1850-იანები
ათწლეული
1850-იანი (ათას რვაას ორმოცდაათიანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც 1850-იანები — გრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო 1850 წლის 1 იანვარს და დასრულდა 1859 წლის 31 დეკემბერს.
ათასწლეული: | II |
საუკუნე: | XVIII – XIX – XX |
ათწლეული: | 1820-იანები 1830-იანები 1840-იანები
– 1850-იანები – |
წლები: | 1850 · 1851 · 1852 · 1853 · 1854 1855 · 1856 · 1857 · 1858 · 1859 |
მოვლენები
სარჩევი: 1850 1851 1852 1853 1854 1855 1856 1857 1858 1859
- 2 იანვარი : გიორგი ერისთავის ხელმძღვანელობით დაარსდა ქართული თეატრი. პირველი წარმოდგენა გაიმართა თბილისის გიმნაზიის შენობაში, დაიდგა „მიხეილ და ქრისტინე“ ფრანგულ ენაზე და გ. ერისთავის „გაყრა“ ქართულად. წარმოდგენას ესწრებოდა მიხეილ ვორონცოვი.
- 27 ივლისი : დაარსდა კავკასიის განყოფილება (რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება), ერთ-ერთი უძველესი გეოგრაფიული სამეცნიერო ორგანიზაცია.
- 9 სექტემბერი : კალიფორნია გახდა აშშ 31-ე შტატი.
- 1 ოქტომბერი : დაფუძნდა სიდნეის უნივერსიტეტი, უძველესი ავსტრალიაში.
- თანამედროვე აკუსტიკური გიტარა შეიქმნა ესპანეთში.
- გაიხსნა ქუთაისის გიმნაზია
- 15 მაისი : რამა IV ტაილანდის მეფის ტახტზე ავიდა.
- 18 სექტემბერი : აშშ-ში დაფუძნდა გაზეთი "The New York Times".
მარტი
რედაქტირება- 7 მარტი : გიორგი ერისთავის რედაქტორობით გამოვიდა ჟურნალ "ცისკარის" პირველი ნომერი.
დეკემბერი
რედაქტირება- 2 დეკემბერი : ნაპოლეონ III საფრანგეთის იმპერატორად გამოცხადდა.
- 31 მარტს კავკასიის კომიტეტს გამოაქვს დადგენილება ფოთის ნავსადგურის შესახებ, რომელსაც სამი დღის შემდეგ იმპერატორი ალექსანდრე ამტკიცებს.
- 2 ივლისი : რუსეთის ჯარები ოსმალეთის ტერიტორიაში შეიჭრნენ.
- 4 ოქტომბერი : ქ. ბუქარესტის მახლობლად ოსმალეთის ჯარი თავს დაესხა რუსებს. დაიწყო ყირიმის ომი.
- ოქტომბერი : თურქები თავს დაესხმნენ შეკვეთილის ციხე-სიმაგრეს
- 27 თებერვალი : ბრიტანეთმა რუსეთს წაუყენა ულტიმატუმი მოლდავეთისა და ვალახეთისაგან ჯარების გამოყვანის მოთხოვნით.
- 28 თებერვალი : დაარსდა აშშ-ის რესპუბლიკური პარტია.
- 27 მარტი : ყირიმის ომი - ბრიტანეთმა ომი გამოუცხადა რუსეთს.
- 28 მარტი : ყირიმის ომი - საფრანგეთმა ომი გამოუცხადა რუსეთს.
- 20 მაისი : ბრძოლა ნიგოითთან, ქართველთა ჯარი ამარცხებს ოსმალებს.
- 13 ივლისი : ეგვიპტის ფაშა აბას I მოკლულ იქნა.
- ზაფხული : რუსეთის ჯარებმა და ქართველმა მოხალისეებმა მდ. ჩოლოყზე დაამარცხეს თურქები.
- 17 აპრილი : პრინც-ედუარდის კუნძულები შეუერთდა კანადის კონფედერაციას.
- 11 სექტემბერი : ბრიტანეთის ჯარებმა აიღეს სევასტოპოლი.
- სექტემბერი-ოქტომბერი : აჭარაში, გურიაში, სამეგრელოსა და აფხაზეთში თურქებმა ომერ-ფაშას საერთო სარდლობით ჯარები გადმოასხა.
- ნოემბერი : რუსეთის ჯარებმა ყარსი აიღეს.
- მიხეილ შერვაშიძე სოხუმში დაბრუნდა.
- 30 მარტი : ხელი მოეწერა პარიზის ხელშეკრულებას. ყირიმის ომი დასრულდა.
- 3 მარტი : საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ომი გამოუცხადეს ჩინეთს.
- 10 მაისი : დაიწყო ინდოელთა აჯანყება ბრიტანეთის წინააღმდეგ.
- 29 ივლისი : იაპონიამ და აშშ-მა ხელი მოაწერეს სავაჭრო ხელშეკრულებას.
- 18 ნოემბერი - იმპერატორ ალექსანდრეს მეორის ბრძანებულებით, დამტკიცებულ იქნა დებულება "სანავსადგურო ქალაქ ფოთის დასახლებისა და მმართველობის შესახებ"