იოანე შავთელი

ქართველი პოეტი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოანე.

იოანე შავთელი, აბდულ-მესსია შავთელი (დ. 1150 — გ. 1215) — XII-XIII საუკუნეების ქართველი პოეტი, სასულიერო მოღვაწე, როგორც ზედწოდებიდან ჩანს, წარმოშობით სოფ. შავთიდან ყოფილა.

იოანე შავთელი
დაბადების თარიღი 1150
გარდაცვალების თარიღი 1215
საქმიანობა პოეტი
Magnum opus აბდულმესიანი და გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი

მას მიეწერება ძველი ქართული ლიტერატურის კლასიკური ეპოქის ძეგლი „აბდულმესიანი“. „ქართლის ცხოვრების“, ცნობით, იოანე შავთელი იყო „ფილოსოფოსი დარიტორი, ლექსთა გამომთქმელი და მოღუაწებათა შინა განთქმული“. იგი თამარ მეფის თანამედროვე და სანდო პირი ყოფილა. მემატიანეთა ცნობით, თამარს ახლდა ვარძიასა და ოძრხეში, ბასიანის ბრძოლის (1203) დროს, აქვე შეუთხზავს „გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი“. მასვე მიეწერება სასულიერო ხასიათის სხვა თხზულებებიც. იოანე შავთელი სასულიერო პირი ჩანს, რაზეც მიუთითებს მის თხზულებებში გამოვლენილი ღრმა საღვთისმეტყველო განათლება. ზოგ წყაროში მოხსენებულია „ნეტარად“, „წმინდანად“. „აბდულმესიანში“ იგი თავის თავს „მწირსა“ და „მსხმებს“ უწოდებს.

შოთა რუსთაველს მოხსენიებული ჰყავს „ვეფხისტყაოსანში“:

ვიკიციტატა
„აბდულ-მესსია შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა...“

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება