ჰაზა ალ-მაჯალი (არაბ. هزاع المجالي‎), დ. 1917 — გ. 29 აგვისტო, 1960) — იორდანიელი პოლიტიკოსი, პრემიერ-მინისტრი 1955 და 1959-1960 წლებში.

ჰაზა ალ-მაჯალი
დაბადების თარიღი 1919
დაბადების ადგილი Al-Karak[1]
გარდაცვალების თარიღი 29 აგვისტო, 1960(1960-08-29)
გარდაცვალების ადგილი ამანი
მოქალაქეობა  იორდანია
განათლება დამასკოს უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ქალაქ ელ-კარაკში, ადმინისტრაციულად ოსმალეთის იმპერიის სირიის შემადგენლობაში, მაჯალის ტომის შეიხის ოჯახში. 10 წლამდე მას შეიხი-ბაბუა და დედა ზრდიდნენ, შემდეგ მამასთან გადავიდა საცხოვრებლად. დაწყებით სკოლაში სწავლობდა მაინში, შემდეგ ელ-კარაკში გადავიდა, სადაც მიიღო საშუალო განათლება. მუშაობდა მიწის ამზომველად, შემდეგ კი 1942–1945 წლებში — კლერკად მადაბას საქალაქო სასამართლოში. სწავლობდა სამართალს დამასკოს უნივერსიტეტში, სადაც 1946 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან გახსნა საადვოკატო ოფისი ელ-კარაკში, შემდეგ კი, დამატებით, რამდენიმე სხვა ქალაქში. 1947 წლის დასაწყისიდან ის იყო სამეფო სასახლის „საპატიო თანამდებობის პირი“ და იმყოფებოდა აბდულა I-ის სამეფო რიგებში ეგვიპტეში, საუდის არაბეთსა და ერაყში ვიზიტების დროს.

1948 წლის ბოლოს იგი დაინიშნა ამანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელად, სადაც მან დაიწყო ქუჩების მშენებლობა და გაფართოება, წყალმომარაგების ქსელის გაუმჯობესება და სატუმბი მანქანებისა და რეზერვუარების რაოდენობის გაზრდა, რის შემდეგაც მეფემ მას ოქროს ყელსაბამი მიანიჭა გაწეული საქმიანობისა და დამსახურებისთვის.

1950-1951 წლებში ის იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი სამირ ალ-რიფაის მთავრობაში, შემდეგ კი იყო იუსტიციის მინისტრი. 1951 წლის ივლისში მეფის გარდაცვალების შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში და გაიმარჯვა.

1953-1954 წლებში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი ფავზი ალ-მულკის მთავრობაში, 1954-1955 წლებში — იუსტიციის, შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი ფავზი ალ-მულკისა და ტაუფიქ აბუ ალ-ჰუდას მთავრობებში, შემდეგ კი ისევ იუსტიციის მინისტრი. იგი ალ-მუფტი საიდის მთავრობაში კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

1951-1955 წლებში იყო ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრი (რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო), მაგრამ გააძევეს მინისტრის პოსტიდან პარტიის თანხმობის გარეშე, რის შემდეგაც იგი შეუერთდა მუსლიმთა საძმოს. 1955 წლის დეკემბერში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა, შემდეგ იგივე პოსტი ეკავა 1959 წლის მაის-სექტემბერში. ის იყო იორდანიის საგარეო პოლიტიკური დაახლოების მომხრე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დიდ ბრიტანეთთან.

1955 წლის დეკემბერში, პრემიერ მინისტრობიდან 6 დღის გასვლის შემდეგ, იგი გადადგა, რადგან სახალხო არეულობისა და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე უარის განაცხადა. 1956 წლის აპრილიდან გამოსცემდა და რედაქტირებდა ყოველკვირეულ გაზეთს „იორდანიას ხმა“. 1958 წელს დაინიშნა სამეფო სახლის მინისტრად. 1959 წლის მაისიდან 1960 წლის აგვისტომდე ეკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი.

1960 წლის აგვისტოში მან მიმართა მეფეს წარმომადგენელთა პალატის დათხოვნის შუამდგომლობით (CENTO ბლოკში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ მიმდინარე დისკუსიასთან დაკავშირებით). ასეც მოხდა, მაგრამ კონსტიტუციის ინტერპრეტაციის უმაღლესმა საბჭომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა.

1960 წლის 29 აგვისტოს, 11:30 საათზე, მოქალაქეების მიღებისას, მის ოფისში აფეთქდა სამუშაო მაგიდაზე დამონტაჟებული ბომბი. მის გარდა აფეთქების მსხვერპლი მისი გარემოცვიდანაც ათი ადამიანი გახდა.[2] იორდანიის ხელისუფლებამ მკვლელობის მცდელობაში ოთხი პალესტინელი არაბი დაადანაშაულა. გამოძიებამ ჩათვალა, რომ ისინი ასრულებდნენ სირიის დაზვერვის სამსახურის უფროსის, აბდ ალ-ჰამიდ ალ-სარაჯის ბრძანებას ეგვიპტის სპეცსამსახურების მონაწილეობით. ანალიტიკოსების აზრით, შეთქმულები მოელოდნენ, რომ ალ-მაჯალის მკვლელობა იორდანიაში მეფე ჰუსეინის წინააღმდეგ აჯანყებას გამოიწვევდა.[3][4] მეორე ვერსიით, მკვლელობის მცდელობის სამიზნე მეფე ჰუსეინი იყო, რომელიც ამ ოფისს აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე ესტუმრა. 1960 წლის 31 დეკემბერს აფეთქების საქმეში ბრალდებულები საჯაროდ ჩამოახრჩვეს.

ჰაზა ალ-მაჯალის ხუთი შვილი ჰყავდა. მისი ვაჟი ამჯადი იყო ელჩი ბაჰრეინსა და საბერძნეთში და შრომის მინისტრი ალი აბუ-რაღების მთავრობაში. მეორე ვაჟი აიმანი (დაიბადა 1949 წელს) — სამეფო პროტოკოლის უფროსი, პარლამენტის წევრი, ინფორმაციის მინისტრი, ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრის მოადგილე აბდურაუფ ალ-რავაბდეს მთავრობაში. მისი მესამე ვაჟი ჰუსეინი (დაიბადა 1960 წელს) იყო გენერალ-ლეიტენანტი, შინაგან საქმეთა მინისტრი, მუნიციპალური და სოფლის საქმეთა მინისტრი აბდულა ენსურის მთავრობაში. ქალიშვილი, პრინცესა ტაგრიდი დაქორწინებულია მუჰამედ იბნ ტალალზე, მეფე ჰუსეინის ძმაზე და მეფე აბდულა-ის ბიძაზე. მეორე ქალიშვილი ზეინი კი ბიზნესმენია.

  1. https://afroasian.mediaplaygrounds.co.uk/
  2. JORDAN: Death in Amman. ციტირების თარიღი: 2022-04-19
  3. Elements in the History of Simakiyya1 : A Christian Village on the Karak Plateau. დაარქივებული 2013-04-16 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
  4. JORDAN: Death in Amman.. ციტირების თარიღი: 2009-12-25