ქვაქვეშია

(გადამისამართდა გვერდიდან Cottus)

ქვაქვეშია[1] (ლათ. Cottus) — თევზების გვარი ქვაქვეშიასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 21 სმ-მდეა (სახალინური ქვაქვეშია, C. amblystomopsis), ჩვეულებრივ 10–12 სმ. ზურგის პირველი ფარფლი მეორეზე პატარაა. თავი ბიბილოების გარეშეა, კანში დამალულია სალაყუჩე სარქვლის სარქველქვეშა ეკალი. ბინადრობენ ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის მტკნარ წყალსატევებში, იშვიათად ზღვების გამტკნარებულ მონაკვეთებშიც. ფსკერის თევზებია; ხშირად იმალებიან ქვების ქვეშ (აქედან სახელწოდება). იკვებებიან მწერების მატლებით, ლიფსიტებით, ქვირითით. მრავალი თევზის, ზოგიერთი ფრინველისა და ძუძუმწოვრის საკვებს წარმოადგენენ. სარეწაო მნიშვნელობა არ აქვთ. ჩვეულებრივი ქვაქვეშია (С. gobiо) ფართოდაა გავრცელებული ევროპის წყალსატევებში; მგრძნობიარეა წყლის დაბინძურების მიმართ. ტოფობს მარტის ბოლოდან მაისის დასაწყისამდე (ჩრდილოეთ რეგიონებში). მამალი ლიფსიტების გამოსვლამდე იცავს და აერაციას უკეთებს ბუდეს.[2]

ქვაქვეშია

ჩვეულებრივი ქვაქვეშია (Cottus gobio)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  სკორპენისნაირნი
ოჯახი:  ქვაქვეშიასებრნი
ქვეოჯახი:  ქვაქვეშიები
გვარი:  ქვაქვეშია
ლათინური სახელი
Cottus (Linnaeus, 1758)

სახეობები

რედაქტირება
 
Cottus cognatus
 
Cottus pollux
 
Cottus caeruleomentum
 
Cottus asper
 
Cottus kazika

ცნობილია 70-მდე სახეობა:[3][4]

  1. გოგმაჩაძე თ., თევზების ნომენკლატურა : ლექსიკონი, ბათუმი: გამომც. „აჭარა“, 2018. — გვ. 246, ISBN 978-9941-460-45-6.
  2. Решетников Ю. С. Подкаменщики // Большая российская энциклопедия. т. 26. — М., 2014. — стр. 551.
  3. Species of Cottus. FishBase. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2023
  4. 4.0 4.1 4.2 Eschmeyer, William N.; Fricke, Ron; van der Laan, Richard. Species in the genus Cottus. Catalog of Fishes. California Academy of Sciences. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2023
  5. Valentina Sideleva; Vytautas Kesminas; and Zakhar Zhidkov (2022). „A new species of the genus Cottus (Scorpaeniformes, Cottidae) from the Baltic Sea Basin and its phylogenetic placement“. European Journal of Taxonomy. 834 (1): 38–57. doi:10.5852/ejt.2022.834.1897.
  6. Sideleva, V.G.; Naseka, A.M. & Zhidkov, Z.V. (2015). „A new species of Cottus from the Onega River drainage, White Sea basin (Actinopterygii: Scorpaeniformes: Cottidae)“. Zootaxa. 3949 (3): 419–430.
  7. Sideleva, V.G.; Prirodina, V.P.; Reshetnikov, Y.S. & Zhidkov, Z.V. (2015). „Redescription of Cottus koshewnikowi (Cottidae) and its Morphological Variability in Tributaries of the Upper Volga“. Journal of Ichthyology. 55 (1): 30–39.
  8. Moyle, P. B. and M. A. Campbell (2022). „Cryptic species of freshwater sculpin (Cottidae: Cottus) in California, USA“. Zootaxa. 5154 (5): 501–527. doi:10.11646/ZOOTAXA.5154.5.1.
  9. Kinziger, A.P. & Wood, R.M. (2010). Cottus immaculatus, a new species of sculpin (Cottidae) from the Ozark Highlands of Arkansas and Missouri, USA“ (PDF). Zootaxa. 2340: 50–64.
  10. Adams, G.L.; Burr, B.M.; Day, J.L. & Starkey, D.E. (2013). „Cottus specus, a new troglomorphic species of sculpin (Cottidae) from southeastern Missouri“. Zootaxa. 3609 (5): 484–494.
  11. Sideleva, V.G.; Goto, A. (2012). „A New Species of Sculpin Cottus kolymensis sp. nova (Scorpaeniformes, Cottidae) from Rivers of Kolyma“. Journal of Ichthyology. 52 (5): 301–307.
  12. Lemoine, M.; Young, M.K.; McKelvey, K.S.; et al. (2014). „Cottus schitsuumsh, a new species of sculpin (Scorpaeniformes: Cottidae) in the Columbia River basin, Idaho-Montana, USA“. Zootaxa. 3755 (3): 241–258.