ჭობარეთი (ასპინძის მუნიციპალიტეტი)
ჭობარეთი — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში, ძველის თემში[1] მდებარეობს ერუშეთის ქედის ჩრდილო–აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1440 მეტრზე, ასპინძიდან დაშორებულია 25,5 კილომეტრით. სოფელში არის მარმარილოს და დიატომიტის საბადო. სოფელში დგას ადრეული შუა საუკუნეების ეკლესია.
სოფელი | |
---|---|
ჭობარეთი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
თემი | ძველი |
კოორდინატები | 41°34′36″ ჩ. გ. 43°07′52″ ა. გ. / 41.57667° ჩ. გ. 43.13111° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1440 მ |
მოსახლეობა | 290[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 290 კაცი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 379[2] |
2014 | 290 |
ნასახლარი
რედაქტირება2009 წელს გაზსადენის გაყვანის დროს აღმოჩნდა ადრე ბრინჯაოს ხანის ნასახლარი საცხოვრებელი და სამეურნეო სათავსოებით, რომელიც, სავარაუდოდ, ძველი წელთაღრიცხვით 3500-3000 წლებით თარიღდება. აღმოჩენილია ქვის საბეჭდავი, რომელიც მესოპოტამიიდან, ქალაქ ურუქიდან უნდა იყოს შემოტანილი. 2012 წლიდან ძეგლზე მუშაობა დაიწყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ავსტრალიის მელბურნის უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. ექსპედიციის შედეგად, 2013 წელს ძეგლზე აღმოჩნდა ხორბლის ოთხი სახეობა, 2014 წელს კი - ქვის ხელსაფქვავები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იმ დროისთვის მეურნეობა უკვე განვითარებული იყო. ასევე, აღსანიშნავია ლითონის ჩამოსასხმელი ტიგელი (ყალიბი), რაც იმის მანიშნებელია რომ ლითონის გარკვეული ნივთები ადგილობრივად მზადდებოდა. ძეგლზე აღმოჩენილია ნამოსახლარის თანადროული სამარხი, სადაც მიცვალებული მოხრილ მდგომარეობაში იყო დაკრძალული. ამავე ტერიტორიაზე მდებარეობს გვიან ანტიკური-ადრე შუა საუკუნეების ციტადელი.[3]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 404.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ ასპინძაში ტერასულ ნამოსახლარს მიაკვლიეს