მეტრი
მეტრი (ფრანგ. mètre < ძვ. ბერძნ. μέτρον [metron] — „ზომა“; აღნიშვნა: მ, m) — სიგრძისა და მანძილის ძირითადი საზომი ერთეული ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. მეტრი ტოლია მანძილის, რომელსაც სინათლე გადის ვაკუუმში დროის მონაკვეთში, რომელიც 1/299 792 458 წამის ტოლია.
მეტრი | |
---|---|
მეტრის საერთაშორისო ეტალონი, რომელსაც იყენებდნენ 1888-1960 წლებში | |
სტანდარტი: | SI სისტემის ძირითადი ერთეული |
სიდიდე: | სიგრძე |
სიმბოლო (ქართ): | მ |
სიმბოლო (საერთ): | m |
ეკვივალენტები: | |
ჯერად ერთეულებში |
1000 მმ. 0,001 კმ. |
იმპერიულ ერთეულებში |
≈ 1.0936 იარდი ≈ 3.2808 ფუტი ≈ 39.370 დუიმი |
საზღვაო ერთეულში |
≈ 0.00053996 საზღვაო მილი |
სურათები ვიკისაწყობში |
ისტორია
რედაქტირება1791 წელს საფრანგეთში თავდაპირველად მეტრს განსაზღვრავდნენ, როგორც პარიზზე გამავალი მერიდიანის ერთი მეოთხედის 10-7 ნაწილს (პირველი ეტალონი დაამზადეს 1799 წელს. მას „არქივის მეტრი“ ეწოდა). ცხადია, ასე განსაზღვრული მეტრის აღწარმოება შეუძლებელი იყო, ამიტომ 1882 წელს უარი თქვეს „სიგრძის ბუნებრივ ერთეულზე“ და აუცილებლად მიიჩნიეს გარკვეული სიგრძის შერჩევა. პლატინა (90%) — ირიდიუმის (10%) შენადნობისაგან დაამზადეს 31 ეტალონი. ერთ-ერთი მათგანი (№6) არქივის მეტრის ტოლი აღმოჩნდა ცთომილების ფარგლებში. ზომა-წონის I გენერალურმა კონფერენციამ იგი მიიღო მეტრის საერთაშორისო პროტოტიპად. აღნიშნავენ როგორც 𐌼 (გოთიკური მთავრული „მ“, ინახება სევრში, პარიზის მახლობლად).
1960 წელს ზომა-წონის XI გენერალურმა კონფერენციამ მიიღო მეტრის შემდეგი განსაზღვრა: „მეტრი არის სიგრძე, რომელიც უდრის (ვაკუუმში) კრიპტონის ატომის (86 ) 2 10 და 5 5 დონეებს შორის გადასვლის შესაბამისი გამოსხივების 1650763,73 ტალღის სიგრძეს“. მეტრის ახალი ეტალონი მისი ორი რიგით უფრო მაღალი სიზუსტით აღწარმოების საშუალებას იძლევა, ვიდრე ადრინდელი ეტალონი (0,002-0,003 მკმ, ნაცვლად 0,2-0,3 მკმ). სინათლის ტალღის სიგრძეებით მეტრის აღწარმოებას უზრუნველყოფენ 86 იზოტოპით შევსებული გამოსხივების ნათურას მეშვეობით, რომელსაც ათავსებენ ინტერფერომეტრის წინ.
მეტრის განზომელებები SI სისტემაში
რედაქტირებაSI სისტემაში მეტრის წილობითი და ჯერადი ერთეულებია:
წილობითი ერთეულები | ჯერადი ერთეულები | |||||
---|---|---|---|---|---|---|
მნიშვნელობა | აღნიშვნა ქართ., საერთ.[1] |
დასახელება | მნიშვნელობა | აღნიშვნა ქართ., საერთ.[2] |
დასახელება | |
10−1 მ | დმ, dm | დეციმეტრი | 101 მ | დკმ, dam | დეკამეტრი | |
10−2 მ | სმ, cm | სანტიმეტრი | 102 მ | ჰმ, hm | ჰექტომეტრი | |
10−3 მ | მმ, mm | მილიმეტრი | 103 მ | კმ, km | კილომეტრი | |
10−6 მ | მკმ, µm | მიკრომეტრი | 106 მ | მეგმ, Mm | მეგამეტრი | |
10−9 მ | ნმ, nm | ნანომეტრი | 109 მ | გმ, Gm | გიგამეტრი | |
10−12 მ | პმ, pm | პიქტომეტრი | 1012 მ | ტმ, Tm | ტერამეტრი | |
10−15 მ | ფმ, fm | ფემტომეტრი | 1015 მ | პამ, Pm | პეტამეტრი | |
10−18 მ | ამ, am | ატომეტრი | 1018 მ | ემ, Em | ექსამეტრი | |
10−21 მ | ზმ, zm | ზეპტომეტრი | 1021 მ | ზამ, Zm | ზეტამეტრი | |
10−24 მ | იმ, ym | იოქტომეტრი | 1024 მ | იამ, Ym | იოტამეტრი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 616.
- Батарчукова Н. Р., Новое определение метра, М., 1964
- Alder, Ken. (2002). The Measure of All Things : The Seven-Year Odyssey and Hidden Error That Transformed the World. Free Press, New York ISBN 0-7432-1675-X
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 325.
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 554.