გაბნეულყვავილა კესანე
გაბნეულყვავილა კესანე (ლათ. Myosotis dissitiflora ან Myosotis amoena) — ერთ- ან მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს 15-50 სმ სიმაღლის, სუსტად დატოტვილი, გაფარჩხულბეწვიანი ღერო, ხშირად მრავალღეროიანი და უნაყოფო ყლორტებით. ფოთლები თხელია, მოგრძონიჩბისებური ან მოგრძოუკუკვერცხისებური, 3–10 სმ სიგრძისა და 1,5–3 სმ სიგანის. ყვავილედი ფარჩხატია, უფოთლო და მცირეყვავილიანი. გვირგვინი ცისფერია. ყვავის აპრილ-ივლისში, ნაყოფმსხმოიარობს მაის-ივლისში.[2]
გაბნეულყვავილა კესანე | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Myosotis dissitiflora Baker, 1868[1] | |||||||||||||||
სინონიმები[1] | |||||||||||||||
|
ლათინური სახელის სახეობის ნაწილში (dissitiflora) dissitus ნიშნავს „გაბნეულს“, „განზე განლაგებულს“, ხოლო flora — ყვავილების რომაულ ქალღმერთს, გადატანით — „ყვავილს“.[3]
გავრცელებულია კავკასიასა და მცირე აზიაში. ჩვენში გვხვდება ძირითადად, დასავლეთ საქართველოში. იზრდება სუბალპურ სარტყლამდე, უმეტესად — დაჩრდილულ ტყეებსა და ბუჩქნარებში.[2]
ზოგიერთი წყაროს მიხედვით, Myosotis amoena და Myosotis dissitiflora სხვადასხვა სახეობებია,[4] სხვები კი Myosotis amoena-ს განიხილავენ Myosotis dissitiflora-ის სინონიმად.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Myosotis dissitiflora Baker | Plants of the World Online | Kew Science. Plants of the World Online. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2021
- ↑ 2.0 2.1 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 106.
- ↑ Tephrosia dissitiflora. CasaBio. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2021
- ↑ Myosotis amoena (Rupr.) Boiss.. GBIF Backbone Taxonomy. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2021