ქართული დამატება (უნიკოდის ჯგუფი)

უნიკოდის ასონიშნების ჯგუფი

ქართული დამატება — ჯგუფი უნიკოდში, რომელშიც წარმოდგენილია სასულიერო ხასიათის ტექსტებისთვის განკუთვნილი (ძველქართული) ასონიშნები სახელწოდებით ნუსხური. საეკლესიო ე.წ. ხუცური დაწერილობის სრულყოფილად გამოყენებისთვის საჭირო, ნუსხურის შესაბამისი დიდი, ანუ ასომთავრული ნიშნები, მოცემულია ჯგუფში ქართული.

ქართული დამატება
ინგლ. Georgian Supplement
არე U+2D00..U+2D2F
(48 ადგილი)
სივრცე BMP
დამწერლობები ქართული
ანბანები ნუსხური
მინიჭებული 40 ადგილი
სათადარიგო 8 ადგილი
ცვლილებები ვერსიების მიხედვით
4.1 38 (+38)
6.1 40 (+2)
შენიშვნა: [1][2]

ნუსხური ასონიშნების მისი წინამორბედი მრგლოვანი ასონიშნებისგან განცალკევებულად დამატების მიზეზია 90-იან წლებში უნიკოდსა და ქართულ მხარეს შორის არასაკმარისი კომუნიკაცია. სრული ინფორმაციის არქონის გამო უნიკოდის კონსორციუმში გადაწყდა, რომ ლათინურისა თუ ბერძნულის მსგავსად ქართულ ჯგუფში წარმოდგენილი მხოლოდ უნდა ყოფილიყო ქვაზე კვეთისას გამოყენებული ასომთავრულის დიდი სიმბოლოებისა და ხელწერის განვითარების შედეგად ჩამოყალიბებული მხედრულის პატარა ასონიშნების წყვილი — ხოლო ნუსხური მიიჩნიეს მხედრულის შემნაცვლებლად და მისთვის ცხრილში გამოსაყოფი ადგილი აღარ დაუტოვებიათ.[3]

ათი წლის დაგვიანებით, როცა ქართულმა მხარემ მიმართა კონსორციუმს ნუსხურის ასახვის მოთხოვნით და წარუდგინა დასაბუთება, რომ მხედრულის სანაცვლოდ არასდროს გამოიყენებოდა და დამოუკიდებელ სახეობას წარმოადგენდა, ასომთავრული-მხედრულის ჯგუფის მომდევნო ადგილები უკვე დაკავებული იყო სხვა დამწერლობების ასონიშნებით და ამიტომ საჭირო გახდა ცალკე სივრცის გამოყოფა.

აღსანიშნავია, რომ დაზუსტებული ინფორმაციის საფუძველზე, უნიკოდში თავდაპირველად ასახული ასომთავრული და მოგვიანებით დამატებული ნუსხური განისაზღვრა ძველქართული ბიკამერული ხუცური დამწერლობის დიდ და პატარა ასონიშნებად, შედეგად, ციფრულ პროგრამებსა და ხელსაწყოებში ასომთავრულის გამოყენება შესაძლებელია ნუსხურით დაწერილი ტექსტის სასათაუროდ, წერტილის შემდეგ წინადადების დასაწყებად, საკუთარი სახელების გამოსაყოფად და ა. შ.[4]

ქართული დამატება[1][2]
უნიკოდის კონსორციუმის კოდების ოფიციალური ცხრილი (PDF)
  0 1 2 3 4 5 6 7 8 9 A B C D E F
U+2D0x
U+2D1x
U+2D2x
შენიშვნები
1.^ უნიკოდის 11.0 ვერსიის მიხედვით
2.^ ნაცრისფერი უჯრები მიანიშნებს გამოუყენებელ, სათადარიგო ადგილებს

უნიკოდთან დაკავშირებულ მოცემულ ჩანაწერებში აღნიშნულია ცალკეული ასონიშნების ქართულის დამატებით ჯგუფში ასახვის საფუძველი და მიმდინარეობა: :

ვერსია ასონიშნების საბოლოო ადგილები[] რაოდენობა L2 ID WG2 ID ჩანაწერები
4.1 U+2D00..2D25 38 L2/99-082 N1962 ევერსონი, მაიკლ (1999-02-26), ქართული ასონიშნების უკეთ წარმოდგენა უნიკოდში (UCS)
L2/00-404 თარხან-მოურავი, დავით (2000-10-30), განაცხადი ასომთავრულის, ნუსხურისა და მხედრულის თაობაზე
L2/01-006 მური, ლიზა (2000-12-22), პასუხი საქართველოს ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტს
L2/01-046 თარხან-მოურავი, დავით (2001-01-22), წერილი საქართველოს ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტისგან
L2/01-059 ევერსონი, მაიკლ (2001-01-24), შეჯამება და შემოთავაზებული მოქმედებები ქართულ დოკუმენტებთან დაკავშირებით
L2/01-040 ბეკერი, ჯო (2001-01-26), Unicode 3.1 ტექსტი: კოდირების მოდელი ქართული დამწერლობისთვის
L2/01-072 ევერსონი, მაიკლ (2001-01-27), ქართულში დიდი და პატარა ასონიშნების განსაზღვრის თაობაზე
L2/01-078 წერილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან (ნუსხური ასონიშნების უნიკოდში დამატების მოთხოვნა), 2001-01-29
L2/01-166 მური, ლიზა (2001-04-16), პასუხი საქართველოს ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტს
L2/03-087 თარხან-მოურავი, დავით (2003-03-03), წერილი საქართველოს ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტისგან (ნუსხური ასონიშნების უნიკოდში დამატების მოთხოვნა)
L2/03-096 ევერსონი, მაიკლ (2003-03-04), საქართველოს საპატრიარქოსა და ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტების წერილების მიმოხილვა
L2/03-230R2 N2608R2 ევერსონი, მაიკლ (2003-09-04), განაცხადი ქართულისა და სხვა ასონიშნების უნიკოდის ძირითად (BMP) სივრცეში დასამატებლად
6.1 U+10C7, 10CD, 10FD..10FF 5 L2/10-072 N3775 დაარქივებული 2016-01-31 საიტზე Wayback Machine. ევერსონი, მაიკლ (2010-03-09), განაცხადი ქართულისა და ნუსხური ასონიშნების ჩასამატებლად ოსურისა და აფხაზური ენებისთვის
  1. განაცხადებში მითითებული ასონიშნების ადგილის ნომრები და დასახელებები შესაძლოა, განსხვავდებოდეს საბოლოოდ მიღებულისგან

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Unicode character database. უნიკოდის სტანდარტი. ციტირების თარიღი: 2016-07-09.
  2. Enumerated Versions of The Unicode Standard. უნიკოდის სტანდარტი. ციტირების თარიღი: 2016-07-09.
  3. Unicode 3.1 Text: Encoding Model for Georgian Script (PDF). უნიკოდის კონსორციუმი. ციტირების თარიღი: 2024-06-05.
  4. Optimizing Georgian representation in the BMP of the UCS (PDF). უნიკოდის კონსორციუმი. ციტირების თარიღი: 2024-06-05.