1870-იანები
ათწლეული
(გადამისამართდა გვერდიდან 1870-იანი წლები)
1870-იანი (ათას რვაას სამოცდაათიანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც 1870-იანები — გრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო 1870 წლის 1 იანვარს და დასრულდა 1879 წლის 31 დეკემბერს.
ათასწლეული: | II |
საუკუნე: | XVIII – XIX – XX |
ათწლეული: | 1840-იანები 1850-იანები 1860-იანები
– 1870-იანები – |
წლები: | 1870 · 1871 · 1872 · 1873 · 1874 1875 · 1876 · 1877 · 1878 · 1879 |
მოვლენები
სარჩევი: 1870 1871 1872 1873 1874 1875 1876 1877 1878 1879
- 19 ივლისი : საფრანგეთმა ომი გამოუცხადა პრუსიას.
- 4 სექტემბერი : საფრანგეთში იმპერატორი ნაპოლეონ III ჩამოაგდეს. გამოცხადდა მესამე რესპუბლიკა.
- გაიხსნა ამიერკავკასიის პირველი სარკინიგზო ხაზი: ფოთი-შორაპანი.
- 2 იანვარი : ამადეუს I ესპანეთის მეფე გახდა.
- 18 იანვარი : შეიქმნა გერმანიის იმპერია.
- 18 მარტი : პარიზში დაიწყო აჯანყება, შეიქმნა პარიზის კომუნა.
- 10 მაისი : ხელი მოეწერა ფრანკფურტის ზავს საფრანგეთ-პრუსიის 1870-1871 წლების ომში.
- 12 მაისი : ოტო ბისმარკმა გერმანიის იმპერიის რაიხსკანცლერის პოსტი დაიკავა.
- 1 მარტი : აშშ-ში გაიხსნა იელოუსტოუნის ეროვნული პარკი — მსოფლიოში პირველი ეროვნული პარკი.
- 1 მაისი : ქ. ვენაში გაისხნა მე-6 საერთაშორისო გამოფენა (31 ოქტომბრამდე).
- დეივიდ ლივინგსტონის დასახმარებლად აღმოსავლეთ აფრიკაში ჩასულ ვერნი ლოვიტ კამერონს ის გარდაცვლილი დახვდა.
- 5 იანვარი : პარიზში გაიხსნა საოპერო თეატრი - "გრანდ ოპერა".
- 7 მაისი : რუსეთმა და იაპონიამ ხელი მოაწერეს სანქტ-პეტერბურგის ხელშეკრულებას ტერიტორიების გაცვლის შესახებ. იაპონიას გადაეცა კურილიის კუნძულები კუნძულ სახალინზე პრეტენზიების უარყოფის სანაცვლოდ.
- გაიხსნა გორის საოსტატო სემინარია.
- 7 მარტი : ალექსანდერ გრაჰამ ბელმა პატენტი მიიღო ტელეფონის გამოგონებაზე.
- 25 ივნისი : სიუს ტომის ინდიელები მათი ბელადის მჯდომარე ხარის მეთაურობით, ლითლ-ბიგჰორნის ბრძოლაში ამარცხებენ ამერიკელებს.
- 1 ივლისი : სერბეთმა ომი გამოუცხადა ოსმალეთს.
- 2 ივლისი : მონტენეგრომ ომი გამოუცხადა ოსმალეთს.
- 31 აგვისტო : ოსმალეთში სულთანი მურად V გადადგა. სულთანის ტახტზე ავიდა მისი ძმა აბდულ ჰამიდ II.
- 24 თებერვალი : რუსეთმა ომი გამოუცხადა ოსმალეთს.
- 20 აპრილი : ქართველებმა და რუსეთმა აიღეს ბაიაზეთი.
- 16 მაისი : რუმინეთმა ომი გამოუცხადა ოსმალეთს.
- 17 მაისი : არტაანის აღება.
- 9 იანვარი : უმბერტო I იტალიის მეფედ გამოცხადდა.
- 2 თებერვალი : საბერძნეთმა ომი გამოუცხადა ოსმალეთს.
- 20 თებერვალი : ახალი რომის პაპი გახდა ლეო XIII.
- 3 მარტი : რუსეთმა და ოსმალეთმა ხელი მოეწერეს სან-სტეფანოს ხელშეკრულებას. ბულგარეთი ოსმალეთისაგან დამოუკიდებელი გახდა.
- 13 ივლისი : ხელი მოეწერა ბერლინის ხელშეკრულებას. სერბეთმა მიიღო ოსმალეთისაგან სრული დამოუკიდებლობა.
- ბათუმს ქალაქის სტატუსი მიენიჭა.
- 11 იანვარი : დაიწყო ინგლის-ზულუს ომი.
- 15 მაისი : დაარსდა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება".
- 4 აგვისტო : ელზასი და ლოთარინგია გერმანიის ტერიტორიებად გამოცხადდა.
- 7 ოქტომბერი : გერმანიამ და ავსტრია-უნგრეთმა შექმნეს ორმაგი ალიანსი.