ჩინტამანი ნაგესა რამაჩანდრა რაო

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჩინტამანი ნაგესა რამაჩანდრა რაო, ასევე ცნობილი როგორც C.N.R. რაო (დ. 30 ივნისი, 1934, ბანგალორი) — ინდოელი ქიმიკოსი, რომელიც სპეციალიზებულია მყარი სხეულის ქიმიისა და სტრუქტურული ქიმიის დარგში. რამდენიმე პრესტიჟული სამეცნიერო ჯილდოს მფლობელი. 2013 წლის 16 ნოემბერს ინდოეთის მთავრობამ მას მიანიჭა ინდოეთის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო ბჰარატ რატნა (ის გახდა ამ ჯილდოს მფლობელი  მეოთხე მეცნიერი ჩანდრასეკარა ვენკატა რამანის, ვიშვესვარაიასა და აბდულ ქალამის შემდეგ). ამჟამად ინდოეთის პრემიერ მინისტრის სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელია.[1][2][3]

ჩინტამანი ნაგესა რამაჩანდრა რაო
დაბადების თარიღი 30 ივნისი 1934 (87 წლის)
ბანგალორი, მაისური, ბრიტანეთის ინდოეთი
მოქალაქეობა ინდოეთის დროშა ინდოეთი
პროფესია ქიმიკოსი
დამსაქმებელი ინდოეთის სამეცნიერო ინსტიტუტი, ინდოეთის ტექნოლოგიური ინსტიტუტი კანპურში
ჯილდოები ამომავალი მზის ორდენი, საპატიო ლეგიონის ორდენი
საიტი [[1]]

ადრეული წლები და განათლება

რედაქტირება

რაო დაიბადა ბანგალორში. მამა —ჰანიმანსა ნაგესა რაო, დედა— ნაგამა ნაგესა რაო. იგი ოჯახში ერთადერთი შვილი იყო. დედის წყალობით ადრეული ასაკიდანვე ერკვეოდა  ინდურ ლიტერატურაში, ხოლო ინგლისური მამის დახმარებით შეისწავლა. რაოს არ უვლია დაწყებით სკოლაში; მას სახლში  დედა ამეცადინებდა, რომელიც არითმეტიკისა და ინდური ლიტერატურის სპეციალისტი გახლდათ. [4] საშუალო სკოლაში 1940 წელს, ექვსი წლის ასაკში შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ კლასში ყველაზე პატარა იყო, ის თანაკლასელებს  მათემატიკასა და ინგლისურში ამეცადინებდა. 1944 წელს ჩააბარა გამოცდა. ათი წლის ბიჭი  მამამ  ოთხი ანამით (ოცდახუთი პაისით) დააჯილდოვა. რაო ჩაირიცხა ბაზავანაგუდში აჩარიას ფაშალის სკოლაში, სადაც გამოავლინა ქიმიისადმი ინტერესი. 1947 წელს მან სკოლა დაამთავრა და  სერთიფიკატი აიღო.  შემდეგ სწავლა განაგრძო ბანგალორის ცენტრალურ კოლეჯში. კოლეჯში განავითარა კომუნიკაციის უნარი ინგლისურ ენაზე. შეისწავლა სანსკრიტი.[5] 1951 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი მაისურის უნივერსიტეტში , ორი წლის შემდეგ —მაგისტრის ხარისხი Benaras Hindu University– ში, ხოლო 1958 წელს, ოცდაოთხი წლის ასაკში — პერდიუს უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი. მისი პირველი სამეცნიერო ნაშრომი 1954 წელს გამოქვეყნდა უნივერსიტეტის კვლევით ჟურნალში Agra. 1961 წელს რაო მაისურის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხის მფლობელი გახდა.

1959 წელს რაო დაბრუნდა ბანგალორში  და ინდოეთის მეცნიერებათა ინსტიტუტში ლექტორად დაიწყო მუშაობა. აქ იგი შეუდგა კვლევით საქმიანობას ექვს ასპირანტთან  ერთად. 1963 წლიდან 1976 წლამდე რაო მუშაობდა ლექტორად ინდოეთის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში კანპურში ქიმიის კათედრაზე, შემდეგ ინდოეთის მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორად 1984 წლიდან 1994 წლამდე.[6] 1964 წელს რამანმა რაოს აცნობა, რომ იგი აირჩიეს ინდოეთის მეცნიერებათა აკადემიის (IASC) წევრად. ის აგრეთვე გახლდათ  პერდიუს უნივერსიტეტის, ოქსფორდის უნივერსიტეტის, კემბრიჯის უნივერსიტეტის და სანტა ბარბარაში კალიფორნიის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. რაო ამჟამად  ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის პროფესორი და ბანგალორში  ჯავაჰარლალ ნერუს მოწინავე კვლევის ცენტრის საპატიო პრეზიდენტია. იგი ასევე გახლავთ  ჯავაჰარლალ ნერუს მოწინავე კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. 2005 წლის იანვარში რაო დაინიშნა ინდოეთის პრემიერ მინისტრის სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ, თანამდებობაზე, რომელიც მას ადრეც ეკავა (1985-1989 წლებში). ის ასევე ICMS -საერთაშორისო ცენტრის დირექტორია.[7][8]

კვლევები

რედაქტირება

რაო  მსოფლიოს ერთ -ერთი წამყვანი ქიმიკოსია. ხუთი ათწლეულის განმავლობაში მან თავისი წვლილი შეიტანა ამ დარგის  განვითარებაში. იგი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ისეთი ორგანზომილებიან ოქსიდის მასალების სინთეზირება მოახდინა, როგორიცაა La2CuO4. მან უზარმაზარი წვლილი შეიტანა ნანომასალის შესწავლაში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში. ის არის 1500 – მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და 45 წიგნის რედაქტორი. [9][10]

კონფლიქტი

რედაქტირება

რაოს ბრალი წაუყენეს პლაგიატში, რის გამოც  2011 წლის დეკემბერში მან ბოდიში მოიხადა რეცენზირებული სამეცნიერო ჟურნალ Advanced Materials-ის წინაშე საკუთარ კვლევებში სხვა მეცნიერთა ტექსტის გამოყენებისთვის. მისმა თანამშრომელმა და სტატიის თანაავტორმა, პროფესორმა კრუპანმა  შეცდომაში ასპირანტი დაადანაშაულა:

 
„ეს წინადადებები  სტატიის შესავალ  ნაწილში გამოიყენა ჩვენმა სტუდენტმა, რომელსაც არცერთმა ჩვენგანმა (მთავარი ავტორები, რაო და კრუპანი)  არ მიაქცია ყურადღება.“

 ინციდენტზე  პასუხისმგებლობა ასპირანტმა აიღო  და ბოდიში მოიხადა.  მოგვიანებით რაომ გამოთქვა მოსაზრება, რომ სტატია ჟურნალიდან ამოეღოთ, მაგრამ რედაქტორმა გადაწყვიტა, პუბლიკაცია დაეტოვებინა. რაომ განაცხადა, რომ პლაგიატით არასდროს ყოფილა დაკავებული.მოგვოანებით პლაგიატის შემთხვევა კვლავ დაფიქსირდა რაოს და მისი თანამშრომლების მხრიდან. ამ ინციდენტების და პასუხისმგებლობის ახალგაზრდა მეცნიერებისათვის დაკისრების გამო, რაო მკაცრად გააკრიტიკა ცნობილმა ინდოელმა მეცნიერმა.მან ასევე  აღინიშნა, რომ პროფესორმა რაომ დაარღვია სამეცნიერო ეთიკის ნორმები,  როდესაც იგი თანაავტორად ჩართო ისეთ  სტატიაში, რომელშიც მისი წვლილი უმნიშვნელო იყო.[11][12]

პროფესორი რაო დაქორწინებულია ინდიმაჩი რაოზე. მათ ორი შვილი ჰყავთ, სუჩიტრა და სანჯაი. მისი სიძე, დოქტორი კ.ნ. განეშა  პუნაში ქიმიის ეროვნული ლაბორატორიის წამყვანი მკვლევარია. რაოს ორი შვილიშვილი ჰყავს —კარტიკი და საგანა.[13]

საზოგადოებრივი საქმიანობა

რედაქტირება

1992 წელს 1700 მეცნიერთან ერთად რაომ ხელი მოაწერა მანიფესტს  "გაფრთხილება კაცობრიობას".

პრემიები და ჯილდოები

რედაქტირება
  • 1967 — მარლოუს მედალი, ფარადეის საზოგადოება ინგლისში
  • 1968 —Shanti Swarup Bhatnagar ჯილდო მეცნიერებაში და ტექნოლოგიაში
  • 1974 —პადმა შრი
  • 1981 — ქიმიის სამეფო საზოგადოების მედალი (ლონდონი)
  • 1985 —პადმა ვიბჰუშანი
  • 1989  —ჩეხოსლოვაკიის მეცნიერებათა აკადემიის ჰეროვსკის ოქროს მედალი
  • 2000 —ქიმიის სამეფო საზოგადოების ასწლეულის პრემია, ლონდონი
  • 2000  —ჰიუზის მედალი
  • 2001—კარნატაკა რატნა
  • 2002 —ეროვნული ორდენის დიდი ჯვარი სამეცნიერო დამსახურებისთვის (ბრაზილია)
  • 2004 —ინდოეთის სამეცნიერო პრემია
  • 2005 — თელ ავივის უნივერსიტეტის დენ დევიდის ჯილდო  ჯორჯ უაითსაიდთან და რობერტ ლენგერთან ერთად.
  • 2005 წ —საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი (საფრანგეთი)
  • 2008 —პრიზი Nikkei Asia — მეცნიერებაში, ტექნოლოგიასა და ინოვაციებში, ნიჰონ კეიზაი შიმბუნი, იაპონია
  • 2008 —მეგობრობის ორდენი (2008 წლის 6 მარტი, რუსეთი) - რუსეთ -ინდოეთის სამეცნიერო და ტექნიკური კავშირების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის.
  • 2009 —სამეფო ჯილდო, სამეფო საზოგადოება
  • 2010—ავგუსტ-ვილჰელმ-ფონ-ჰოფმანის მედალი—გერმანიის ქიმიკოსთა საზოგადოება
  • 2011 — ერნესტო ილი ტრიესტის სამეცნიერო  პრიზი მასალების კვლევისთვის
  • 2012—პრიზი საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობისთვის —ჩინეთის მეცნიერებათა აკადემია, 2013 წელი
  • 2013 — ბჰარატ რატნა
  • 2015 —მეორე ხარისხის ამომავალი მზის ორდენი, (იაპონია)
  1. "Indian Research Information Network System".
  2. Ganguli, A.K.; Ramakrishnan, T.V. (2016). "Living Legends in Indian Science: C.N.R. Rao" (PDF). Current Science. 111 (5): 926–931.
  3. Dhar, Aarti (4 February 2014). "C.N.R. Rao, Sachin conferred Bharat Ratna". The Hindu. Retrieved 12 February 2014.
  4. "Chemistry By Othello". Outlook India. Retrieved 9 December 2013.
  5. Stephen David (3 June 2010). "How I made it: CNR Rao, Scientist"[მკვდარი ბმული]. India Today. Retrieved 23 November 2013.
  6. Johnson R (20 July 2012). "Author Profile: C. N. R. Rao". Journal of Materials Chemistry Blog. Retrieved 3 June 2013.
  7. Madur (4 February 2014). "The Key Figure in Structural Chemistry – CNR Rao". karnataka.com. Retrieved 30 July 2014.
  8. Stephen David. How I made it: CNR Rao, Scientist[მკვდარი ბმული] . India Today (3 June 2010). ციტირების თარიღი: 23 ნოემბერი 2013.
  9. "IANN Platinum Medal: First Awardee Prof C N R Rao - Indian Association of Nanoscience and Nanotechnology (IANN)" დაარქივებული 2021-11-24 საიტზე Wayback Machine. . sites.google.com. Retrieved 11 August 2018.
  10. Johnson R. Author Profile: C. N. R. Rao . Journal of Materials Chemistry Blog (20 July 2012). ციტირების თარიღი: 3 ივნისი 2013.
  11. http://www.thehindu.com/sci-tech/science/iisc-plagiarism-row-hots-up/article2917125.ece IISc plagiarism row hots up
  12. No Science in cut and paste. The Hindu (9 March 2012).
  13. "C.N.R Rao, scientist par excellence (Profile)". Business Standard News. 16 November 2013. Retrieved 18 November 2013.