კესანე

(გადამისამართდა გვერდიდან ცისანა)

კესანე, ცისანა (ლათ. Myosotis) — ერთ-, ორ- ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს პატარა ცისფერი (იშვიათად თეთრი) ყვავილები.

კესანე

ალპური კესანე (Myosotis alpestris)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ლაშქარასნაირნი
ოჯახი:  ლაშქარასებრნი
გვარი:  კესანე
ლათინური სახელი
Myosotis L., 1753

გვარში 50-მდე (სხვა მონაცემებით 80-მდე) სახეობაა. გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ სარტყელში, აგრეთვე ტროპიკულ აფრიკის მთებში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, მცირე ნაწილი — ამერიკაში. საქართველოში გვხვდება 15 სახეობა. იზრდება ჭაობებში, ტენიან და დაჩრდილულ ადგილებში, ტყის პირებზე, ბუჩქნარებში, მდელოებზე. ზოგი სახეობა სარეველაა, ბევრი — დეკორატიული. საქართველოს სუბალპურ და ალპურ მდელოებზე ფართოდ არის გავრცელებული ალპური კესანე (ლათ. Myosotis alpestris).

ქართლურად ეწოდება კონკიძველა; ზემოიმერულად – ციცინო; ქვემოიმერულად – ციცუნია, ჭორი; რაჭულად – თიკნიყურა; გურულად – ხასიათა; დავით ჩუბინაშვილს მოხსენიებული აქვს როგორც ბუსმიხაკა, თაგვისყურა.[1]

სახობები

რედაქტირება
 
yosotis scorpioidestypus
 
Myosotis laxa
 
Myosotis secunda
 
Myosotis decumbens
 
Myosotis alpestris შქმერში
 
Myosotis stolonifera

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. მაყაშვილი ა., კესანე // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.