ქართული (უნიკოდის ჯგუფი)
ქართული ჯგუფი უნიკოდში — მხედრული და ასომთავრული ასონიშნები, რომლებიც გამოიყენება ქართულ ენაში (აგრეთვე მეგრულში, სვანურსა და ლაზურში). ასომთავრული, იგივე მრგლოვანი, წარმოადგენს ძველქართული დამწერლობის დიდ ასოებს, ანუ ზედა რეგისტრს, ხოლო მხედრული მიჩნეულია თანამედროვე ქართულის ქვედა რეგისტრად.
ქართული | |
---|---|
ინგლ. Georgian | |
არე |
U+10A0..U+10FF (96 ადგილი) |
სივრცე | BMP |
დამწერლობები |
ქართული (87 ასონიშანი) საერთო (1 ასონიშანი) |
ანბანები |
მხედრული ასომთავრული |
მინიჭებული | 88 ადგილი |
სათადარიგო | 8 ადგილი |
ცვლილებები ვერსიების მიხედვით | |
1.0.0 | 78 (+78) |
3.2 | 80 (+2) |
4.1 | 83 (+3) |
6.1 | 88 (+5) |
შენიშვნა: [1] |
ქართულის ძირითად ჯგუფში მათი დაწყვილებულად შეტანა განპირობებულია 90-იან წლებში ქართველების უნიკოდთან არასათანადო თანამშრომლობით. არასაკმარისი მასალების მიწოდების გამო უნიკოდის კონსორციუმში ივარაუდეს, რომ ქვის ძეგლებზე ამოკვეთილი ასომთავრული და წიგნებში ხელით წერის შედეგად ჩამოყალიბებული მხედრული უნდა განსაზღვრულიყო შესაბამის დიდ და პატარა ასონიშნებად, მსგავსად ბერძნულისა თუ ლათინურისა, ოღონდ იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ენებისგან განსხვავებით თანამედროვე ქართულში დიდი ასოები აღარ გამოიყენებოდა. ზერელედ იყო მოხსენიებული ნუსხური, რომელიც მხედრულის შემცვლელად ჩათვალეს, როგორც ლათინურშია გაკრული ხელნაწერის სტილი. დამატებით აგრეთვე აღინიშნა, რომ სხვადასხვა დანიშნულებით კიდევ ერთი სახეობა — მხედრულის მთავრულიც გამოიყენებოდა, მაგრამ ნუსხურისა და მთავრულის უნიკოდში ასახვა საჭიროდ არ მიიჩნიეს, რადგან შრიფტის შეცვლა საკმარისი უნდა ყოფილიყო მათ გამოსაყენებლად.[2]
მოგვიანებით, ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს, საქართველოს ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს საპატრიარქომ წერილით მიმართა უნიკოდის კონსორციუმს ნუსხური ანბანის დამატების მოთხოვნით. წერილს ახლდა მასალები, რომელთა მეშვეობითაც დასაბუთებული იყო, რომ ნუსხური დამოუკიდებელ სახეობას წარმოადგენდა და ვერ ჩაითვლებოდა მხედრულის შემცვლელად, გარდა ამისა, წერილობითი წყაროების ნაწილში სამივე — ასომთავრული, ნუსხური და მხედრული — ერთდროულად გამოიყენებოდა და მათი გაციფრულება არსებული უნიკოდსტანდარტის პირობებში სათანადოდ ვერ მოხერხდებოდა. ამასთანავე, ლათინურისა თუ ბერძნულის მსგავსად სწორედ ასომთავრულისა და ნუსხურის წყვილი, საერთო სახელწოდებით ხუცური, გამოიყენებოდა დიდ და პატარა ასოებად და არა – ძველი ქართულის ასომთავრულისა და თანამედროვე მხედრულის წყვილი.[3]
შედეგად, ორიათასიანი წლების დასაწყისში უნიკოდში გამოჩნდა ნუსხური ცალკე ჯგუფში — „ქართული დამატება“. ამასთან ერთად, ტექნიკურ დოკუმენტაციაში მიეთითა, რომ სწორედ ასომთავრული და ნუსხური უნდა განსაზღვრულიყო დიდი და პატარა ასონიშნების წყვილად ძველქართულისთვის, ხოლო თანამედროვე მხედრული მათგან გამოცალკევებულად უნდა დარჩენილიყო. გამომდინარე აქედან, კვლავ წარმოიშვა საკითხი მხედრულის მეწყვილე შესაბამისი მთავრული ასოების სათანადოდ წარმოდგენის შესახებ, მაგრამ იქვე აღინიშნა, რომ ვინაიდან მთავრული არასდროს გამოიყენებოდა დიდი ასოების ფუნქციით მსგავსად ლათინურისა თუ სხვა ევროპული დამწერლობებისა, მისი უნიკოდში ჩამატების საფუძველი არ არსებობდა.[4]
დაახლოებით თხუთმეტი წლის შემდეგ უნიკოდის კონსორციუმს კვლავ გაეგზავნა წერილი თანამედროვე ქართული დამწერლობის — მხედრულის შესაბამისი დიდი ასოების დამატების თაობაზე. წერილში დაზუსტებულად იყო გადმოცემული მთავრულის გამოყენების შემთხვევები და ისტორია, რის შედეგადაც ბათილდებოდა წინათ აღნიშნული მცდარი მოსაზრება, რომ თითქოს იგი არასდროს გამოიყენებოდა დიდი ასოების ფუნქციით მსგავსად ევროპული ენებისა. ამასთანავე, დღემდე აქტიურად სარგებლობენ მისით პოლიგრაფიასა თუ თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით ვებსაიტების, ელექტრონული დოკუმენტებისა და გრაფიკული მასალების წარმოებისას. უნიკოდის კონსორციუმს კი თავისივე წესდებითვე აქვს განსაზღვრული, რომ ვალდებულია მის ცხრილში ასახოს ყველა ის ასონიშანი, რომელიც თუნდაც ისტორიის გარკვეულ მონაკვეთში მაინც გამოიყენებოდა დანიშნულებისამებრ, რომ სათანადოდ შეიძლებოდეს ყველაფრის ციფრული სახით წარმოდგენა.[5]
აღნიშნული მასალების გაცნობისა და გათვალისწინების შემდეგ, 2018 წელს, მხედრულის მთავრულის ასახვისთვის უნიკოდში დაემატა კიდევ ერთი ჯგუფი სახელწოდებით — „ქართული გაფართოებული“. შესაბამისად, ძველქართულისა და თანამედროვე ქართული დამწერლობების ორივე რეგისტრის შესაბამისი სიმბოლოები უკლებლივაა წარმოდგენილი ასონიშნების საერთაშორისო ცხრილში.
საგულისხმოა, რომ სხვა ბიკამერული დამწერლობებისგან განსხვავებით ქართულში დიდი, ანუ მთავრული ასოები, გამოიყენება მხოლოდ სათაურებისა და ტექსტში მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოსაყოფად. კაპიტალიზაცია, ე.ი. სიტყვის პირველი ასოს გადიდება ან ერთ სიტყვაში დიდი და პატარა ასოების შერეულად გამოყენება თანამედროვე ქართულში მიღებული აღარაა.[6]
ჯგუფი
რედაქტირებაქართული[1][2] უნიკოდის კონსორციუმის კოდების ოფიციალური ცხრილი (PDF) | ||||||||||||||||
0 | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | A | B | C | D | E | F | |
U+10Ax | Ⴀ | Ⴁ | Ⴂ | Ⴃ | Ⴄ | Ⴅ | Ⴆ | Ⴇ | Ⴈ | Ⴉ | Ⴊ | Ⴋ | Ⴌ | Ⴍ | Ⴎ | Ⴏ |
U+10Bx | Ⴐ | Ⴑ | Ⴒ | Ⴓ | Ⴔ | Ⴕ | Ⴖ | Ⴗ | Ⴘ | Ⴙ | Ⴚ | Ⴛ | Ⴜ | Ⴝ | Ⴞ | Ⴟ |
U+10Cx | Ⴠ | Ⴡ | Ⴢ | Ⴣ | Ⴤ | Ⴥ | Ⴧ | Ⴭ | ||||||||
U+10Dx | ა | ბ | გ | დ | ე | ვ | ზ | თ | ი | კ | ლ | მ | ნ | ო | პ | ჟ |
U+10Ex | რ | ს | ტ | უ | ფ | ქ | ღ | ყ | შ | ჩ | ც | ძ | წ | ჭ | ხ | ჯ |
U+10Fx | ჰ | ჱ | ჲ | ჳ | ჴ | ჵ | ჶ | ჷ | ჸ | ჹ | ჺ | ჻ | ჼ | ჽ | ჾ | ჿ |
შენიშვნები |
ისტორია
რედაქტირებაუნიკოდთან დაკავშირებულ მოცემულ ჩანაწერებში აღნიშნულია ცალკეული ასონიშნების ქართულ ჯგუფში დამატების საფუძველი და მიმდინარეობა:
ვერსია | ასონიშნების საბოლოო ადგილები[ა] | რაოდენობა | L2 ID | WG2 ID | ჩანაწერები |
---|---|---|---|---|---|
1.0.0 | U+10A0..10C5, 10D0..10F6, 10FB | 78 | (დასადგენია) | ||
L2/01-040 | ბეკერი, ჯო (2001-01-26), Unicode 3.1 ტექსტი: კოდირების მოდელი ქართული დამწერლობისთვის | ||||
3.2 | U+10F7..10F8 | 2 | L2/00-404 | თარხან-მოურავი, დავით (2000-10-30), განაცხადი ასომთავრულის, ნუსხურისა და მხედრულის შესახებ | |
L2/01-006 | მური, ლიზა (2000-12-22), პასუხი საქართველოს ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტს | ||||
L2/01-046 | თარხან-მოურავი, დავით (2001-01-22), წერილი საქართველოს ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტისგან | ||||
L2/01-047 | მეგრული და სვანური მაგალითები, 2001-01-22 | ||||
L2/01-048 | განაცხადის შემაჯამებელი ანკეტა 3 ასონიშნის დასამატებლად ქართულის მხედრული ჯგუფისთვის, 2001-01-22 | ||||
L2/01-059 | ევერსონი, მაიკლ (2001-01-24), შეჯამება და შემოთავაზებული მოქმედებები ქართულ დოკუმენტებთან დაკავშირებით | ||||
L2/01-145 | N2346R დაარქივებული 2020-10-21 საიტზე Wayback Machine. | მური, ლიზა (2001-04-03), განაცხადი 2 ქართული ასონიშნის კოდის დასამატებლად უნიკოდის სისტემაში (UCS) | |||
L2/01-166 | მური, ლიზა (2001-04-16), პასუხი საქართველოს ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტს | ||||
4.1 | U+10F9..10FA, 10FC | 3 | L2/99-082 | N1962 | ევერსონი, მაიკლ (1999-02-26), ქართული ასონიშნების უკეთ წარმოდგენა უნიკოდის ძირითად (BMP) სივრცეში |
L2/03-230R2 | N2608R2 | ევერსონი, მაიკლ (2003-09-04), განაცხადი ქართულისა და სხვა ასონიშნების უნიკოდის ძირითად სივრცეში დასამატებლად | |||
6.1 | U+10C7, 10CD, 10FD..10FF | 5 | L2/10-072 | N3775 დაარქივებული 2016-01-31 საიტზე Wayback Machine. | ევერსონი, მაიკლ (2010-03-09), განაცხადი ქართულისა და ნუსხური ასონიშნების კოდირების განსასაზღვრად ოსურისა და აფხაზური ენებისთვის |
|
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.unicode.org/versions/enumeratedversions.html
- ↑ Unicode 3.1 Text: Encoding Model for Georgian Script (PDF). უნიკოდის კონსორციუმი. ციტირების თარიღი: 2024-06-05.
- ↑ Optimizing Georgian representation in the BMP of the UCS (PDF). უნიკოდის კონსორციუმი. ციტირების თარიღი: 2024-06-05.
- ↑ Proposal to add Georgian and other characters to the BMP of the UCS (PDF). უნიკოდის კონსორციუმი. ციტირების თარიღი: 2024-06-05.
- ↑ Proposal for the addition of Georgian characters to the UCS (PDF). უნიკოდის კონსორციუმი. ციტირების თარიღი: 2024-06-05.
- ↑ Unicode® 11.0.0. უნიკოდის კონსორციუმი (5 ივნისი, 2018). ციტირების თარიღი: 8 ივნისი, 2018.