გოლომიანკა
(გადამისამართდა გვერდიდან Comephorus)
გოლომიანკა (ლათ. Comephorus) — ცოცხლადმშობი თევზების გვარი ქვაქვეშიასებრთა ოჯახისა. აქვთ მოვარდისფრო შიშველი სხეული. მუცლის ფარფლი არ აქვთ. მკერდის ფარფლი ძალიან გრძელია. ცნობილია 2 სახეობა: დიდი გოლომიანკა (Comephorus baicalensis) და პატარა გოლომიანკა (Comephorus dybowskii). დიდი გოლომიანკას სხეულის სიგრძე 19 სმ აღწევს. ცხიმიანია, ჩვეულებრივ, ბინადრობს წყლის სქელ ფენებში. 800 მ-ზე უფრო ღრმად არ გვხვდება. პატარა გოლომიანკას სხეულის სიგრძე 15 სმ აღწევს. უმეტესწილად გვხვდება 250-500 მ სიღრმეზე, ღამით 50-100 მ-მდე. ზოგჯერ ჩადის 1 კმ სიღრმეზეც კი. ორივე სახეობა ცოცხლადმშობია. ბაიკალის ენდემური ფორმებია. სარეწაო მნიშვნელობა არა აქვთ.
გოლომიანკა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
გოლომიანკა | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Comephorus (Lacepède, 1800) | |||||||||||||||
|
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გოლომიანკა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)