რუსეთის რევოლუცია (1905)
რუსეთის რევოლუცია, რუსეთის პირველი რევოლუცია — 1905 წლის იანვრიდან 1907 წლის ივნისამდე რუსეთის იმპერიაში მიმდინარე მოვლენების სახელწოდება. რევოლუციის პერიოდში შეიქმნა გლეხთა რესპუბლიკები კრასნოიარსკის, ლიუბოტინის, ნოვოროსიისკის, ჩიტას, სოჭის, ხოლო საქართველოში – ნაძალადევის, გორის, ჭიათურის, ყვირილის, ზუგდიდის და სხვა. ამ რესპუბლიკებმა სულ მცირე ხნით იარსებეს. ასეთ რესპუბლიკებს შორის ყველაზე დიდი ყურადღება და გამოხმაურება გურიის რესპუბლიკამ დაიმსახურა.[1]
მზადება რევოლუციისთვის
რედაქტირება1 იანვარს სოციალისტურ გაზეთ „Искра“-ში გამოქვეყნდა სტატია პერმანენტული რევოლუციის შესახებ. 4 იანვარს დაიწყო გამოსვლა ლენინის გაზეთმა „Вперед“, რომელიც 18 მაისამდე გამოდიოდა და იაპონიის მიერ ფინანსდებოდა. იაპონია რუსეთთან ომის გამო რუსეთის შიდა არეულობით იყო დაინტერესებული. 13 იანვარს შინაგან საქმეთა მინისტრმა მირსკიმ განაცხადა, რომ 1904 წლის 25 დეკემბრის რეფორმა არ შეეხებოდა გლეხებს. ბოლშევიკები ემზადებოდნენ შეიარაღებული გამოსვლებისთვის, ლეონიდ კრასინის ხელმძღვანელობით შეიქმნა იარაღის დამამზადებელი არალეგალური ჯგუფები.
სისხლიანი კვირა
რედაქტირებამასობრივი გამოსვლების ბიძგი გახდა სისხლიანი კვირა, რომელიც 9 იანვარს დაიწყო. 2 იანვარს პუტილოვის ქარხნიდან გაათავისუფლეს მუშები, რომლებიც მღვდელ გიორგი გაპონის მეთაურობით პროფკავშირში იყვნენ გაწევრიანებულები. გაპონმა 9 იანვარს მუშების სამსახურში აღდგენის მოთხოვნით დაიწყო გაფიცვა. 16 იანვარს მას პეტერბურგის სხვა ქარხნების მუშებიც შეუერთდნენ. 18-20 იანვარს გაპონმა მოამზადა პეტიცია იმპერატორისთვის წარსადგენად. 19 იანვარს მან დაგეგმა მუშათა მასობრივი მსვლელობა ზამთრის სასახლისკენ ცარისთვის პეტიციის წარსადგენად. 20 იანვარს ქალაქის საწარმოები და გაზეთები დაიხურა, რადგან სამუშაო ძალის ორი მესამედი გაფიცვას შეუერთდა. მთავრობამ დაიწყო ძალების თავმოყრა პეტერბურგში და გააფრთხილა მუშები ძალის გამოყენების შესახებ. 21 იანვარს დილით ცნობილი ლიბერალები შეხვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრს და მოუწოდეს, არ გამოეყენებინა ძალა მუშათა დემონსტრაციის წინააღმდეგ. ამის მიუხედავად, 22 იანვარს დილით არმიამ ცეცხლი გაუხსნა მუშათა მშვიდობიან დემონსტრაციას, სადაც დაიღუპა ათასობით ადამიანი. ქალაქს მოედო არეულობა, დაიწყო დემონსტრაციები და მოროდიორობა. ლიბერალმა ინტელექტუალებმა ხელი მოაწერეს წერილს, რომლითაც გამოაცხადეს რეჟიმისადმი დაუმორჩილებლობა. მაქსიმ გორკიმ ტელეგრამით აცნობა New York Journal-ს, რომ რუსეთში რევოლუცია დაიწყო.
რევოლუციური მღელვარება გაიზარდა მთელს იმპერიაში. 23 იანვარს გაფიცვების დაიხურა პეტერბურგის ყველა ელსადგური. 24-25 იანვარს გაფიცვები დაიწყო მოსკოვში, ვილნიუსში, კაუნასსა და კიევში. იმპერიის ხელისუფლება ადგილობრივ ჩინოვნიკებს მოუწოდებდა, მიეღოთ გადამწყვეტი ზომები. იმპერატორმა პეტერბურგის გენერალ-გუბერნატორად დანიშნა რეაქციონერი ტრეპოვი, მისცა მას ფართო უფლებამოსილებები. დააპატიმრეს გორკი და სხვა ინტელექტუალები, რომლებიც ესწრებოდნენ 21 იანვარს შს მინისტრთან შეხვედრას. სარატოვში ასეთივე პრეპრესიულ პოლიტიკას მიმართავდა გენერალი სტოლიპინი. 26 იანვარს 70 მუშა მოკლეს გაფიცვის დროს რიგაში. 27 იანვარს რევოლუცია მოედო რუსეთის პოლონეთს. 30 იანვარს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ერმოლოვმა იმპერატორს მიმართა მინისტრთა კაბინეტისა და წარმომადგენლობითი ასამბლეის შექმნის მოთხოვნით, რათა თავიდან აცილებულიყო რევოლუცია. 31 იანვარს გადაყენებულ იქნა შინაგან საქმეთა მინისტრი მირსკი. რევოლუცია გავრცელდა არმიასა და შავი ზღვის ფლოტშიც.
1 თებერვალს იმპერატორი შეხვედა მუშათა მოძრაობის რამდენიმე წარმომადგენელს და განუცხადა მათ, რომ პატიობს დანაშაულს. მისი ბრძანებით შეიქმნა შილდოვსკის კომისია, რომელსაც უნდა განეხილა მუშათა საჩივრები. 19 და 26 თებერვალს მუშები მონაწილეობდნენ ამ კომისიის წევრთა არჩევნებში. ეს იყო პირველი თავისუფალი არჩევნები, რომელიც რუსეთში გაიმართა. თებერვლის ბოლოს რუსეთში, კიევში, დაბრუნდა ლევ ტროცკი. თებერვლის ბოლოს მასობრივი გამოსვლები დაიწყო ორიოლისა და ჩერნიგოვის პროვინციებში. დაპატიმრებულ იქნა მენშევიკების ცენტრალური კომიტეტის სრული შემადგენლობა.
17 ოქტომბერს გამოქვეყნდა ოქტომბრის მანიფესტი, რომლის მიხედვითაც მოსახლეობამ მიიღო პირადი თავისუფლება, სიტყვის, აზრის, დემონსტრაციებისა და კავშირების შექმნის თავისუფლება. ჩამოყალიბდა პარლამენტი, რომელიც შედგებოდა სახელმწიფო საბჭოსა და სახელმწიფო დუმისაგან. გრაფ ვიტეს თავმჯდომარეობით შეიქმნა მინისტრთა საბჭო. შინაგან სამქეთა მინისტრად დანიშნულ იქნა ძველი რეჟიმის მხარდამჭერი დურნოვო. ოქტომბერსა და ნოემბერში ცენზურის გარეშე გამოდიოდა წიგნები, გაზეთები და ჟურნალები, ეწყობოდა პოლიტიკური კრებები.
რევოლუცია განსაკუთრებით ძლიერი იყო ბალტიისპირეთში, სამხრეთ რუსეთში, კავკასიასა და ციმბირში. ამ კერებში რევოლუცია ჩახშობილ იქნა 1905 წლის დეკემბერსა და 1906 წლის იანვარში. 1906 წლის 20 თებერვალს განახლებულ იქნა სახელმწიფო საბჭო. საბჭოს მოწვევის წინ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა გორემკინი, შინაგან საქმეთა მინისტრად კი პეტრე სტოლიპინი. სათათბირო დათხოვნილ იქნა 1906 წლის 9 ივლისს. ის დაითხოვა სტოლიპინმა, რომელიც მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ იქნა დანიშნული გორემკინის მაგიერ. 1907 წლის 20 თებერვალს დაინიშნა ახალი სათათბიროს არჩევნები. პირველი დათხოვნილი სათათბიროს წევრებმა გამოაქვეყნეს ვიბორგის მოწოდება. ისინი მოუწოდებდნენ გლეხებს, რომ არ გადაეხადათ გადასახადები და ჯარისკაცებს, რომ არ წასულიყვნენ ჯარში, სანამ სათათბირო არ შეიკრიბებოდა, მაგრამ ვიბორგის მოწოდება ჩავარდა. პირველ და მეორე სათათბიროებში უმრავლესობას შეადგენდნენ „კადეტები“.
რევოლუცია დასრულდა 1907 წლის 3 (16) ივნისს ე. წ. ტრეტეიუნის გადატრიალებით. შეიცვალა სახელმწიფო დუმის არჩევის წესი, რათა გაზრდილიყო მონარქიისადმი ლოიალურად განწყობილ დეპუტატთა რიცხვი. ხელისუფლება ადგილებზე ვერ ასრულებდა 1905 წლის რევოლუციის ძირითად თეზისებს. არ მოგვარებულა მოსახლეობის უმრავლესობისათვის საინტერესო აგრარული საკითხი.
1907 წლის 3 ივნისს რევოლუცია მარცხით დასრულდა.
რევოლუცია საქართველოში
რედაქტირებარევოლუციის კერები გაჩნდა რუსეთის მიერ დაპყრობილ საქართველოში, თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში, სადაც რევოლუციას ხელმძღვანელობდა მესამე დასის საფუძველზე ჩამოყალიბებული სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციები. საწყის ეტაპზე მუშათა მოძრაობებმა მცირედ წარმატებებსაც მიაღწიეს, დაარსდა ნახალოვკის, გორის, ჭიათურის, ზუგდიდის, ყვირილა-ბელაგორის რესპუბლიკები. განსაკუთრებით ძლიერი იყო რევოლუციური მოძრაობა გურიაში, სადაც გლეხებმა გურიის რესპუბლიკა გამოაცხადეს.[2]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ხაჭაპურიძე გ., საქართველოს XIX და XX საუკუნეთა ისტორია, თბილისი: სახელგამი, 1940. — გვ. 119-142.
- Мороховец Е. А., Крестьянское движение и социал-демократия в эпоху Первой русской революции, ლენინგრადი: სახელმწიფო გამომცემლობა, 1926.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ მახარაძე ი., ვაჭარაძე ა., „ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილი (1880-1924)“, თბილისი: IDFI, 2020. — გვ. 7, ISBN 978-9941-8-2176-9.
- ↑ მახარაძე ი., „გურიის რესპუბლიკა გურიის გლეხთა მოძრაობა 1902-1906 წლებში“, თბილისი: „აზრი", 2016. — გვ. 6, ISBN 978-9941-9458-6-1.