ჩახრუხაძე

ქართველი პოეტი

ჩახრუხაძე (1170 — 1212) — XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე თამარ მეფის კარზე მოღვაწე ქართველი პოეტი, რომელიც ტრადიციულად მიიჩნევა „თამარიანის“ ავტორად. წარმოშობით ხევიდან — სოფელ დარიალიდან იყო.

ჩახრუხაძე

ჩახრუხაძის ქანდაკება
დაბადების თარიღი 1170
გარდაცვალების თარიღი 1212
საქმიანობა პოეტი
ენა ქართული ენა
Magnum opus თამარიანი

„თამარიანი“ აერთიანებს 22 ოდას და ერთ ელეგიას. პოემა გწყობილია შინაგანრითმებიანი ორმარცვლიანი ლექსებით, რომლის დამკვიდრებაც ასევე ჩახრუხაძეს მიეწერება. მას მისი დამსახურებების გამო ისეთი ქართველი პოეტების გვერდით აყენებენ როგორიცაა იოანე შავთელი და შოთა რუსთაველი.

ბევრი მკვლევარი, რომელთა შორისაც პირველი კორნელი კეკელიძე იყო[1], ხშირად მას აიგივებს გადამწერ გრიგოლ ჩახრუხაძესთან, რომელიც მოხსენიებულია გელათის მონასტრის ხელნაწერის „დიდი სჯულისკანონის“ ანდერძში, რომელსაც განზრახული ჰქონდა ბერად აღკვეცილიყო ჯვრის მონასტერში, იერუსალიმში.[1] უფრო გვიანდელი მონაცემებით, პოეტი მეფის არჩილ II-ის მიხედვით ჩახრუხაძე იყო წარმოშობით აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთიდან, კერძოდ ხევიდან. რასაც თხზულების ბოლოში ჩანართიც ადასტურებს:

ვიკიციტატა
„მოხევის ძეთა ჩახრუხაძეთა ექო თამარი, მეფე წყლიანი.“

ასევე მეფე არჩილ II-ზე დაყრდნობით მიიჩევა რომ ის იყო შოთა რუსთაველის წინამორბედი.[2]

ჩახრუხაძის შემოქმედება გამოირჩევა მისი პოეტურობით და მუსიკალურბით. განსაკუთრებით ვირტუოზულად იყენებს რითმებს და ზედსართავებს თამარ მეფისთვის ხოტბის შესასხმელად.[3][4]

ჩახრუხაძე - ქართველი მოგზაური

რედაქტირება

ჩახრუხაძემ მე-13 საუკუნეში წამოიწყო ხანგრძლივი და დამღლელი მოგზაურობა. ის კარგად იცნობდა იმდროინდელ რუკებსა და საზღვაო გზებს. მან მოიარა არაერთი ქვეყანა - მოგზაურობა დაიწყო სპარსეთიდან, ეწვია ინდოეთს და ჩინეთს. ცენტრალური აზიის გზით ჩახრუხაძე ჩავიდა კიევში, აქედან ეწვია კონსტანტინეპოლს, ასევე, იმოგზაურა ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში. მოგზაურობა იყო სახიფათო. ის რამდენიმეჯერ გაძარცვეს.

პოეტი, ძირითადად, ჩერდებოდა დიდ ქალაქებში და ურთიერთობას ამყარებდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. სწორედ ამ მოგზაურობის დროს ნანახი და განცდილი გადმოგვცა მან თავის ნაწარმოებში ნახევრად ზღაპრული ფორმით.

დიდია ჩახრუხაძის დამსახურება ისტორიული მეცნიერების, კერძოდ, კი ისტორიული გეოგრაფიის განვითარებაში. მისი თხზულება საინტერესოა, როგორც ისტორიული წყარო. ჯერ ერთი, თხზულებაში გადმოცემულია იმდროინდელი საქართველოს სინამდვილიდან დანახული უცხო ქვეყნები. მეორეც, მას მოტანილი აქვს ნაწარმოებში მრავალი ისტორიული ადგილის სახელწოდება, რომელიც დღეისათვის აღარ არსებობს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 ქსე, ტ. 11, გვ. 497, თბ., 1984
  2. Mikaberidze, Alexander (ed., 2007), Chakhrukhadze დაარქივებული 2011-09-30 საიტზე Wayback Machine. . Dictionary of Georgian National Biography. Retrieved on 2008-07-16.
  3. დონალდ რეიფილდი (2000), ქართული ლიტერატურა: ისტორია, pp. 83-88. Routledge, ISBN 0-7007-1163-5.
  4. Baramidze, A. G. & Gamezardashvili, D. M. (2001), Georgian Literature, pp. 16-17. The Minerva Group, Inc. ISBN 0898755700.