ქართული გაფართოებული (უნიკოდის ჯგუფი)

უნიკოდის ჯგუფი

ქართული გაფართოებული — ჯგუფი უნიკოდში, რომელშიც განთავსებულია მთავრული (სასათაურო) ასონიშნები. ამასთანავე, აღნიშნული ასონიშნები წარმოადგენს ქართულის ძირითად ჯგუფში არსებული მხედრულის შესაბამის დიდ ასოებს.[3]

ქართული გაფართოებული
ინგლ. Georgian Extended
არე U+1C90..U+1CBF
(48 ადგილი)
სივრცე BMP
მინიჭებული 46 ადგილი
სათადარიგო 2 ადგილი
ცვლილებები ვერსიების მიხედვით
11.0 46 (+46)
შენიშვნა: [1][2]

ქართულში მთავრული ასონიშნები ფართოდ გამოიყენება ნაბეჭდ მასალებში, მათ შორის წიგნებში, გაზეთებში, ყდებზე წარწერის, სათაურებისა და მნიშვნელოვანი ტექსტის გამოსაყოფად, აგრეთვე, სარეკლამო აბრებსა და საგზაო ნიშნებზე უკეთესი გარჩევადობისთვის, სატელევიზიო გადაცემებში, ვიდეოებსა თუ ფილმებში ტიტრებისთვის, კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ კი გავრცელდა ინტერნეტსაიტებზე, დოკუმენტებსა თუ გრაფიკულ გამოსახულებებში, ციფრული პროგრამების მენიუებში და ა. შ.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრული თავდაპირველად სხვა დამწერლობების მსგავსად გამოიყენებოდა წინადადების დასაწყებად ან საკუთარი სახელების გამოსაკვეთად ტექსტში, თანამედროვე ქართულში, ერთ სიტყვაში მხედრული და მთავრული ასონიშნების შერეული გამოყენება, აღარ გვხვდება. თუ სიტყვა ან ფრაზა დიდი ასოთი იწყება, მისი მომდევნო ყოველი ასო, აგრეთვე მთავრულით უნდა დაიწეროს — სწორედ ამგვარადაა განსაზღვრული უნიკოდის ტექნიკურ დოკუმენტაციაში დაპროგრამების სხვადასხვა ენებისთვის.[4]

უნიკოდში მისი მხედრულისგან განცალკევებულ ჯგუფად წარმოდგენის მიზეზია 90-იან წლებში ინფორმაციის არასაკმარისად მიწოდება კონსორციუმისთვის, რომელსაც იმ დროს ახალი წამოწყებული ჰქონდა მსოფლიოში არსებული სხვადასხვა დამწერლობის ერთიან სტანდარტში ასახვის პროცესი. ქართველების მხრიდან კომუნიკაციის ნაკლებობის გამო იხელმძღვანელეს ლათინურისა თუ სხვა ევროპული დამწერლობების მაგალითებით და ივარაუდეს, რომ ქართულში არსებობდა მხოლოდ ორი სახის ასონიშნები, ერთი იყო ქვებზე წარწერებისთვის გამოყენებული ასომთავრულის დიდი სიმბოლოები, ხოლო მეორე — ხელნაწერების შექმნისას ჩამოყალიბებული მცირე ზომის მხედრული სიმბოლოები. ამიტომ უნიკოდშიც სწორედ ასომთავრული და მხედრული დააწყვილეს, ხოლო მხედრულის წინამორბედი ნუსხური და მოგვიანებით შედგენილი მთავრული მათ შემცვლელებად მიიჩნიეს და სტანდარტის მიღმა დატოვეს.[5]

ათი წლის დაგვიანებით ქართული მხარის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე დაადგინეს, რომ ნუსხური არ წარმოადგენდა მხედრულის შემცვლელს, მისგან დამოუკიდებლად გამოიყენებოდა და ცალკე ჯგუფად შეიტანეს სახელწოდებით „ქართული დამატება“. რის შედეგადაც, ასომთავრული-მხედრულის წყვილი განცალკევდა და ასომთავრული-ნუსხური განისაზღვრა ძველქართულ დიდ-პატარა ასონიშნების წყვილად სახელწოდებით ხუცური (როგორც გამოიყენებოდა ისტორიულად).[6]

ცალკე დარჩენილი თანამედროვე მხედრულის ბედი კი გადაწყდა დაახლოებით ოცდახუთი წლის შემდეგ, როცა ქართველების კიდევ ერთი დასაბუთებული მოთხოვნის შედეგად გაარკვიეს, რომ მთავრულიც არ წარმოადგენდა ასომთავრულის ვარიანტს და თავდაპირველად ზუსტად იმ დანიშნულებით გამოიყენებოდა, როგორითაც უნიკოდში წარმოდგენილ სხვა დამწერლობებშია დიდი სიმბოლოები. ვინაიდან უნიკოდი თავისივე წესდებითვე ვალდებულია, რომ ყველა სიმბოლოს, რომლებიც ისტორიის გარკვეულ მონაკვეთში მაინც გამოიყენებოდა დანიშნულებისამებრ, უნიკალური ადგილი გამოუყოს ცხრილში, დასთანხმდა მოთხოვნას და კიდევ ერთ ცალკე ჯგუფად შეიტანა 46 ქართული ასონიშანი.[7]

ვინაიდან მთავრული დღემდე გამოიყენება ოდნავ შეცვლილი დანიშნულებით (მხოლოდ სათაურებისა და ტექსტში მნიშვნელოვანი ადგილის გამოსაყოფად), უნიკოდის ტექნიკურ დოკუმენტაციაში მიეთითა, რომ მისი პროგრამული ასახვა მხედრულთან შეწყვილებულადაც შეიძლებოდეს, ოღონდ იმის გათვალისწინებით, რომ, თუ ტექსტი მთავრული სიმბოლოთი იწყება, სრულად მთავრული ასოებით უნდა დაიწეროს და მხედრულ სიმბოლოებთან შერეულად ვერ გამოისახება.[8]

ქართული გაფართოებული[1][2]
უნიკოდის კონსორციუმის კოდების ოფიციალური ცხრილი (PDF)
  0 1 2 3 4 5 6 7 8 9 A B C D E F
U+1C9x
U+1CAx
U+1CBx Ჿ
შენიშვნები
1.^  უნიკოდის 11.0 ვერსიის მიხედვით
2.^ ნაცრისფერი უჯრები მიანიშნებს გამოუყენებელ, სათადარიგო ადგილებს

უნიკოდთან დაკავშირებულ მოცემულ ჩანაწერებში აღნიშნულია ცალკეული ასონიშნების ქართულის გაფართოებულ ჯგუფში ასახვის საფუძველი და მიმდინარეობა:

ვერსია ასონიშნების საბოლოო ადგილები[] რაოდენობა L2 ID WG2 ID ჩანაწერები
11.0 U+1C90..1CBA, 1CBD..1CBF 46 L2/16-034 N4707 ევერსონი, მაიკლ; გუჯეჯიანი, ნიკა; რაზმაძე, აკაკი (2016-01-24), განაცხადი ქართული ასონიშნების დამატების შესახებ
L2/16-081 N4712 ევერსონი, მაიკლ (2016-05-03), განახლებული განაცხადი ქართული ასონიშნების დამატების შესახებ (მხარდამჭერი წერილებით)
L2/16-156 ანდერსონი, დებორა; ვისტლერი, კენ; პურნადერი, რუზბე; გლასი, ენდრიუ (2016-05-06), რეკომენდაციები უნიკოდის ტექნიკურ კომიტეტს (UTC) #147 2016 წლის მაისი, დამწერლობებთან დაკავშირებული განაცხადების შესახებ
L2/16-121 მური, ლიზა (2016-05-20), UTC #147 ყრილობის მსვლელობის ჩანაწერი
L2/16-278 ანდერსონი, დებორა (2016-10-06), შიდა მოკლე მოხსენება WG2-შეხვედრაზე #65, OWG-SORT და SC2 #21, სან-ხოსე, კალიფორნია
L2/16-339R N4774 ლუმისი, სტივენ (2016-11-07), საგანგებო მოკლე მოხსენება ქართულთან დაკავშირებით
L2/16-353R N4776 ევერსონი, მაიკლ (2016-11-16), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მხარდამჭერი წერილი „მთავრულის“ დამატების შესახებ
L2/17-016 მური, ლიზა (2017-02-08), UTC #150 ყრილობის მსვლელობის ჩანაწერი
L2/17-045 რაზმაძე, აკაკი (2017-01-23), პასუხი უნიკოდის ტექნიკურ კომიტეტს მთავრულთან დაკავშირებული საკითხების შესახებ
L2/17-050R ლუმისი, სტივენ (2017-05-09), ქართულის შესახებ: შენიშვნები მონაცემთა ბაზების მდგრადობის მოსალოდნელ ხარვეზებთან დაკავშირებით
L2/17-199 N4827 ევერსონი, მაიკლ; გუჯეჯიანი, ნიკა; ვახტანგიშვილი, გიორგი; რაზმაძე, აკაკი (2017-06-24), სამოქმედო გეგმა მთავრული ასონიშნების სრულყოფილი ასახვისთვის
  1. განაცხადებში მითითებული ასონიშნების ადგილის ნომრები და დასახელებები შესაძლოა, განსხვავდებოდეს საბოლოოდ მიღებულისგან

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Unicode character database. უნიკოდის სტანდარტი. ციტირების თარიღი: 2018-06-07.
  2. Enumerated Versions of The Unicode Standard. უნიკოდის სტანდარტი. ციტირების თარიღი: 2018-06-07.
  3. (ივნისი, 2018) „თავი მე-7: ევროპა-I“, უნიკოდის სტანდარტი, ვერსია 11.0. უნიკოდის კონსორციუმი. ISBN 978-1-936213-19-1. 
  4. Unicode® 11.0.0. უნიკოდის კონსორციუმი (5 ივნისი, 2018). ციტირების თარიღი: 8 ივნისი, 2018.
  5. Unicode 3.1 Text: Encoding Model for Georgian Script (PDF). უნიკოდის კონსორციუმი. ციტირების თარიღი: 2024-06-05.
  6. Optimizing Georgian representation in the BMP of the UCS (PDF). უნიკოდის კონსორციუმი. ციტირების თარიღი: 2024-06-05.
  7. Proposal for the addition of Georgian characters to the UCS (PDF). უნიკოდის კონსორციუმი. ციტირების თარიღი: 2024-06-05.
  8. სამოქმედო გეგმა მთავრული ასო-ნიშნების სრულყოფილი ასახვისთვის (PDF). უნიკოდის კონსორციუმი. ციტირების თარიღი: 2024-06-07.