რუხი ლივლივა

(გადამისამართდა გვერდიდან Amanita vaginata)

რუხი ლივლივა (ლათ. Amanita vaginata) — ამანიტას გვარის სოკო ამანიტასებრთა ოჯახისა, რომელიც ფართოდაა გავრცელებული ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

რუხი ლივლივა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ამანიტასებრნი
გვარი:  ამანიტა
სახეობა:  რუხი ლივლივა
ლათინური სახელი
Amanita vaginata (Bull.) Lam., 1783

პირობითად საჭმელი სოკოა. მოხმარებამდე მოხარშვა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში იწვევს მოწამვლას. გამოუცდელ მესოკოვეს იგი შესაძლოა აერიოს მომაკვდინებლად შხამიან შხამასოკოში. იზრდება ნათელ ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში. ზაფხულიდან შემოდგომამდე.

სოკო პირველად აღწერა ფრანგმა მიკოლოგმა პიერ ბიულიარმა 1783 წელს როგორც Agaricus vaginatus.[1] ამანიტას გვარში გადაიტანა ფრანგმა ბუნებისმეტყველმა ჟან ბატისტ ლამარკმა.

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus vaginatus Bull., 1783 basionym
  • Vaginata livida Gray, 1821
  • Amanitopsis vaginata (Bull.) Roze, 1876

ქუდის დიამეტრი — 4-12 სმ, კონუსური ან მომრგვალებულ-ზარისებრი, შემდგომში ამოზნექილი ან თითქმის ბრტყელი მომრგვალებული ბორცვაკით ცენტრში. ზედაპირზე ახასიათებს თეთრი ფიფქები, რომლებიც მომწიფებისთანავე ქრება.[2] ცენტრში ხორციანია, კიდეები თხელი, დაღარული. კანი გლუვი, ბრწყინავი, კანის ფერი ძლიერ ვარირებს: მოთეთრო, ნაცრისფერი, მოწაბლისფრო, მონაცრისფრო-იისფერი, ზეთისხილისფერ-მწვანე ან ყვითელ-ყავისფერი ელფერით. ნესტიან ამინდში ლორწოვანია.

რბილობი — თხელი და მყიფე, რბილი, თეთრი, ზოგჯერ ღია წაბლისფერი ან მოყვითალო. ტკბილი ან სოკოს გემოთი, განსაკუთრებული სუნის გარეშე.[3]

ფეხის სიგრძე — 6-18 სმ, სისქე — 0,5-2 სმ, ზედა მხარეს შევიწროებული. ზედაპირი მოთეთრო, ნაცრისფერ-ყავისფერი ან ჟანგმიწისფერი, გლუვი, გრძივ-ბოჭკოვანი. ტიტველი ან ფიფქოვანი ზედაპირით, საყელოს გარეშე. ძირში გაბერილია და ჩასმულია პარკისებრ ვოლვაში.[2]

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები, თავისუფალი, ხშირი, ამოზნექილი ფორმის, თეთრი. გადაბერებულ ეგზემპლარებს შეიძლება გააჩნდეთ მოყვითალო ფერი.

სპორების მტვერი — თეთრი.[4][5] სპორები — 9-14 მკმ, მომრგვალებული, გლუვი. ბაზიდიუმი ოთხსპორიანი, გურზისებრი, თხელკედლიანი, 45-80×12-16 მკმ; ფირფიტების ტრამა ბილატერალური, ჰიფები ცილინდრული, უფერული, ამილოიდური, გლუვი, ქუდის კანის ჰიფები ცილინდრული ან თითისტარისებრი, თხელკედლიანი, გლუვი, ნაწილობრივ პიგმენტირებული, დიამეტრი — 2-15 მკმ.

ეკოლოგია და გავრცელება

რედაქტირება

ფართოდაა გავრცელებული ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.[6] გავრცელების არეალი აგრეთვე მოიცავს აზორის კუნძულებს,[7] ავსტრალიას,[8] ახალ ზელანდიას, აზიას, სამხრეთ ამერიკასა (ბრაზილია, არგენტინა, პერუ, კოლუმბია, ჩილე, ურუგვაი) და აფრიკას (ალჟირი, ტანზანია).

იზრდება ნათელ წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში (განსაკუთრებით მუხასთან) ერთეულებად ან ჯგუფებად[9]. აგრეთვე გვხვდება მთიან რეგიონებში. შესაძლოა ხარობდეს სტეპურ ზონაშიც.

სეზონი — ზაფხულ-შემოდგომით.[10]

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

კვებითი ღირებულება

რედაქტირება

პირობითად საჭმელი სოკოა. თუმცა ქუდის მყიფე და თხელი რბილობის გამო მესოკოვეთა შორის დიდი პოპულარობით არ სარგებლობს.[11] მოხმარებამდე მოხარშვა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას. გამოუცდელ მესოკოვეს იგი შესაძლოა აერიოს მომაკვდინებლად შხამიან შხამასოკოში. სოკოს შეგროვებისას მესოკოვემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ამანიტას გვარის შხამიან წარმომადგენლებს, განსაკუთრებით ზრდასრულ ეგზემპლარებს, საყელო შესაძლოა არ გააჩნდეთ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Вассер С. П. (1992). Флора грибов Украины. Аманитальные грибы. К.: „Наукова думка“, გვ. 145—147. ISBN 5-12-003226-5. 
  • Грюнерт Г. Грибы / пер. с нем. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2001. — С. 26. — (Путеводитель по природе). — ISBN 5-17-006175-7.
  • (2001) Грибы: Справочник. М.: „Астрель“, „АСТ“. ISBN 5-17-009961-4. 
  • Уду Ж. Грибы. Энциклопедия = Le grand livre des Champignons / пер. с фр. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2003. — С. 22. — ISBN 5-271-05827-1.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Jean Baptiste François Bulliard: Herbier de la France ou Collection complette des plantes indigenes de ce royaume. leurs proprits, et leurs usages en medecine. Nr. 98. Paris, S. 3 (ფრანგულად)
  2. 2.0 2.1 ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 144, ISBN 99940-856-1-1.
  3. Pavol Škubla (2007). Wielki atlas grzybów. Poznań: Elipsa. ISBN 978-83-245-9550-1. 
  4. Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 2, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1980, p. 26-27 - 2, ISBN 3-405-12081-0
  5. Linus Zeitlmayr: „Knaurs Pilzbuch”, Editura Droemer Knaur, München-Zürich 1976, p. 117-118, 120
  6. Datenbank der Pilze Österreichs. Österreichische Mykologische Gesellschaft. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აპრილი, 2019. ციტირების თარიღი: 10 აპრილი, 2021.
  7. Dennis, R. W. G.; Reid, D. A.; Spooner, B. (1977). „The Fungi of the Azores“. Kew Bulletin. 32 (1): 85–136. doi:10.2307/4117263. JSTOR 4117263.
  8. Dennis, R. W. G. (1955). „The Larger Fungi in the North-West Highlands of Scotland“. Kew Bulletin. 10 (1): 111–126. doi:10.2307/4113927. JSTOR 4113927.
  9. Orson K. Miller junior, Hope H. Miller: North American Mushrooms. a Field Guide to Edible and Inedible Fungi. Falcon Guide, Conn Guilford 2006, ISBN 978-0-7627-3109-1, S. 32 (ინგლისური)
  10. Miller Jr., Orson K.; Miller, Hope H. (2006). North American Mushrooms: A Field Guide to Edible and Inedible Fungi. Guilford, CN: FalconGuide, გვ. 32. ISBN 978-0-7627-3109-1. 
  11. Gerhardt Ewald. Grzyby – wielki ilustrowany przewodnik. KDC, გვ. 26. ISBN 83-7404-513-2.