ჶ
(გადამისამართდა გვერდიდან Ჶ)
ჶ, Ჶ[1] (ჶი) — დამატებითი ასო ქართულ ანბანში. გამოითქმის როგორც ლათინური f და კირილური ф. მეოცე საუკუნეში გამოიყენებოდა უცხოურიდან შემოსულ სიტყვებში, მაგალითად: ჶილოსოჶია, ჶილმი და სხვა, მაგრამ იგი ქართულ ენაში ვერ დამკვიდრდა და დღეს მის ნაცვლად იხმარება ფ ან ვ.
ქართული ასო „ჶ“ | |
---|---|
ჶ | |
სახელწოდება | |
ჶ: |
GEORGIAN LETTER FI |
უნიკოდი | |
ჶ: |
U+10F6 |
HTML-კოდი | |
ჶ: |
ჶ ანჶ |
ვიკისაწყობი ასო „ჶ“ |
დღეს ქართველური ენებიდან მას იყენებს ლაზური ენა, უცხოურიდან შემოსული სიტყვებისთვის.
ჶ ქვედა სამ ხაზში იწერება.
ისტორია
რედაქტირებადიმიტრი ბაქრაძე თავის „მოგზაურობაში“ გვაწვდის ინფორმაციას, რომ აღნიშნული ასო ქართულ ანბანში პირველად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ I-მა შეიტანა[2].
სულხან-საბა ორბელიანი „ლექსიკონი ქართულში“ ასო „ჶ“-ზე გვაწვდის შემდეგ ინფორმაციას:
„ესე ჶა ძველს წიგნებში იჯდა და მწერლებს უგულებელს-ექმნათ. მე ახლა ჩაუმატე. ფაკინთი; ჶარმანდი; ჶეხნები; ჶილასოჶოსი; ჶოი; ჶოოტა; ჶულოცავ[3].“
|
კოდების ცხრილი
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Georgian Extended
- ↑ ბაქრაძე დ., „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, თბილისი, 1987, გვ. 78
- ↑ სულხან-საბა ორბელიანი, „ლექსიკონი ქართული“ ტ. II, თბ., გვ. 471