirs off the Faculty of Fishes Hokkaido University. 32 (1): 1–130.
  11. Catherine W. Mecklenburg & Boris A. Sheiko (2003). „ოჯახი Cyclopteridae Bonaparte 1831 - lumpsuckers“ (PDF). 6. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)