ყვითელფარფლა
ყვითელფარფლა[1] (ლათ. Cottocomephorus) — მტკნარი წყლის თევზების გვარი ქვაქვეშიასებრთა ოჯახისა. სხეული გვერდებიდან შებრტყელებულია, სიგრძით 15–17 სმ. მკერდის ფარფლები დიდია (გაშლილ მდგომარეობაში ფრთებს წააგავს), ხშირად ყვითელი ფერის (აქედან სახელწოდება), გარდიგარდმო ზოლებით, ზურგის ფარფლი ამოკვეთილია. ცნობილია 3 სახეობა: ჩრდილობაიკალური ყვითელფარფლა (C. alexandrae), ყვითელფარფლა განიერშუბლა (C. grewingkii) და გრძელფარფლა განიერშუბლა (C. inermis). ბაიკალის ტბის ენდემებია; გვხვდებიან 500 მ სიღრმემდე, ფსკერზე ან წყლის სიზრქეში. იკვებებიან პლანქტონით, ღორტავებითა და ლიფსიტებით. ტოფობენ თებერვლიდან აგვისტომდე. მამალი ბუდეს იცავს, მკერდის ფარფლების ქნევით კი უზრუნველყოფს მისკენ ჟანგბადით მდიდარი წყლის მიდენას; მამლის დაღუპვას მთელი ბუდის დაღუპვა მოსდევს.[2]
ყვითელფარფლა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ყვითელფარფლა განიერშუბლა (Cottocomephorus grewingkii) | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Cottocomephorus (Pellegrin, 1900) | |||||||||||||||
|
სახეობები
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ გოგმაჩაძე თ., თევზების ნომენკლატურა : ლექსიკონი, ბათუმი: გამომც. „აჭარა“, 2018. — გვ. 116, ISBN 978-9941-460-45-6.
- ↑ Решетников Ю. С. Желтокрылки // Большая российская энциклопедия. т. 10. — М., 2008. — стр. 21.