ალპური კესანე,[1] მთის კესანე (ლათ. Myosotis alpestris) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს 2–30 სმ სიმაღლის, მრავალღეროიანი, მარტივი ან სუსტად დატოტვილი და მიტკეცილბეწვიანი ღერო. ქვედა ფოთლები მოგრძოოვალურია ან ნიჩბისებური, შუათანა ღეროსეული ფოთლები — ელიფსური. ყვავილედი მრავალყვავილიანია, მოკლე, მჭიდრო. გვირგვინი მუქი ცისფერია. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს ივნის-აგვისტოში.[2]

ალპური კესანე

გადაღებულია რაჭაში, სოფ. შქმერში
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ლაშქარასნაირნი
ოჯახი:  ლაშქარასებრნი
გვარი:  კესანე
სახეობა:  ალპური კესანე
ლათინური სახელი
Myosotis alpestris F.W.Schmidt, 1794
სინონიმები
  • Myosotis sylvatica [ურანგო] alpestris (F.W.Schmidt) Brügger, 1874
  • Myosotis sylvatica subsp. alpestris (F.W.Schmidt) Schübl. & G.Martens, 1834
  • Myosotis sylvatica subsp. alpestris (F.W.Schmidt) Gams, 1927, comb. superfl.
  • Myosotis sylvatica var. alpestris (F.W.Schmidt) Pohl, 1809

გავრცელებულია კავკასიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიაში, ირანში, აღმოსავლეთ აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. გვხვდება მთელ საქართველოში. იზრდება სუბალპურ და ალპურ მდელოებზე.[2]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 477.
  2. 2.0 2.1 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 106.