ლაშქარა (ლათ. Symphytum) — მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვთ ღია ყვითელი, იისფერ-ლურჯი, იშვიათად თეთრი ყვავილები, კაკლუჭა ნაყოფი.

ლაშქარა
Symphytum officinale
Symphytum officinale
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ლაშქარასებრნი
გვარი:  ლაშქარა
ლათინური სახელი
Symphytum

ცნობილია 25-მდე სახეობა, რომელთა არეალი მოიცავს ევროპას, დასავლეთ აზიას, ჩრდილოეთ აფრიკას. საქართველოში გავრცელებულია 5. იზრდება ტენიან, დაჩრდილულ ან მშრალ ადგილებზე, მდინარის ნაპირებზე, ტყისა და სუბალპურ სარტყელში, და, როგორც სარეველი — საძოვრებზე, მინდვრებსა და ბოსტნებში, ზოგჯერ რედერალურ ადგილებზე.

ლაშქარის ზოგი სახეობა (ლათ. Symphytum peregrinum, Symphytum asperum) საქონლის საკვებია, ზოგი ხალხურ მედიცინაში სამკურნალო მცენარედაა ცნობილი, მაგ., (მელენის) ფესვები B2ვიტამინს შეიცავს და სვანები უძველესი დროიდან იყენებენ მოტეხილობის სამკურნალოდ. ლათ. Symphytum officinale-ს ფესვები და ფესურები ალკალოიდებს და მთრიმლავ ნივთიერებებს შეიცავს.

ლიტერატურა

რედაქტირება