გოლომიანკა

(გადამისამართდა გვერდიდან Comephorinae)

გოლომიანკა (ლათ. Comephorus) — ცოცხლადმშობი თევზების გვარი ქვაქვეშიასებრთა ოჯახისა. აქვთ მოვარდისფრო შიშველი სხეული. მუცლის ფარფლი არ აქვთ. მკერდის ფარფლი ძალიან გრძელია. ცნობილია 2 სახეობა: დიდი გოლომიანკა (Comephorus baicalensis) და პატარა გოლომიანკა (Comephorus dybowskii). დიდი გოლომიანკას სხეულის სიგრძე 19 სმ აღწევს. ცხიმიანია, ჩვეულებრივ, ბინადრობს წყლის სქელ ფენებში. 800 მ-ზე უფრო ღრმად არ გვხვდება. პატარა გოლომიანკას სხეულის სიგრძე 15 სმ აღწევს. უმეტესწილად გვხვდება 250-500 მ სიღრმეზე, ღამით 50-100 მ-მდე. ზოგჯერ ჩადის 1 კმ სიღრმეზეც კი. ორივე სახეობა ცოცხლადმშობია. ბაიკალის ენდემური ფორმებია. სარეწაო მნიშვნელობა არა აქვთ.

გოლომიანკა

გოლომიანკა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  სკორპენისნაირნი
ოჯახი:  ქვაქვეშიასებრნი
ქვეოჯახი:  Comephorinae
(Bonaparte, 1850)
გვარი:  გოლომიანკა
ლათინური სახელი
Comephorus (Lacepède, 1800)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება