ა
ქართული დამწერლობის ასო
(გადამისამართდა გვერდიდან Ⴀ)
ა, ⴀ, Ⴀ, Ა[1] (ანი) — ქართული ანბანის პირველი ასო. მისი სახელია „ანი“. გრაფიკული სიმბოლო შუა რიგის დაბალი აწეულობის არალაბიალიზირებული ხმოვანი ბგერისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴀ, ნუსხურში — ⴀ. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა რიცხვ ერთს (1). მხედრული დამწერლობის ოთხხაზოვან სისტემაში მისი მოხაზულობა შუა ორ ხაზში თავსდება.
ქართული ასო „ა“ | |
---|---|
ა | |
სახელწოდება | |
ა: |
GEORGIAN LETTER AN |
უნიკოდი | |
ა: |
U+10D0 |
HTML-კოდი | |
ა: |
ა ანა |
ასო „ა-ს“ სურათი | |
ვიკისაწყობი ასო „ა“ |
იხმარება დამატებით განმასხვავებელ ნიშნად ციფრობრივი ნუმერაციის დროს, როდესაც რამდენიმე საგანს ერთი და იგივე ნომერი აქვს: Iა კლასი, სახლი №47ა.
მოხაზულობა
რედაქტირებაასომთავრული ႠႱႭႫႧႠႥႰႳႪႨ |
ნუსხური ⴌⴓⴑⴞⴓⴐⴈ |
მხედრული | მთავრული ᲛᲗᲐᲕᲠᲣᲚᲘᲗ |
სახელწოდება | რიცხვითი მნიშვნელობა |
IPA | ISO 9984 | რომანიზაცია | NGR |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ანი | 1 | /ɑ/ | A a | A a | A a |
ა-ს მოხაზულობა ასომთავრულში ჰორიზონტალისა და გახსნილი წრის კომბინაციაა, რომელიც კვადრატულ არეს იკავებს. ა ნუსხურში კუთხოვანი ფორმისაა და მარჯვნივ გადახრილი. მხედრულში ერთიანი, მომრგვალებული კონტურის მქონეა. ნუსხურსა და მხედრულში ა შუა ორ ხაზში იწერება.
კოდების ცხრილი
რედაქტირებაბრაილი
რედაქტირებამხედრული[2] |
---|
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 9.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 9.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაა ვიქსიკონში |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Georgian Extended
- ↑ UNESCO, World Braille Usage, Third Edition, Washington, D.C. p. 45