ჱ
(გადამისამართდა გვერდიდან Ჱ)
ჱ, ⴡ, Ⴡ, Ჱ[1] (ეჲ, ეი[2], ზოგჯერ „ე-მერვეს“ უწოდებენ) — ქართული ანბანის ასო, რომელიც დღეს თანამედროვე ქართულ ენაში აღარ გამოიყენება. ძველ ქართულ ანბანში იგი რიგით მერვე იყო და რიცხვითი მნიშვნელობაც 8 ჰქონდა. აქედან მოდის მისი სახელწოდებაც — ე-მერვე. ძველ ქართულ ენაში იხმარებოდა „ეჲ“ კომბინაციის ნაცვლად. მაგალითად:
ქართული ასო „ჱ“ | |
---|---|
ჱ | |
სახელწოდება | |
ჱ: |
GEORGIAN LETTER HE |
უნიკოდი | |
ჱ: |
U+10F1 |
HTML-კოდი | |
ჱ: |
ჱ ანჱ |
ვიკისაწყობი ასო „ჱ“ |
- ქრისტეჲ — ქრისტჱ
- მთვარეჲ — მთვარჱ
მეცხრამეტე საუკუნეში ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამებრძოლებმა ეს ასო ქართული ანბანიდან ამოიღეს.
მოხაზულობა
რედაქტირებაასომთავრული ႠႱႭႫႧႠႥႰႳႪႨ |
ნუსხური ⴌⴓⴑⴞⴓⴐⴈ |
მხედრული | მთავრული ᲛᲗᲐᲕᲠᲣᲚᲘᲗ |
სახელწოდება | რიცხვითი მნიშვნელობა |
IPA | ISO 9984 | რომანიზაცია | NGR |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ეჲ | 8 | ɛj | — | — | (Eʼ eʼ) |
ჱ-ს მოხაზულობა ასომთავრულში რკალისა და ხაზის კომბინაციაა, რომელიც კვადრატის ნახევარს იკავებს. ჱ ნუსხურში ოთხ ხაზში იწერებოდა. მხედრულში მისი მოხაზულობა ზედა სამ ხაზში არის მოთავსებული. ხელნაწერი ტექსტების მოსართავად აღნიშნული ასო ინიციალების სახით არ გვხვდება, რამდენადაც ჱ სიტყვას არ იწყებს.
კოდების ცხრილი
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Georgian Extended
- ↑ ა. შანიძე. 1973/1980. „ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები“. თბილისი: თსუ გამომცემლობა. გვ. 18.