პიერ ედმონ ბუასიე

(გადამისამართდა გვერდიდან Boiss.)

პიერ ედმონ ბუასიე (ფრანგ. Pierre Edmond Boissier; დ. 25 მაისი, 1810, ჟენევა — გ. 25 სექტემბერი, 1885, ვალერი, ვოს კანტონი) — შვეიცარიელი ბოტანიკოსი, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1885), პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი (1878). მას ეკუთვნის ნაშრომები სისტემატიკისა და ფლორისტიკის დარგში. აღწერა ყვავილოვან მცენარეთა დაახლოებით 6000 ახალი სახეობა და დაადგინა 131 ახალი გვარი. კაპიტალურ ნაშრომში „აღმოსავლეთის ფლორა“ (ტ. 1–5, 1867–1884; დამატ. ტომი, 1888) განზოგადებულია ბუასიეს მრავალწლიანი მოგზაურობა ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ახლო აღმოსავლეთში, შეიცავს დაახლოებით 12 ათასი სახეობის მცენარის აღწერასა და გეოგრაფიულ გავრცელებას. მის მიერ შეგროვებული ჰერბარიუმისა და შემდგომი ნაშრომების დასაცავად ჟენევაში აგებულია შენობა და გამოიცემა ჟურნალი „ბუასიე“.[6]

პიერ ედმონ ბუასიე
ფრანგ. Edmond Boissier
დაბ. თარიღი 25 მაისი, 1810(1810-05-25)[1] [2]
დაბ. ადგილი ჟენევა, საფრანგეთი[3] [2]
გარდ. თარიღი 25 სექტემბერი, 1885(1885-09-25)[1] [4] [2] (75 წლის)
გარდ. ადგილი ვალერ-სუ-რონსი[2]
მოქალაქეობა ჟენევის რესპუბლიკა
 შვეიცარია
საქმიანობა ბოტანიკოსი, ბიოლოგი[5] , მოგზაური[5] , მკვლევარი, მათემატიკოსი და botanical collector
დედა კაროლინ ბუასიე-ბუტინი
შვილ(ებ)ი კაროლინ ბარბე-ბუასიე
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 www.accademiadellescienze.it
  3. Deutsche Nationalbibliothek Record #116233893 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  4. SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 Czech National Authority Database
  6. Буассье, Пьер Эдмон // Большая российская энциклопедия. т. 4. — М., 2006. — стр. 281–282.