ალპური კესანე
(გადამისამართდა გვერდიდან Myosotis alpestris)
ალპური კესანე,[1] მთის კესანე (ლათ. Myosotis alpestris) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს 2–30 სმ სიმაღლის, მრავალღეროიანი, მარტივი ან სუსტად დატოტვილი და მიტკეცილბეწვიანი ღერო. ქვედა ფოთლები მოგრძოოვალურია ან ნიჩბისებური, შუათანა ღეროსეული ფოთლები — ელიფსური. ყვავილედი მრავალყვავილიანია, მოკლე, მჭიდრო. გვირგვინი მუქი ცისფერია. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს ივნის-აგვისტოში.[2]
ალპური კესანე | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
გადაღებულია რაჭაში, სოფ. შქმერში | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Myosotis alpestris F.W.Schmidt, 1794 | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
| |||||||||||||||
|
გავრცელებულია კავკასიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიაში, ირანში, აღმოსავლეთ აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. გვხვდება მთელ საქართველოში. იზრდება სუბალპურ და ალპურ მდელოებზე.[2]
გალერეა
რედაქტირება-
ბოტანიკური ილუსტრაცია
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 477.
- ↑ 2.0 2.1 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 106.