მჯდომარე ხარი (ინგლ. Sitting Bull; სიუ: Tȟatȟaŋka Iyotȟaŋka ან Tatanka Iyotanka ან Ta-Tanka I-Yotank, შერქმეული სახელი Slon-he, (ნელი); დ. დაახლ. 1831 — მოკლეს 15 დეკმემბერს, 1890) — ინდიელთა ტომის ჰუნკპაპას ბელადი და ექიმბაში[1]. იყო ინდიელთა უკანასკნელი განმათავისუფლებელი მოძრაობის (1866-1876) ერთ-ერთი ლიდერი.

მჯდომარე ხარი, 1885

მჯდომარე ხარი მეთაურობდა ინდიელთა ტომებს, რომლებიც რეზერვაციაში გადასახლებას ეწინააღმდეგებოდნენ. 1876 წლის 25 ივნისს სიუსა და შაიენების ინდიელთა გერთიანებულმა არმიამ მჯდომარე ხარის მეთაურობით ლიტლ-ბიგჰორნთან ბრძოლაში გენერალ ჯორჯ კასტერის კავალერია გაანადგურა. ეს იყო ინდიელთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება საკუთარი ტერიტორიებისთვის ბრძოლაში.

  1. Wendy S. Wilson, Gerald H. Herman: Critical Thinking Using Primary Sources in U.S. History, Walch Pub., 2000, P. 42.