Myosotis propinqua
Myosotis propinqua — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს 30 სმ-მდე სიმაღლის, სუსტი, ძირიდანვე დატოტვილი ღერო, რომელიც გაფარჩხული ბეწვითაა შებუსული. ფოთლები ძალიან ნაზია, ქვედა და უნაყოფო ყლორტების ფოთლები 4–6 სმ სიგრძისაა, მოგრძო-ნიჩბისებური, ღეროსეული ფოთლები — მჯდომარე. ყვავილედი სიგრძით 10 სმ-მდეა, მრავალყვავილიანი, ნაკლებად ფარჩხატი. გვირგვინი ღია ცისფერია. ყვავის მარტ-ივნისში, ნაყოფმსხმოიარობს მაის-ივლისში.[1]
Myosotis propinqua | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Myosotis propinqua (Turcz.) Fisch. & C.A.Mey., 1839 | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
|
გავრცელებულია კავკასიაში, მცირე აზიაში, ჩრდილოეთ ირანში. საქართველოში გვხვდება აფხაზეთში, ქართლსა და კახეთში. იზრდება მთის შუა სარტყლამდე — ტენიან ადგილებში, ტყეში, ტყის პირას, ბუჩქნარში.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 108.