მეტრი

სიგრძისა და მანძილის საზომი ერთეული
(გადამისამართდა გვერდიდან )
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მ (ასო).
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მეტრი (ლექსთწყობა).

მეტრი (ფრანგ. mètre < ძვ. ბერძნ. μέτρον [metron] — „ზომა“; აღნიშვნა: , m) — სიგრძისა და მანძილის ძირითადი საზომი ერთეული ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. მეტრი ტოლია მანძილის, რომელსაც სინათლე გადის ვაკუუმში დროის მონაკვეთში, რომელიც 1/299 792 458 წამის ტოლია.

მეტრი

მეტრის საერთაშორისო ეტალონი, რომელსაც იყენებდნენ 1888-1960 წლებში
სტანდარტი: SI სისტემის ძირითადი ერთეული
სიდიდე: სიგრძე
სიმბოლო (ქართ):
სიმბოლო (საერთ): m
ეკვივალენტები:
ჯერად
ერთეულებში
1000 მმ.
0,001 კმ.
იმპერიულ
ერთეულებში
≈ 1.0936 იარდი
≈ 3.2808 ფუტი
≈ 39.370 დუიმი
საზღვაო
ერთეულში
≈ 0.00053996 საზღვაო მილი
სურათები ვიკისაწყობში

1791 წელს საფრანგეთში თავდაპირველად მეტრს განსაზღვრავდნენ, როგორც პარიზზე გამავალი მერიდიანის ერთი მეოთხედის 10-7 ნაწილს (პირველი ეტალონი დაამზადეს 1799 წელს. მას „არქივის მეტრი“ ეწოდა). ცხადია, ასე განსაზღვრული მეტრის აღწარმოება შეუძლებელი იყო, ამიტომ 1882 წელს უარი თქვეს „სიგრძის ბუნებრივ ერთეულზე“ და აუცილებლად მიიჩნიეს გარკვეული სიგრძის შერჩევა. პლატინა   (90%) — ირიდიუმის   (10%) შენადნობისაგან დაამზადეს 31 ეტალონი. ერთ-ერთი მათგანი (№6) არქივის მეტრის ტოლი აღმოჩნდა ცთომილების ფარგლებში. ზომა-წონის I გენერალურმა კონფერენციამ იგი მიიღო მეტრის საერთაშორისო პროტოტიპად. აღნიშნავენ როგორც 𐌼 (გოთიკური მთავრული „მ“, ინახება სევრში, პარიზის მახლობლად).

1960 წელს ზომა-წონის XI გენერალურმა კონფერენციამ მიიღო მეტრის შემდეგი განსაზღვრა: „მეტრი არის სიგრძე, რომელიც უდრის (ვაკუუმში) კრიპტონის ატომის (86 ) 2 10 და 5 5 დონეებს შორის გადასვლის შესაბამისი გამოსხივების 1650763,73 ტალღის სიგრძეს“. მეტრის ახალი ეტალონი მისი ორი რიგით უფრო მაღალი სიზუსტით აღწარმოების საშუალებას იძლევა, ვიდრე ადრინდელი ეტალონი (0,002-0,003 მკმ, ნაცვლად 0,2-0,3 მკმ). სინათლის ტალღის სიგრძეებით მეტრის აღწარმოებას უზრუნველყოფენ 86  იზოტოპით შევსებული გამოსხივების ნათურას მეშვეობით, რომელსაც ათავსებენ ინტერფერომეტრის წინ.

ჯერადი და წილობითი ერთეულები

რედაქტირება

SI სისტემაში მეტრის წილობითი და ჯერადი ერთეულებია:

ჯერადი წილადი
სიდიდე სახელწ. აღნიშვნა სიდიდე სახელწ. აღნიშვნა
101 დეკამეტრი დკმ dam 10−1 დეციმეტრი დმ dm
102 ჰექტომეტრი ჰმ hm 10−2 სანტიმეტრი სმ cm
103 კილომეტრი კმ km 10−3 მილიმეტრი მმ mm
106 მეგამეტრი მეგმ Mm 10−6 მიკრომეტრი მკმ µm
109 გიგამეტრი გმ Gm 10−9 ნანომეტრი ნმ nm
1012 ტერამეტრი ტმ Tm 10−12 პიკომეტრი პმ pm
1015 პეტამეტრი პა Pm 10−15 ფემტომეტრი ფმ fm
1018 ექსამეტრი Em 10−18 ატომეტრი ამ am
1021 ზეტამეტრი ზა Zm 10−21 ზეპტომეტრი zm
1024 იოტამეტრი ია Ym 10−24 იოქტომეტრი ym
1027 რონამეტრი რა Rm 10−27 რონტომეტრი rm
1030 ქვეტამეტრი ქა Qm 10−30 ქვექტომეტრი qm
  რეკომენდირებულია გამოსაყენებლად
  გამოყენება არაა რეკომენდირებული
  არ გამოიყენება ან გამოიყენება პრაქტიკაში ძალზედ იშვიათდ
  • მუქი კურსივით მონიშნული ქართული შემოკლებები საჭიროებს წყაროებს

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება