ყირგიზული ენა

(გადამისამართდა გვერდიდან ყირგ.)

ყირგიზული ენა, ან ყირგიზული (კირილური ანბანით Кыргыз тили, Кыргызча, ლათინური ანბანით Kyrgyz tili, Kyrgyzça) არის ყირგიზი ხალხის ეროვნული და ყირგიზეთის სახელმწიფოს ოფიციალურ ენას. იგი წარმოადგენს თურქულ ენათა ცენტრალურ (ნოღაურ-ყივჩაღურ) ჯგუფს.

ყირგიზული ენა, ყირგიზული
Кыргыз тили, Кыргызча, Kyrgyz tili, Kyrgyzça, قىرعىزچا, قىرعىز تىلى
გავრცელებულია ყირგიზეთი, ავღანეთი, ტაჯიკეთი, ჩინეთი
მოლაპარაკეთა რაოდენობა 3,136,733 (1993)
ოფიციალური სტატუსი ოფიციალური ენა ყირგიზეთში
ლინგვისტური კლასიფიკაცია ალთაური
თურქული ენები
ყირგიზული
დამწერლობის სისტემა კირილიცა
ენის კოდები ISO 639-1: ky
ISO 639-2: kir
SIL: kir
ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-ky}}

ვიკისივრცეში არის ვიკიპედიაყირგიზული ენა, ყირგიზული

ყირგიზული ენის გავრცელება

რედაქტირება

ყირგიზულს მშობლიურ ენად მიიჩნევს 5 მლნ. კაცი. ამ ენაზე მოლაპარაკენი ცხოვრობენ ჩინეთში, ავღანეთში, ყაზახეთში, თურქეთში, უზბეკეთში, პაკისტანსა და რუსეთში. ყირგიზული ენა ენათესავება ყაზახურს და ისე ახლოს დგას მასთან, რომ ენობრივი ურთიერთგაგება ყირგიზსა და ყაზახს შორის შეიძლება დაუბრკოლებლად მიმდინარეობდეს. შედარებით ენათმეცნიერებაში ყირგიზული მიჩნეულია ცენტრალურ და ჩრდილოთურქულ ენათა ჯგუფის ერთგვარ შემაკავშირებელ ენად.

ყირგიზები ძველი ხალხია. ისინი IV, V საუკუნეებში გოქთურქების (Göktürk) ვასალები იყვნენ. სამხრეთ ციმბირის ენისეის რეგიონიდან მომდინარე ტომს 840 წელს დაუპყრია უიგურების ქვეყანა. 1876 წელს, სანამ მათ რუსები დაიპყრობდა, ყირგიზები კოკანდის სახანოს ვასალები იყვნენ.

ენობრივი ნათესაობა

რედაქტირება

მიუხედავად დიდი გავლენებისა, რომელიც ყირგიზულმა განიცადა დროთა განმავლობაში ყივჩაღურ-თურქულისაგან (ყაზახური და ნოღაური), მაინც შეინარჩუნა სამხრეთ-ციმბირული (ჩრდილოაღმოსავლეთ) სუბსტრატი. გამაჰმადიანებისა და არამომთაბარე მუსლიმებთან კონტაქტის შედეგად ყირგიზულ ენას ძირითადად თურქული წარმოშობის ლექსიკა, მცირე რაოდენობით არაბულ-სპარსული და ევრო-რუსული ნასესხობები გააჩნია.

ყირგიზთა (თვით)სახელრქმევის ისტორიისათვის

რედაქტირება

რუსებმა, თავის დროზე, ყაზახებისაგან გამოსარჩევად ყირგიზებს „ყარა-ყირგიზები“, ხოლო ყაზახებს „ყაზახ-ყირგიზები“ უწოდეს. ზოგიერთი თურქულენოვანი ხალხი ყირგიზებს „ბურუთებს“ უწოდებს. სიტყვა „ბურუთი“ გვხვდება მონღოლურ ფოლკლორშიაც.

მოსწრებული სიტყვა-პასუხი და სპონტანური თქმები მეტად მოწონებულია ყირგიზთა შორის. ცნობილია ზეპირსიტყვიერად ტრადირებული ეპოსები. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ყირგიზი ეროვნების მწერალმა ჩინგიზ აიტმატოვმა, (1928-2008), რომელიც ყირგიზულ-რუსული ორენოვნების ერთგვარ მაგალითს წარმოადგენდა. ჩ. აიტმატოვის მშობლიური ენა ყირგიზული იყო, თუმცა რუსულად კი წერდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მწერლის რადიო- და სატელევიზიო გამოსვლებიდან ნათლად ჩანს ფონეტიკურად, მორფოლოგიურად, სინტაქსურად არასწორი რუსული მეტყველება.

ყირგიზთა დამწერლობა

რედაქტირება

ყირგიზები ჯერ ძველთურქულ ანბანს გამოიყენებდნენ, ხოლო მოგვიანებით კი არაბულ ანბანს. 1923 წელს სტანდარტიზირებული იქნა ენის არაბული ორთოგრაფია. 1928 წელს ლათინური ანბანი გადაიღეს, რომელიც 1940 წელს კირილურით ჩანაცვლდა. 1995 წელს გადაწყდა შემოეღოთ ლათინური ანბანის ბაზაზე სისტემატიზირებული დამწერლობა, რომელიც დღემდე არ დანერგილა. ჩინეთში (ყიზილსუს რაიონში) მცხოვრები ყირგიზები არაბული დამწერლობით სარგებლობენ, თუმცა პეკინის სპეციალური ნებართვის გამო ოფიციალურად ლათინურ ანბანს იყენებენ. თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ყირგიზები ლათინური ანბანით წერენ. ლათინური ანბანით წერა-კითხვა მეტად გავრცელებულია ყირგიზულენოვან ინტერნეტ-სივრცეშიც.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Austin, Peter K. (გამომც.); 1000 Sprachen (lebendig, gefährdet, vergangen). "Spektrum". ISBN 97-3-8274-2100-5 (იხ. სტატია "Kirgisisch", გვერდი 150.)