აღმოსავლეთი აფრიკა
(გადამისამართდა გვერდიდან აღმოსავლეთ აფრიკა)
აღმოსავლეთი აფრიკა — აფრიკის კონტინენტის უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარე რეგიონი, რომელსაც გეოგრაფია და გეოპოლიტიკა განსაზღვრავს. გაეროს გეოგრაფიული რეგიონების სქემის მიხედვით მასში 19 ტერიტორია შედის:
- კენია, ტანზანია და უგანდა – აღმოსავლეთ აფრიკის თანამეგობრობა (EAC)
- ჯიბუტი, ერიტრეა, ეთიოპია და სომალი – აფრიკის რქა
- ბურუნდი და რუანდა – EAC-ის წევრები 2007 წლის 18 ივნისიდან, ხანდახან ცენტრალურ აფრიკად მოიაზრებიან
- მოზამბიკი და მადაგასკარი – ხანდახან სამხრეთ აფრიკად მოიაზრებიან
- მალავი, ზამბია და ზიმბაბვე – ხშირად მოიაზრებიან სამხრეთ აფრიკის ნაწილად
- კომორის კუნძულები, მავრიკი და სეიშელის კუნძულები – მცირე კუნძული-ქვეყნები ინდოეთის ოკეანეში
- რეიუნიონი და მაიოტა – საფრანგეთის ტერიტორიები ინდოეთის ოკეანეში
გეოგრაფიულად, ეგვიპტე და სუდანიც ზოგჯერ ამ რეგიონში მოიაზრება.