დეივიდ ლივინგსტონი

შოტლანდიელი მოგზაური

დეივიდ ლივინგსტონი (ინგლ. David Livingstone; დ. 19 მარტი 1813, ბლანტაირი, ლანარკის საგრაფო, შოტლანდია — გ. 1 მაისი 1873 ჩიტამბო, ზამბია) — შოტლანდიელი მოგზაური. აფრიკის გამოჩენილი მკვლევარი. განათლებით მედიკოსი.

დეივიდ ლივინგსტონი
ინგლ. David Livingstone
David Livingstone -1.jpg
დაბ. თარიღი 19 მარტი, 1813(1813-03-19)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბ. ადგილი ბლანტაირი[11] [12]
გარდ. თარიღი 1 მაისი, 1873(1873-05-01)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] (60 წლის)
გარდ. ადგილი Ilala Hill[12]
დასაფლავებულია უესტმინსტერის სააბატო[4] [11]
მოქალაქეობა Flag of the United Kingdom (3-5).svg დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
Flag of the United Kingdom (3-5).svg გაერთიანებული სამეფო
Flag of Scotland.svg შოტლანდია
ალმა-მატერი გლაზგოს უნივერსიტეტი, Charing Cross Hospital Medical School, Imperial College School of Medicine და Gilbertfield House School
მეუღლე მერი ლივინგსტონი[11]
შვილ(ებ)ი Agnes Livingstone Bruce
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი[11], მფარველის მედალი[13] , Grande Médaille d'Or des Explorations და სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების წევრი
ხელმოწერა Signature of David Livingstone - Pocket chronometer loan receipt by David Livingstone, Consul Inner Africa, at Zanzibar Museum - Unyanyembe, February 1872 (cropped).jpg

ბიოგრაფიარედაქტირება

1840 წელს ლონდონის მისიონერთა საზოგადოებამ გააგზავნა სამხრეთ აფრიკაში, 1841-1852 წწ. ცხოვრობდა ბეჩუანებს შორის კალაჰარის მახარეში. 1849 წელს ევროპელთაგან პირველმა მიაღწია ნგამის ტბას, 1851 წელს მდინარე ლინიანტის.

1853-1854 წწ. აუყვა მდინარე ზამბეზის შენაკად შეფუმაგემდე, აღმოაჩინა ზამბეზისა და კასაის (კონგოს სისტემა) წყალგამყოფი, გაემართა დასავლეთით და მიაღწია ქალაქ ლუანდას (ატლანტის ოკეანე). 1855 წელს დაბრუნდა ზამბეზის ზემოთში, ჩაუყვა მდინარეს დელტამდე, აღმოაჩინა ჩანჩქერი ვიქტორია და 1856 წელს მიაღწია ქალაქ კელიმანეს (ინდოეთის ოკეანე). ლივინგსტონი დაბრუნდა დიდ ბრიტანეთში და 1857 წელს გამოსცა წიგნი „მისიონერის მოგზაურობანი და გამოკვლევები სამხრეთ აფრიკაში“. ამ მოგზაურობისათვის სამეფო გეოგრაფიულმა საზოგადოებამ ლივინგსტონს ოქროს მედალი მიაკუთვნა. იგი დანიშნეს ინგლისის კონსულად კელიმანეში და მთავრობის კვლევითი ექსპედიციის უფროსად, რომელიც 1858 წელს ჩავიდა ზამბეზის დელტაში.

1859 წელს აღმოაჩინა ტბა შირვა და მიაღწია ნიასის ტბას, 1860 წელს აუყვა მდინარე ზამბეზის მდინარე ლინიანტიმდე. 1865 წელს ლივინგსტონმა დიდ ბრიტანეთში გამოსცა თავის ძმასა და თანამგზავრ ჩარლზთან ერთად დაწერილი წიგნი „მოთხრობა ზამბეზისა და მის შენაკადებზე მოგზაურობის შესახებ“.

1866 წელს ისევ დაბრუნდა აღმოსავლეთ აფრიკაში, 1867-1871 წწ. გამოიკვლია ტანგანიიკის ტბის სამხრეთი და დასავლეთი ნაპირები, აღმოაჩინა ბანგვეულუს ტბა და მდინარე ლუალაბა (ზემო კონგო), მძიმე ავადმყოფი დაბრუნდა უკან, დაბინავდა უჯიჯიში (ტანგანიიკის ტბის აღმოსავლეთ სანაპირო), სადაც 1871 წლის ოქტომბერში მოძებნა ჰენრი სტენლიმ.

მათ ერთად გამოიკვლიეს ტანგანიიკის ტბის ჩრდილოეთ ნაწილი. 1872 წელს ლივინგსტონმა სტენლის დიდ ბრიტანეთში გაატანა თავისი მასალები, თვითონ კი გაემართა მდინარე ლუალაბაზე კვლევის გასაგრძელებლად და გარდაიცვალა ჩიტამბოში, ბანგვეულუს ტბის სამხრეთით. მისი ნეშთი ჩაიტანეს დიდ ბრიტანეთში და დაკრძალეს უესტმინსტერის სააბატოში.

1874 წელს გამოიცა მისი 1865-1872 წლების ჩანაწერები სათაურით „დეივიდ ლივინგსტონის უკანასკნელი დღიურები ცენტრალურ აფრიკაში“.

კვლევის შედეგებირედაქტირება

თავისი მოგზაურობის დროს ლივინგსტონმა განსაზღვრა 1000-ზე მეტი პუნქტის მდებარეობა; მან პირველმა შენიშნა სამხრეთ აფრიკის რელიეფის მთავარი თავისებურებები, შეისწავლა მდინარე ზამბეზის სისტემა, საფუძველი ჩაუყარა ნიასისა და ტანგანიიკის ტბების მეცნიერულ კვლევას.

ხსოვნარედაქტირება

მის სახელს ატარებს ქალაქი ზამბიაში, მთები აღმოსავლეთ აფრიკაში, ჩანჩქერები მდინარე კონგოზე; შოტლანდიაში, ქალაქ გლაზგოს მახლობლად, არის ლივინგსტონის მემორიალური მუზეუმი.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 226.
  • Адамович М., Ливингстон, М., 1939;
  • Simmons J., Livingstone and Africa, L., 1955.

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118573616 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 4.2 Find a Grave — 1996.
  5. 5.0 5.1 Babelio — 2007.
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  7. 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  8. 8.0 8.1 Schäfer J. Ökumenisches Heiligenlexikon — 1998.
  9. 9.0 9.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  10. Biographical Database of Southern African Science — 2002.
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.
  12. 12.0 12.1 http://www.livingstonechurch.co.uk/david-livingstone
  13. Journal of the Royal Geographical Society of London, The journal of the Royal Geographical SocietyRoyal Geographical Society, 1855. — Vol. 25. — P. lxviii. — ISSN 0266-6235