ხელოვნური ინტელექტი (ფილმი)

ხელოვნური ინტელექტი (ინგლ. A.I. Artificial Intelligence) — 2001 წლის სამეცნიერო ფანტასტიკური დრამატული ფილმი, რომლის რეჟისორი და სცენარის ავტორია სტივენ სპილბერგი. დაფუძნებულია ბრაიან ოლდისის მოთხრობაზე „Supertoys Last All Summer Long“. ფილმის პროდიუსერია კეთლინ კენედი, სტივენ სპილბერგი და ბონი კურტისი. მონაწილეობენ: ჰეილი ჯოელ ოსმენტი, ჯუდ ლოუ, ფრენსის ო'კონორი, ბრენდან გლისონი, უილიამ ჰარტი. ფილმს აშშ-ში დისტრიბუცია გაუწია DreamWorks-მა, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით კი — კომპანია Warner Bros.-მა.

„ხელოვნური ინტელექტი“
რეჟისორი სტივენ სპილბერგი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი სტივენ სპილბერგი
როლებში
მუსიკა ჯონ უილიამსი
ოპერატორი იანუშ კამინსკი
მონტაჟი მაიკლ კანი
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი
გამოსვლის თარიღი 29 ივნისი, 2001
ხანგრძლივობა 146 წუთი[1]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 100 მილიონი აშშ დოლარი[2]
შემოსავალი 235.9 აშშ დოლარი[2]

სიუჟეტი ვითარდება კლიმატური ცვლილებების შემდეგომ სამყაროში, სადაც მოთხრობილია უნიკალური ბავშვისმაგვარი ანდროიდის (რობოტი) ისტორია, რომელსაც ადამიანის მსგავსად გააჩნია გრძნობები და ძალუძს სიყვარული.

ფილმზე თავდაპირველად მუშაობა დაიწყო სტენლი კუბრიკმა 1970-იან წლებში, მას შემდეგ, რაც შეისყიდა უფლებები ფილმის გადაღებებზე. სცენარზე მუშაობდნენ რიგი ავტორები, მათ შორის წიგნის ავტორი ბრაიან ოლდისი, ბობ შოუ, იენ უოტსონი და სარუ მეიტლანდი. თუმცა პროექტზე მუშაობა რამდენიმე წელს გაჭიანურდა, ვინაიდან კუბრიკი თვლიდა, რომ იმ დროში კომპიუტერული გრაფიკა არასაკმარისად განვითარებული იყო მთავარი პერსონაჟის დევიდის შესაქმნელად. მისი თქმით, არცერთ ბავშვს არ შეეძლო დევიდის დამაჯერებლად განსახიერება. ფილმზე მუშაობა განახლდა სტენლი კუბრიკის გარდაცვლაების შემდეგ 1999 წელს. მისი ადგილი დაიკავა რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა. სპილბერგი ფილმის გადაღებაზე დაითანხმეს ფილმის პროდიუსერმა, იან ჰარლანმა და კუბრიკის ცოლმა.

პრეოქტმა მიიღო დადებითი შეფასებები კინოკრიტიკოსებისგან. საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე „ხელოვნური ინტელექტის“ რეიტინგი შეადგენს 91%. ფილმმა ოსკარის 74-ე დაჯილდოებაზე მიიღო ორი ნომინაცია საუკეთესო ეფექტებისა და ორიგინალური მუსიკისთვის. აგრეთვე — BAFTA-ს ნომინაცია საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის.

იგი, აგრეთვე წარმატებული აღმოჩნდა კომერციულადაც — ფილმის ბიუჯეტმა შეადგინა 100 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო შემოსავალმა — 235.9 მილიონი. ფილმი ეძღვნება სტენლი კუბრიკს.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

გვიან 22-ე საუკუნეში, გლობალური დათბობის შედეგად ზღვის დონემ აიწია. ისეთი ქალაქები როგორებიცაა ამსტერდამი, ვენეცია და ნიუ-იორკი მთლიანად განადგურდა. მსოფლიოს მოსახლეობამ შესამჩნევად იკლო. შეიქმნა ახალი სახეობის რობოტი სახელწოდებით მექა — მოწინავე ჰუმანოიდები, რომლებსაც აზროვნების და ემოციის გამოხატვის შესაძლებლობა აქვთ.

რობოტი დევიდი, რომელიც ძალიან ჰგავს ადამიან ბავშვს და დაპროგრამებულია მისი ფლობელებისადმი სიყვარულის გამოსახატად, გაიგზავნება ჰენრი სვინტონისა და მისი ცოლის, მონიკას ოჯახში, რადგანაც მათი შვილს სჭირს იშვიათი დაავადება და წლებია რაც კომაშია. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მონიკას ეშინოდა დევიდის, ის მაინც ააქტიურებს მასში სიყვარულის პროვოცირების პროგრამას. დევიდი, აგრეთვე უმეგობრდება რობოტ-დათუანია ტედის, რომელიც ზრუნავს დევიდის კეთილდღეობაზე.

როდესაც მათი შვილი მარტინი გამოჯანმრთელდება, იგი ბრუნდება სახლში. მარტინი ეჭვიანობს დევიდზე და დაარწმუნებს მას, რომ შევიდეს მშობლების საძინებელში და შეჭრას თმა მონიკას. მაგრამ იმ დროს, როცა დევიდი ამას აკეთებს, გამოეღვიძებათ მათ და მეტად განაწყენდებიან მასზე.

მოგვიანებით, წვეულებაზე ბასეინთან, მარტნის ერთ-ერთი მეგობარი დანით ცდილობს გაააქტიუროს დევიდის თავდაცვის პროგრამა, რაც ძალიან შეაშინებს მას. დევიდი მყარად ჩაებღაუჭება მარტინს და ორივენი ჩაცვივდებიან ბასეინში. მას შემდეგ, რაც მარტინს გადაარჩენენ დახრჩობისგან, ჰენრი დაარწმუნებს მონიკას დევიდის დაბრუნებაში, რათა გაანადგურონ ის. ამის ნაცვლად, მონიკა გადაწყვეტს იხსნას დევიდი და ტედისთან ერთად დატოვებს ტყეში.

გზად მათ შეიპყრობენ და წაიყვანენ შოუ-ღონისძიებაზე „ხორცის ბაზარი“, სადაც დაძველებულ რობოტებს აღფრთოვანებული ბრბოს წინაშე ანადგურებენ. როდესაც დევიდის ჯერი დგება, მისი რეალისტური ხასიათის წყალობით მოტყუებული მაყურებლები ათავისუფლებენ მას. მთავარი გმირი ტედი და ჟიგოლო ჯოუ (რობოტი, რომელსაც ბრალს დებენ მკვლელობაში, რომელიც არ ჩაუდენია) გაეცლებენ იმ ადგილს. სამნი შეუდგებიან ლურჯი ფერიის ძებნას — პერსონაჟი კარლო კოლოდის ზღაპრიდან „პინოქიოს თავგადასავალი“, რომელსაც დევიდის აზრით შეუძლია მისი ნამდვილ ბავშვად ქცევა და სახლში დაბრუნება.

ჯოუ და დევიდი გაემართებიან წითელ ქალაქში. ჰოლოგრაფიული პასუხების სისტემის „დოქტორ-ნოუს“ მიცემული ინფორმაციის წყალობით გმირები მოხვდებიან როკფელერის ცენტრის მაღალ სართულზე, კერძოდ, დატბორილ მანჰეტენზე. იქ დევიდი ნახულობს თავის ორეულებს და ანადგურებს მათ, რის შემდეგაც ნახულობს მის შემქმნელს, პროფესორ ალენ ჰობის, რომელიც ეუბნება მას, რომ იგი შეიქმნა პროფესორის გარდაცვლილი შვილის გამოსახულებით (აგრეთვე შეიქმნა რამდენიმე ორეული, მათ შორის მდედრობითი სქესის რობოტი სახელად დარლინი). მისდა საუბედუროდ, დევიდი აცნობიერებს, რომ იგი არ არის უნიკალური, რის გამოც გაბრაზებული შეეცდება თავის მოკვლას და გადახტება ცათამბჯენიდან, მაგრამ ჯოუ იხსნისნ მას სიკვდილისაგან. დევიდი ეუბნება ჯოუს, რომ წყლის ქვეშ ნახა ლურჯი ფერია. სწორედ ამ ამ დროს ჯოუს ელექტრომაგნიტით შეიპყრობს პოლიცია. დევიდი და ტედი წყლის ქვეშ ამფიბია-ვერტმფრენით ეშვებიან ფერიასთან შესახვედრად, რომელიც ადრე ჩაძირული ქანდაკება აღმოჩნდება. ისინი გაებმებიან მახეში მას შემდეგ, რაც მათ ხომალდს დაეცემა ეშმაკის ბორბალი „Wonder Wheel“. იმის იმედად, რომ ლურჯი ფერია ცოცხალია, დევიდი სთხოვს მას აქციოს ნამდვილ ბიჭად. იგი უმეორებს ფერიას თავის ამას, მანამდე სანამ ხომალდს ენერგია არ ამოეწურება.

2000 წლის შემდეგ, კაცობრიობა ნადგურდება, ხოლო მანჰეტენი დაფარება ყინულით.[3] რობოტები იქცნენ მაღალგანვითარებულ ჰუმანოიდურ ფორმად.[4] ისინი ნახულობენ დევიდს და ტედის და აღმოაჩენენ, რომ ეს ორნი უძველესი რობოტები არიან, რომლებიც ცოცხალ ადამიანებთან ცხოვრობდნენ. რობოტები გაალღობენ მათ. როგორც კი დევიდი იღვიძებს, ის მიუახლოვდება გაყინულ ფერიას, რომელიც დაიშლება, მას შემდეგ რაც იგი ეხება მას. დევიდის მოგონებების წყალობით, რობოტები სვინტონების სახლს გაუკეთებენ რეკონსტრუქციას და ფერიას იტერაქტიული გამოსახულების საშუალებით უხსნიან მას, რომ შეუძლებელია მისი ადამიანად ქცევა. მიუხედავად ამისა, დევიდის დაჟინებული თხოვნით, ისინი ტედის მიერ შემონახული მონიკას თმის დნმ-ის ნიმუშის საშუალებით ხელახლად ქმნიან მონიკას. თუმცა მხოლოდ ერთი დღით და ეს პროცესი არასდროს განმეორდება. დევიდი ატარებს მის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერ დღეს მონიკასა და ტედისთან ერთად. დღის მიწურულს დევიდი უაკანასკნელად წვება დედასთან ერთად, ხუჭავს თვალებს და მიმგზავრება „იქ სადაც ოცნებები იბადება“. დათუნია ტედი ძვრება ლოგინზე და დაჰყურებს მძინარე დევიდს და მონიკას.

წარმოება

რედაქტირება

შემუშავება

რედაქტირება

„Super-Toys Last All Summer Long“-ის ადაპტაციაზე მუშაობა კუბრიკმა 1970-იანი წლების ბოლოს დაიწყო. მომავალი ფილმის ძირითადი კონცეფციის შესაქმნელად მან თავად რომანის ავტორი ბრაიან ოლდისი დაიქირავა. 1985 წელს კუბრიკმა ფილმის რეჟისორად მოიწვია თავისი ძველი მეგობარი სტივენ სპილბერგი.[5] პროექტის თანადაფინანსებაზე დათანხმდა კომპანია Warner Bros..[6] ფილმზე მუშაობა დიდი ხნით გაჭიანურდა, ხოლო 1989 წელს კუბრიკმა გაათავისუფლა წიგნის ავტორი ოლდისი.[7] რამდენიმე ხნის შემდეგ პროექტი დატოვა ბობ შოუმაც, ხოლო მის მაგივრად შემოუერთდა იენ უოტსონი. მოგვიანებით ოლდისმა განაცხადა: „მან (კუბრიკმა) არა მხოლოდ გამათავისუფლა, არამაედ დაიქირავა ჩემი მტერი“. კუბრიკის დაავალებით, უოტსონმა ფილმის ინსპირაციად გამოიყენა „პინოქიოს თავგადასავალი“; ის „ხელოვნურ ინტელექტს“ თვლიდა „პინოქიოს“ „პიკარესკულ“ კიბერ-ვერსიად.[6][8]

სამი კვირის შემდეგ უოტსონმა კუბრიკს წარუდგინა სცენარის პირველი კონცეფცია, ხოლო თავისი საქმე დაასრულა 1991 წელს სცენარიის ახალი ვერსიით, რომელიც 90 გვერდს ითვლიდა. თავდაპირველად პერსონაჟი ჟიგოლო ჯოუ მოიაზრებოდა მეომარ რობოტად, თუმცა უოტსონმა კუბრიკს შესთავაზა ჩაენაცვლებინა იგი ანდროიდი-ჟიგოლოთი. ამის შესახებ კუბრიკი ხუმრობდა: „მე მგონია, რომ ჩვენ დავკარგეთ ბავშვთა აუდიტორია“.[6]. ცოტახნის შემდეგ კუბრიკმა შეწყვიტა ფილმის გადაღებები, რათა ემუშავა ლუის ბეგლის რომანის „ომისდროინდელი სიცრუეები“ ადაპტაციაზე, მიზეზად დაასახელა, რომ იმ დროში კომპიუტერული გრაფიკა არასაკმარისად განვითარებული იყო მთავარი პერსონაჟის დევიდის შესაქმნელად. თუმცა სტივენ სპილბერგის ფილმის „იურული პარკის“ გამოსვლის შემდეგ, 1993 წელს ოფიციალურად დაანონსდა, რომ ფილმზე მუშაობა განახლდებოდა 1994 წელს.[9] დენის მიურენი და ნედ გორმანი, რომლებიც მუშაობდნენ „იურულ პარკზე“, პროექტში მოწვეული იქნენ ვიზუალური ეფექტების სუპერვაიზორების რანგში.[7] მიუხედავად ამისა, კუბრიკი უკმაყოფილო იყო მათი პრევიზუალიზაციით და Industrial Light & Magic-თან თანამშრომლობის ხარჯებით.[4]

წინაწარმოება

რედაქტირება

1994 წლის დასაწყისში ფილმი იყო წინაწარმოების სტადიაში, სადაც კონცეპტ-არტისტად მოვიდა კრისტოფერ „ფანგორნ“ ბეიკერი, სცენარის ასისისტენტ ავტორად — სარა მეიტლანდი.[6] სარას თქმით, კუბრიკი ფილმს ყოველთვის მოიხსენიებდა არა „ხელოვნურ ინტელექტად“, არამედ „პინოქიოდ“.[4] ვიზუალური ეფექტების სუპერვაიზორი გახდა კრის კანინგემი. მისი ზოგიერთი სცენა არ შესულა ფილმში, მაგრამ მოგვიანებით გამოვიდა DVD ფორმატში სახელწოდებით „The Work of Director Chris Canningham“ (ქართ. „რეჟისორ კრის კანინგემის ნამუშევარი“).[10] კანინგემმა გარკვეული წვლილი შეიტანა მთავარი პერსონაჟის დევიდის მოდელირებაში. „ჩვენ ვცდილობდით პატარა ბავშვის კონსტრუირებას, რომელსაც ჰქონდა მოძრავი რეზინის სახე... მაგრამ ეს იყო სრული კრახი, ის გამოიყურებოდა საშინლად“ — ამბობდა იან ჰარლანი. ტექნიკური კონსულტანტის რანგში მოწვეული იქნა ჰანს მორავეცი.[4]

ამ დროს, კუბრიკმა და ჰარლანმა, გადაწყვიტეს რეჟისორად მოეწვიათ სტივენ სპილბერგი.[11][12] სპილბერს რეჟისორობა 1995 წელს შესათავაზეს, მაგრამ იგი დაკავებული იყო სხვა პროექტებით და დაარწმუნა კუბრიკი თავადვე ყოფილი ფილმის რეჟისორი.[13][14] მალე პროექტზე მუშაობა შეწყდა, რადგანაც კუბრიკი გადაერთო ფილმის „ფართოდ დახუჭული თვალებით“ გადაღებებზე.[15] 1999 წლის 7 მარტს სტენლი კუბრიკი გარდაიცვალა. ფილმის გადაღებაზე სპილბერგი დაიყოლიეს ჰარლანმა და კუბრიკის ცოლმა კრისტინა კუბრიკმა.[16][17] 1999 წლის ნოემბერში სპილბერგი შეუდგა სცენარის წერას, რომელიც დაფუძნებული იყო უოტსონის 90 გვერდიან კონცეფციაზე. ფილმ „მესამე ხარისხის ახლო კონტაქტების“ შემდეგ სპილბერგი პირველად დაკავდა საკუთარი ფილმის სცენარისტობით.[18] მან უტსონის კონცეფცია შეინარჩუნა, თუმცა რამდენიმე სექსუალური ხასიათის სცენა ჟიგოლო ჯოუს მონაწილეობით ამოკვეთილი იქნა.[12] ფილმის წინაწარმოება შეწყდა 2000 წლის თებერვალში, ვინაიდან სპილბერგს გადაწყვეტილი ჰქონდა ისეთი პროექტების რეჟისორობა როგორებიცაა „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“, „განსხვავებული აზრი“ და „გეიშას მემუარები“.[15][19] მომდევნო წელს სპილბერგმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელქტი იქნებოდა მისი მომდევნო პროექტი. მან კონცეპტ-არტისტად კვლავ კრის ბეიკერი მოიწვია.[14]

გადაღება

რედაქტირება

ფილმის გადაღების თარიღად დადგენილი ქნა 2000 წლის 10 ივლისი,[12] მაგრამ გადაღება გადაიწია აგვისტომდე.[20] ღია ცის ქვეშ მიმდინარე რამდენიმე კვირიანი გადაღებების შემდეგ, მათ გადაინაცვლეს „Warner Bros. Studios“-ის პავილიონებში. სვინტონების სახლი აღმართული იქნა ნომერ მე-16 მოედანზე, ხოლო მოედანი ნომერი 20 გამოყენებული იქნა წითელი ქალაქისა და სხვადასხვა სცენებისთვის.[21][22] სპილბერგმა კუბრიკისაგან გადმოიღო კინოგადაღების საიდუმლო ხერხი: არცერთ მსახიობს და გადამღები ჯგუფის წევრს არ მისცა სცენარის სრული ვერსია, ხოლო პრესას აუკრძალა გადაღებებზე ყოფნა. ჰეილი ჯოელ ოსმენტი და ჯუდ ლოუ კვირების განმავშლობაში ატარებდნენ სპეციალურ გრიმებს, რათა მათი სახეები რობოტისმაგვარი გამხდარიყო.[23] კოსტიუმების დიზაინერი ბობ რინგვუდი ლას-ვეგას-სტრიპზე გამვლელებს აკვირდებოდა, რათა შეექმნა წითელი ქალაქის მაცხოვრებლების კოსტიუმები.[24]

საუნდტრეკი

რედაქტირება
A.I. Artificial Intelligence
 
კინომუსიკა
გამოცემის თარიღი 3 ივლისი, 2001
ხანგრძლივობა 70:11
ლეიბლი Warner Sunset Records
პროდიუსერი
  • ჯონ უილიამსი
  • დენი ბრამსონი
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic     [25]
Filmtracks.com     [26]
Soundtrack.net     [27]

ფილმის საუნდტრეკი გამოცემული იქნა ლეიბლ Warner Sunset Records-ის მიერ 2001 წელს აუდიო CD ფორმატში,[28] ხოლო 7 აგვისტოს გამოვიდა აუდიო DVD ფორმატში, რომელც შეიცავდა დამატებით მასალებს.[29] საუნდტრეკის ავტორი და პროდიუსერი იყო ჯონ უილიამსი. ორკესტრის დირიჟორი — ჯონ ნეიფელდი, სიმღერების ტექსტი დაწერა სინტია ვეილმა. საუნდტრეკი ნომინირებული იქნა ოსკარზე, გრემსა და ოქროს გლობუსზე.[25][26] ორი კომპოზიცია „For Always“ და „For Always (Duet)“, რომლებიც შეასრულეს ლარა ფაბიანმა და ჯოშ გრობანმა, ფილმში არ გაჟღერებულა.[30] 2010 წლიდან საუნდტრეკი ვრცელდება ციფრული დისტრიბუციის პლატფორმების საშუალებით MP3 ფორმატში.[31]

კომპოზიციების სია
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„The Mecha World“6:23
2.„Abandoned in the Woods“3:07
3.„Replicas“5:58
4.„Hide and Seek“3:08
5.„For Always“ (შემსრულებელი — ლარა ფაბიანი)4:42
6.„Cybertronics“3:30
7.„The Moon Rising“4:26
8.„Stored Memories and Monica’s Theme“10:56
9.„Where Dreams Are Born“4:23
10.„Rouge City“4:56
11.„The Search for the Blue Fairy“6:12
12.„The Reunion“7:45
13.„For Always (Duet)“ (ლარა ფაბიანისა და ჯოშ გრობანის დუეტი)4:41
საერთო ხანგრძლივობა:70:11

გამოშვება

რედაქტირება

მარკეტინგი

რედაქტირება

ფილმის რეკლამირების მიზნით კომპანია Warner Bros.-მა დამონტაჟა ერთი ტრეილერი და ოთხი ტიზერ-ტრეილერი.[32] აგრეთვე Microsoft-ის ჯგუფმა შექმნა ალტერნატიული რეალობის თამაში „The Beast“, დაკავშირებული ფილმის სიუჟეტთან.[33] ნიუ-იორკულმა კომპანია Atomic Pictures-მა შეიმუშავა 40-ზე მეტი საიტი, მათ შორის საიტი „Cybertronic Corp“.[34] აგრეთვე დაგეგმილი იყო ვიდეო თამაშების სერიის წარმოება სათამაშო კონსოლ Xbox-ისთვის, რომელიც გააგრძელებდა „The Beast“-ის სიუჟეტს, თუმცა პროექტზე მუშაობა შეწყდა.

იმ აზრის თავიდან აცილების მიზნით, თითქოს და „ხელოვნური ინტელექტი“ არის საოჯახო ფილმი, არ შექმნილა რაიმე სახის სათამაშო ფიგურები. თუმცა 2001 წლის ივნისში კომპანია Hasbro-მ გამოუშვა მოლაპარაკე დათუნია ტედი..[12] ფილმის პრემიერა შედგა ვენეციის კინოფესტივალზე 2001 წელს.[35].

საოჯახო მედია

რედაქტირება

ფილმი VHS და DVD ფორმატში გამოუშვა DreamWorks Home Entertainment-მა 2002 წლის 5 მარტს,[36] როგორც სტანდარტული სრულეკრანიანი გამოცემა ბონუსფუნქციების გარეშე, აგრეთვე ორდისკიანი სპეციალური ვერსია, რომელიც მოიცავდა ფილმის შექმნის ისტორიას, მუსიკას, ორ ტიზერ-ტრეილერს, ინტერვიუებს ჰეილი ჯოელ ოსმენტთან, ჯუდ ლოუსთან, ფრენსის ო’კონორთან, სტივენ სპილბერგთან და ჯონ უილიამსთან, ისევე როგორც ვრცელ ფოტო გალერეას.[37]

2011 წლის 5 აპრილს, Paramount Home Media Distribution-მა აშშ-ის ბაზრისთვის გამოსცა ფილმის Blu-ray ვერსია, ხოლო საერთაშორისო ბაზრისთვის — Warner Home Video-მ. გამოცემა მოიცავდა ფილმს მაღალი გარჩევადობით და თან ახლდა ორდისკიან DVD გამოცემის ყველა ბონუსი.[38]

შემოსავალი

რედაქტირება

აშშ-ის კინოთეატრებში ფილმის ჩვენება დაიწყო 2001 წლის 29 ივნისს. პირველივე შაბათ-კვირას ფილმის შემოსავალმა 29,352,630 აშშ დოლარი შეადგინა. კინოგაქირავების განმავლობაში აშშ-ში ფილმმა 78,62 მილიონი აშშ დოლარის მოგება ნახა, ხოლო დანარჩენ ქვეყნებში — 157,31 მილიონი. საერთო ჯამში შემოსავალმა 235,93 მილიონ დოლარს მიაღწია.[39]

ჯილდოები

რედაქტირება

ვისზუალური ეფექტების სუპერვაიზერები დენის მიურენი, სტენ უინსტონი, მაიკლ ლანტიერი და სკოტ ფარარი ნომინირებული იყვნენ ოსკარზე საუკეთესო ეფექტებისთვის, მაშინ როდესაც ჯონ უილიამსი ნომინირებული იქნა საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის.[40] სტივენ სპილბერგი, ჯუდ ლოუ და უილიმსმა მიიღეს ნომინაციები ოქროს გლობუსის 59-ე დაჯილდოებაზე.[41] ფილმი წარმატებული აღმოჩნდა სატურნის დაჯილდოებაზე, სადაც გადაეცა ხუთი ჯილდო, მათ შორის საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი, საუკეთესო სცენარი (სპილბერგი) ახალგაზრდა მსახიობის საუკეთესო შესრულება (ოსმენტი).[42]

ჯილდო ცერემონიის თარიღი კატეგორია მიმღები შედეგი სქოლიო
ოსკარი 24 მარტი, 2002 საუკეთესო ორიგინალური მუსიკა ჯონ უილიამსი ნომინირებული [40]
საუკეთესო ეფექტები დენის მიურენი, სტენ უინსტონი, მაიკლ ლანტიერი და სკოტ ფარარი ნომინირებული
ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოება 24 თებერვალი, 2002 საუკეთესო ეფექტები დენის მიურენი, სკოტ ფარარი, მაიკლ ლანტიერი ნომინირებული [43]
ჩიკაგოს კინოკრიტიკოსების ასოციაცია 25 თებერვალი, 2002 საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი კაცი ჯუდ ლოუ ნომინირებული [44]
საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის ჯონ უილიამსი ნომინირებული
საუკეთესო ოპერატურა იანუშ კამინსკი ნომინირებული
იმპერიის ჯილდო 5 თებერვალი, 2002 საუკეთესო ფილმი „ხელოვნური ინტელექტი“ ნომინირებული [45]
საუკეთესო რეჟისორი სტივენ სპილბერგი ნომინირებული
საუკეთესო მსახიობი კაცი ჰეილი ჯოელ ოსმენტი ნომინირებული
საუკეთესო მსახიობი ქალი ფრენსის ო'კონორი ნომინირებული
ოქროს გლობუსი 20 იანვარი, 2002 საუკეთესო რეჟისორი სტივენ სპილბერგი ნომინირებული [41]
საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში ჯუდ ლოუ ნომინირებული
საუკეთესო ორიგინალური მუსიკა ჯონ უილიამსი ნომინირებული
სატურნის ჯილდო 10 ივნისი, 2002 საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი „ხელოვნური ინტელექტი“ მოგებული [42][46]
საუკეთესო რეჟისორი სტივენ სპილბერგი ნომინირებული
საუკეთესო სცენარი მოგებული
მსახიობი ქალი ფრენსის ო'კონორი ნომინირებული
ახალგაზრდა მსახიობის საუკეთესო შესრულება ჰეილი ჯოელ ოსმენტი მოგებული
საუკეთესო ეფექტები დენის მიურენი, სჯოტ ფარარი, მაიკლ ლანტიერი, სტენ უინსტონი მოგებული
საუკეთესო მუსიკა ჯონ უილიამსი მოგებული
ახალგაზრდა მსახიობის ჯილდო 7 აპრილი, 2002 საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ჰეილი ჯოელ ოსმენტი ნომინირებული [47]
საუკეთესო მეორეხარისხოვანი ახალგაზრდა მსახიობი ჯეიკ ტომასი მოგებული

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Harlan, Jan; Struthers, Jane M. (2009) A.I. Artificial Intelligence: From Stanley Kubrick to Steven Spielberg: The Vision Behind the Film. London: Thames & Hudson. ISBN 9780500514894. 
  • Rice, Julian (2017) Kubrick's Story: Spielberg's Film: A.I. Artificial Intelligence. Rowman & Littlefield. ISBN 9781442278189. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. A.I. (12). British Board of Film Classification. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 აპრილი, 2014. ციტირების თარიღი: 7 აპრილი, 2014.
  2. 2.0 2.1 A.I. Artificial Intelligence (2001). Box Office Mojo. Internet Movie Database. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 თებერვალი, 2012. ციტირების თარიღი: 7 აპრილი, 2014.
  3. Windolf, Jim. (2007-12-02) Q&A: Steven Spielberg. Vanity Fair. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-19. ციტირების თარიღი: 2012-02-18.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 The Kubrick FAQ Part 2: A.I.. The Kubrick Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-19. ციტირების თარიღი: 2012-02-19.
  5. Brake, Scott. (2001-05-10) Spielberg Talks About the Genesis of A.I.. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-11. ციტირების თარიღი: 2012-02-11.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Plumbing Stanley Kubrick. Ianwatson.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-11. ციტირების თარიღი: 2012-02-11.
  7. 7.0 7.1 Gaydos, Steven. (2000-03-15) The Kubrick Connection. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-11. ციტირების თარიღი: 2012-02-11.
  8. Haris, Dana. (2000-03-15) Spielberg lines up A.I., Report. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-11. ციტირების თარიღი: 2012-02-11.
  9. Moerk, Christian. (1993-11-02) A.I. next for Kubrick at Warners. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-11. ციტირების თარიღი: 2012-02-11.
  10. The Work of Director Chris Cunningham. NotComing.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-11. ციტირების თარიღი: 2012-02-11.
  11. A.I. Artificial Intelligence. Variety (2001-05-15). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-12. ციტირების თარიღი: 2012-02-12.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 Bonin, Liane. (2001-06-28) Boy Wonder. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-12. ციტირების თარიღი: 2012-02-12.
  13. Plume, Kenneth. (2001-06-28) Interview with Producer Jan Harlan. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-12. ციტირების თარიღი: 2012-02-12.
  14. 14.0 14.1 Спилберг, Стивен (режиссёр); Харлан, Ян (продюсер); Кеннеди, Кэтлин (продюсер), Кёртис, Бонни. Creating A.I.. Warner Home Video; DreamWorks.
  15. 15.0 15.1 Moerk, Christian. (1999-12-23) Spielberg encounters close choices to direct. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-12. ციტირების თარიღი: 2012-02-12.
  16. Brake, Scott. (2001-06-29) Producing A.I.. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-12. ციტირების თარიღი: 2012-02-11.
  17. Archerd, Army. (1999-07-15) Annie Tv'er nab tops talent. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-12. ციტირების თარიღი: 2012-02-11.
  18. Fleming, Michael. (1999-11-16) West pursues Prisoner; Spielberg scribbles. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-12. ციტირების თარიღი: 2012-02-12.
  19. Bart, Peter. (2000-01-24) It's scary up there. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-12. ციტირების თარიღი: 2012-02-12.
  20. Zoromski, Brian. (2000-06-30) A.I. Moves Full Speed Ahead. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-12. ციტირების თარიღი: 2012-02-12.
  21. Brake, Scott. (2000-08-03) A.I. Set Reports!. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-12. ციტირების თარიღი: 2012-02-12.
  22. Baker, Christopher «Fangorn»; Carter, Rick. A.I. From Drawings to Sets. Warner Home Video; DreamWorks.
  23. Joel Osment, Haley. A Portrait of David. Warner Home Video; DreamWorks.
  24. Ringwood, Bob. Dressing A.I.. Warner Home Video; DreamWorks.
  25. 25.0 25.1 Ruhlmann, William. A.I.: Artificial Intelligence [Original Motion Picture Soundtrack]. Allmusic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-14. ციტირების თარიღი: 2012-02-14.
  26. 26.0 26.1 A.I. Artificial Intelligence. Filmtracks.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-14. ციტირების თარიღი: 2012-02-14.
  27. Goldwasser, Dan. (2004-06-21) A.I.: Artificial Intelligence. Soundtrack.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-04. ციტირების თარიღი: 2012-03-04.
  28. A.I. — Artificial Intelligence: Original Motion Picture Score. Amazon.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-04. ციტირების თარიღი: 2012-03-04.
  29. A.I. (Music from the Motion Picture). Amazon.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-04. ციტირების თარიღი: 2012-03-04.
  30. Coleman, Christopher. A.I. — Artificial Intelligence by Jhon Williams. Tracksounds.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-04. ციტირების თარიღი: 2012-03-04.
  31. Music From The Motion Picture A.I.. Amazon.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-04. ციტირების თარიღი: 2012-03-04.
  32. A.I. Artificial Intelligence: Trailers & Clips. Traileraddict.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-06. ციტირების თარიღი: 2012-03-05.
  33. The Beast. 42entertainment.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-20. ციტირების თარიღი: 2012-03-27.
  34. B., Scott. (2001-04-20) The A.I. Website Maze Deepens. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-27. ციტირების თარიღი: 2012-03-27.
  35. Rooney, David. (2001-04-16) 'Dust' in the wind for Venice fest. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-30. ციტირების თარიღი: 2008-07-19.
  36. Nielsen Business Media, Inc. (30 მარტი, 2002). Billboard. Nielsen Business Media, Inc., გვ. 66–67. 
  37. A.I. Artificial Intelligence - DVD Review - Slant Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 დეკემბერი, 2017. ციტირების თარიღი: მარტი, 21, 2018.
  38. A.I. Artificial Intelligence Blu-ray. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი, 2018. ციტირების თარიღი: March 21, 2018.
  39. A.I. Artificial Intelligence. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 თებერვალი, 2012. ციტირების თარიღი: 8 ივლისი, 2008.
  40. 40.0 40.1 The 74th Academy Awards – 2002. Academy of Motion Picture Arts and Science. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აპრილი, 2015. ციტირების თარიღი: 1 აპრილი, 2017.
  41. 41.0 41.1 A. I.: Artificial Intelligence. Hollywood Foreign Press Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივლისი, 2017. ციტირების თარიღი: 19 ივლისი, 2017.
  42. 42.0 42.1 Past Saturn Awards. Academy of Science Fiction, Fantasy and Horror Films. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივნისი, 2007. ციტირების თარიღი: 8 ივნისი, 2007.
  43. Film in 2002. British Academy of Film and Television Arts]. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 4, 2014. ციტირების თარიღი: 19 ივნისი, 2017.
  44. Chicago Film Critics Association Announce Their Nominees!. PR Newswire (16 იანვარი, 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივლისი, 2017. ციტირების თარიღი: 19 ივლისი, 2017.
  45. Empire Awards: Nominations Announced. Empire (25 იანვარი, 2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივლისი, 2017. ციტირების თარიღი: 19 ივლისი, 2017.
  46. Staff. (13 მარტი, 2002) ‘Potter’ leads Saturn kudos. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ივლისი, 2017. ციტირების თარიღი: 19 ივლისი, 2017.
  47. Twenty-Third Annual Young Artist Awards 2002. Young Artist Awards. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 4, 2016.