დიატომიტი, კიზელგური, ინფუზორიული მიწა (ლათ. Diatomeae — დიატომური წყალმცენარეები) — მოთეთრო ან მოყვითალო ცარცისმაგვარი ფოროვანი, მსუბუქი დანალექი ქანი. ქიმიური შედგენილობით 96% ოპალია. შეიცავს კვარცის, გლაუკონიტის, თიხის მინარევებს. დიატომიტი წარმოიქმნება ზღვისა და ტბის აუზებში დალექილი დიატომეებიანი შლამისაგან. იყენებენ ადსორბენტად და ფილტრად ნავთობქიმიური, საფეიქრო, კვების მრეწველობის, აგრეთვე ანტიბიოტიკების, ქაღალდის, პლასტსმასებისა და საღებავების წარმოებაში, ლითონისა და მარმარილოს საპრიალებელი პასტების დასამზადებლად და სხვა. საქართველოში არსებობს ქისათიბის დიატომიტის საბადო.

დიატომიტი
დიატომიტი
ცნობები
ტიპი დანალექი
შედგენილობა კვარცი
გლაუკონიტი
თიხა
გამოიყენება მშენებლობაში

ლიტერატურა რედაქტირება