მინდვრის კესანე (ლათ. Myosotis arvensis) — ერთ- ან მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს 20–50 სმ სიმაღლის, მარტივი ან ძირიდანვე დატოტვილი ღერო, რომელიც ქვედა ნაწილში რბილი, გაფარჩხული ბეწვითაა შებუსული. ფოთლები 2–5 სმ სიგრძისა და 0,5 სმ სიგანისაა, ფესვთანური მოგრძო-ნიჩბისებურია, ღეროსეული — მოგრძოლანცეტა. ყვავილედი მრავალყვავილიანია, ცალმხრივი, ფარჩხატი, აღმართული. გვირგვინი თავდაპირველად ვარდისფერია, შემდეგში — ცისფერი, იშვიათად — თეთრი. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს მაის-ივლისში.[1]

მინდვრის კესანე

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ლაშქარასნაირნი
ოჯახი:  ლაშქარასებრნი
გვარი:  კესანე
სახეობა:  მინდვრის კესანე
ლათინური სახელი
Myosotis arvensis (L.) Hill, 1764
სინონიმები
სია
    • Echioides annua Moench
    • Myosotis amosii Sennen
    • Myosotis annua Moench
    • Myosotis arvensis f. albiflorum F.G.Bernard
    • Myosotis arvensis f. daghestanica Magal.
    • Myosotis aspera Schur
    • Myosotis caballeroi Sennen
    • Myosotis dumetorum Rouy
    • Myosotis hamosa Stokes
    • Myosotis media E.H.L.Krause
    • Myosotis monticola Wender.
    • Myosotis pentheri Gand.
    • Myosotis pseudosylvatica Schur
    • Myosotis scorpioides var. arvensis L.
    • Myosotis segetalis Rouy
    • Scorpioides hirsutus Gilib.

გავრცელებულია კავკასიაში, მთელ ევროპაში, მცირე და აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. გვხვდება თითქმის მთელ საქართველოში. იზრდება მთის შუა სარტყლამდე — მდელოებზე, მეჩხერ ტყეებში, ბუჩქნარებში.[1]

  1. 1.0 1.1 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 108.