მინდვრის კესანე
(გადამისამართდა გვერდიდან Myosotis arvensis)
მინდვრის კესანე (ლათ. Myosotis arvensis) — ერთ- ან მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს 20–50 სმ სიმაღლის, მარტივი ან ძირიდანვე დატოტვილი ღერო, რომელიც ქვედა ნაწილში რბილი, გაფარჩხული ბეწვითაა შებუსული. ფოთლები 2–5 სმ სიგრძისა და 0,5 სმ სიგანისაა, ფესვთანური მოგრძო-ნიჩბისებურია, ღეროსეული — მოგრძოლანცეტა. ყვავილედი მრავალყვავილიანია, ცალმხრივი, ფარჩხატი, აღმართული. გვირგვინი თავდაპირველად ვარდისფერია, შემდეგში — ცისფერი, იშვიათად — თეთრი. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს მაის-ივლისში.[1]
მინდვრის კესანე | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Myosotis arvensis (L.) Hill, 1764 | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
სია
| |||||||||||||||
|
გავრცელებულია კავკასიაში, მთელ ევროპაში, მცირე და აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. გვხვდება თითქმის მთელ საქართველოში. იზრდება მთის შუა სარტყლამდე — მდელოებზე, მეჩხერ ტყეებში, ბუჩქნარებში.[1]
გალერეა
რედაქტირება-
ყვავილედი
-
საერთო ხედი
-
საერთო ხედი
-
ბოტანიკური ილუსტრაცია
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 108.