ლაშქარასებრნი (ლათ. Boraginaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ჩვეულებრივ ჯაგრისებრი ბეწვით შემოსილი ბალახები, იშვიათად ბუჩქები, ლიანები და ხეებია.

ლაშქარასებრნი
Echium vulgare
Echium vulgare
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ლაშქარასებრნი
ლათინური სახელი
Boraginaceae

მოიცავს 100-მდე გვარის 2000-ზე მეტ სახეობას, რომელიც ფართოდაა გავრცელებული ყველა კონტინენტზე. განსაკუთრებით ბევრია ხმელთაშუაზღვისპირეთსა და კალიფორნიაში.

საქართველოში — 30-მდე გვარის 100-მდე სახეობაა. იზრდება ყველა მცენარეულ სარტყელში, ტყეებში, ბუჩქნარებში, მდელოებზე, ჭაობებში, აგრეთვე მშრალ, ქვიან, ღორღიან ან კირქვიან ფერდობებზე, კლდეებზე, უდაბნოებსა და სტეპებში.

ზოგი სახეობა დეკორატიული და თაფლოვანია, ზოგს მხალად და ბოსტნეულად იყენებენ, ზოგიც მედიცინასა (სამკურნალო ლაშქარა) და სამღებრო საქმეში იხმარება. ბევრი სახეობა სარეველაა. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული კესანეს, ძირწითელას, ლაშქარასა და სხვა გვარის მცენარეები. ამ ოჯახის ბევრი ტროპიკული ხე და ბუჩქი ძვირფას მერქანს და საჭმელ ნაყოფს იძლევა.

ლიტერატურა

რედაქტირება