ფრიდრიხ ერნსტ ლუდვიგ ფონ ფიშერი

(გადამისამართდა გვერდიდან Fisch.)

ფრიდრიხ ერნსტ ლუდვიგ ფონ ფიშერი (გერმ. Friedrich-Ernst-Ludwig von Fischer), აგრეთვე ცნობილია როგორც ფიოდორ ბოგდანის ძე ფიშერი (რუს. Федор Богданович Фишер) — რუსეთში მოღვაწე გერმანელი ბოტანიკოსი. 1804 წელს დაამთავრა ჰალეს უნივერსიტეტის კურსი და დაიცვა დისერტაცია მედიცინის დოქტორის ხარისხისათვის. მალე მიიწვიეს გრაფ ალექსი რაზუმვსკის გორენკის მამულის (მოსკოვთან ახლოს) ბაღის სამართავად. 1812 წლიდან იყო მოსკოვის უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი. 1823 წელს პეტერბურგის სააფთიაქო ბაღი საიმპერატორო ბოტანიკურ ბაღად გადაკეთდა და ფიშერი მის დირექტორად დაინიშნა. მისი მონდომების წყალობით, ბაღმა მალევე მოიპოვა ევროპული ცნობადობა. 1819 წლიდან ფიშერი იყო მეცნიერებათა საიმპერატორო აკადემიის წევრი. თითქმის მთელი მისი ძალა და დრო გორენკისა და საიმპერატორო ბოტანიკურ ბაღებში მუშაობად მიჰქონდა და ამიტომ ბოტანიკოსის ბეჭდური შრომების რაოდენობა მცირეა; მათგან აღსანიშნავია: „Descriptio plantarum rariorum Sibiriae“ („Mémoires de la soc. Imp. des natur. de Moscou“, 1812), „Synopsis Astragalorum Tragacantharum“ (1853); საიმპერატორო ბოტანიკური ბაღის თესლების კატალოგებში (1835—1846) კარლ მეიერთან ერთად აღწერა მნიშვნელოვანი რაოდენობის მცენარეთა ახალი სახეობები.[4]

ფრიდრიხ ერნსტ ლუდვიგ ფონ ფიშერი
გერმ. Friedrich Ernst Ludwig von Fischer
დაბ. თარიღი 8 (19) თებერვალი, 1782
დაბ. ადგილი ჰალბერშტადტი[1] [2] [3]
გარდ. თარიღი 5 (17) ივნისი, 1854 (72 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[1] [2] [3]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 პრუსიის სამეფო
საქმიანობა ბოტანიკოსი და პტერიდოლოგისტი
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის ბოტანიკური ბაღი
ალმა-მატერი ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი[1]
შვილ(ებ)ი Gustav Theodor Fischer
  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #11666777X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Фишер, Федор Богданович // Русский биографический словарь / под ред. А. А. ПоловцовСПб: 1901. — Т. 21. — С. 154.
  3. 3.0 3.1 www.accademiadellescienze.it
  4. Фишер, Федор Богданович // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона. т. XXXVI. — СПб., 1902. — стр. 77.